საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5851
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 25/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.003.139
  • Word
5851
11/03/2008
სსმ, 6, 25/03/2008
020.080.000.05.001.003.139
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1182 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1182. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელიც მოქმედებდა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში.

2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.

3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

4. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. 125-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამკრძალავი ნიშნის „დგომა-გაჩერება აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

9. ამ მუხლის მე-6–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.“.

3. 1291 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1291. ტვირთამწეობის დადგენილი ნორმის ზევით ტვირთის გადაზიდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით

საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომელთა თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, –

გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების ოპერატორის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 500 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად).

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას და რომლის მოძრაობა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული რეკომენდაციის წარდგენის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურებში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) გავლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის შემდგომი გადაადგილება ხორციელდება საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონისაკენ.

3. თუ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვებისა) ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მესაკუთრე) თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ზედმეტი ტვირთის ჩამოცლას/დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მითითებულ დაცულ ადგილას), ტვირთის დაცვას/შენახვას და შემდგომ ტრანსპორტირებას.“.

    მუხლი 2

პირს, რომელსაც ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობისთვის (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე და 117-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა) ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში აღნიშნული ჯარიმის ან/და საურავის გადახდის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგება.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 11 მარტი.

№5851–Iს