საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5847
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 25/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.003.135
  • Word
5847
11/03/2008
სსმ, 6, 25/03/2008
230.000.000.05.001.003.135
საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) 254-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 ნაწილები:

„8. „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 238-ე და 242-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან და საბაჟო დეკლარირების ვალდებულებისგან, თუ იგი „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში წარადგენს სათანადო განცხადებას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით 2006 წლის 1 ივლისამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.

9. „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 238-ე და 242-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, თუ იგი „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარადგენს სათანადო განცხადებას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით 2006 წლის 1 ივლისამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო დამუშავების შესახებ და უზრუნველყოფს შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 4 თვის განმავლობაში.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 11 მარტი.

№5847–Iს