„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 897
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.016231
897
26/11/2013
ვებგვერდი, 28/11/2013
310150000.22.034.016231
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №897

2013 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით (სსმ, 01.02.2007,  №14,  მუხ. 153) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის 183 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„183. სპეციალისტი – სააგენტოს მომსახურების ხარისხის კონტროლისა და საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს  მომსახურების ხარისხის კონტროლის განყოფილების თანამშრომელი. სპეციალისტად აგრეთვე ჩაითვლება პირი, რომელსაც  სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების უფლებამოსილება დელეგირებული აქვს სააგენტოს დირექტორის მიერ.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე