დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016204 |
|
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 29 იანვარის №14 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1. |
2.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 31 აგვისტოს „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” №291 ბრძანების დანართი №1 აღდგენილ იქნeს შემდეგი ფორმით მე-13 მუხლის შემდეგ:
დანართი №1 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № 0000000000 1. ხე-ტყით მოსარგებლე: ------------------------------------------------------------------ იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება/ვინაობა, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი (არსებობის შემთხვევაში) / პირადი ნომერი ----------------------------------------------------------------------------------------------------- 2. დოკუმენტის გაცემის საფუძველი: ----------------------------------------------------- სანებართვო დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი 3. მონაცემები (არამარკირებული) ხე-ტყის მოცულობისა და ჯიშის შესახებ:
4. მონაცემები მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) შესახებ:
5. დამზადების ადგილი: ------------------------------------------------------------------ მიეთითება სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი და ლიტერი, სხვა შემთხვევაში – განთავსების ------------------------------------------ ტყეკაფის № ------------------------------------- ზუსტი მისამართი 6. სატრანსპორტო საშუალება: ---------------------------------------------------------- სახეობა, სახელმწიფო ნომერი 7. დანიშნულების ადგილი: ---------------------------------------------------------------- ზუსტი მისამართი 8. ხე-ტყის გადამზიდავი პირი: ------------------------------------------------------------- ხე-ტყის გადამზიდავი პირის სახელი და გვარი (გარკვევით), პირადი ნომერი 9. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი: ------ სთ ------წთ ”-------” ”-----------------------” 201 წ. 10. დოკუმენტის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი -------------- გვარი ------------- თანამდებობა --------------------------------------------------------------------------------- ტყის ფონდის მართვის ორგანოს მიერ დოკუმენტის შევსების შემთხვევაში სავალდებულოა ამ გრაფის შევსება
ხელმოწერა ------------------------------------
დამამზადებელი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამკვეთი: -------------------------------------------------------------------------
სფს-ს რეგისტრაციის № –––––––––––––––––––––––––––––––––––– |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები