დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებოლო დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1784 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 03/02/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3(10), 19/02/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290.120.000.05.001.000.484 |
საქართველოს კანონი
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
22-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები „ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა“ შეიცვალოს სიტყვებით „სავალდებულო დაზღვევის“;
„ბ) მე-6 პუნქტში სიტყვების „ფონდის მიმართ“ წინ დაემატოს სიტყვები „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ნაწილში“;
გ) მე-7 პუნქტში სიტყვები „ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა“ შეიცვალოს სიტყვებით „სავალდებულო დაზღვევის“.
II. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით „ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №210 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 3 თებერვალი.
№1784-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები