„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის № 186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის № 186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 14/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016215
90
09/12/2013
ვებგვერდი, 12/12/2013
360050000.22.023.016215
„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის № 186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №90

2013 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის № 186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის №186 ბრძანების (სსმ, ვებგვერდი, 25/07/2012, 360050000.22.023.016106) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმაში' შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნეძვის აღკვეთილის ფართობია – 8 992,00 ჰა;

გ.ა)  მკაცრი დაცვი ზონის ფართობია – 1 814   ჰა;

გ.ბ)  ტრადიციულის გამოყენების ზონა – 7 178  ჰა;“.

2. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ვიზიტორთა ზონაში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:

ბ.ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ.ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაცია, მოვლა და აღდგენა;

ბ.გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი; ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;

ბ.დ) სამეცნიერო კვლევა;

ბ.ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ბ.ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

ბ.ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო - მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ბ.თ) მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება;

ბ.ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

ბ.კ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვება;

ბ.ლ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და სარგებლობა;

ბ.მ) გადაადგილება ფეხით და ცხენით, ნაწილობრივ სახეშეცვლილი ბუნების ტერიტორიაზე, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

ბ.ნ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა);

ბ.ო) მენეჯმენტის გეგმის დანართი 4-ის „ბ.ბ“ ნაწილით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, ხანძრების პრევენციის მიზნით, ყოველწლიურად 10 ივლისიდან 10 სეტემბრამდე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თიბვა.

ბ.პ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“.

3. დანართი 4-ის „ბ.ბ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე