„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მარეგულირებელი ნორმების დადგენის შესახებ“

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მარეგულირებელი ნორმების დადგენის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016142
24
08/11/2013
ვებგვერდი, 13/11/2013
010250000.35.154.016142
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მარეგულირებელი ნორმების დადგენის შესახებ“
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

               თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2013 წლის 8 ნოემბერი

დაბა თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მარეგულირებელი ნორმების დადგენის შესახებ

  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ქვეპუნქტის შესაბამისად  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მარეგულირებელი ნორმები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი წიკლაური



დანართი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მარეგულირებელი ნორმები

          

მუხლი 1
   თიანეთის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად მიჩნეული იქნეს მცირე სტაციონალური არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან (არასტაციონარული კონსტრუქციები-ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა,რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსოები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება) ვაჭრობა საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში, დასასვენებელ ადგილებში, ასევე ისეთ ადგილებში რაც არ გამოიწვევს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზის ან საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის დადგენილი წესების დარღვევას, აგრეთვე გზის გადასასვლელისა თუ სხვა საგზაო ნიშნების ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანებას. გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილები არ უნდა აფერხებდნენ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
მუხლი 2
   საზოგადოებრივ ადგილებსა დაკულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმის მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ორგანოებთან.
მუხლი 3
სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომაშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას, გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით შესაძლებელია (დროებით) გამოიყოს დამატებითი ადგილები რაზეც გადაწყვეტილებას იღებს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს-ბრძანებას.
მუხლი 4
 გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილების მოწყობას და მათ შესაბამისობას სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებთან კონტროლს უწევს თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური.
მუხლი 5
 გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების გამოყოფაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის ქუჩებზე საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი საავტომობილო გზების მიმდებარე და სოფლების ცენტრალური ქუჩების ტერიტორიებზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს-ბრძანებას.
მუხლი 6
   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, თევზი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი) გარე ვაჭრობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაცულია სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.