„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5972
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 04/04/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.05.001.003.179
  • Word
5972
21/03/2008
სსმ, 9, 04/04/2008
040.200.010.05.001.003.179
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 1998 წელი, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

1.    მე-8 მუხლის 21 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2.     

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) დაბადების, გარდაცვალების, დაბადების რეგისტრაციისა და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;“;

 

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;“.

 

3.    მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4.     

4. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) დაბადების, გარდაცვალების, დაბადების რეგისტრაციისა და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;“;

 

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;“.

 

5. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი შეიძლება შესრულდეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული საშუალებით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი სრულდება ორ ეგზემპლარად. ჩანაწერის ორივე ეგზემპლარს ერთი რიგითი ნომერი აქვს. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ორივე ეგზემპლარი ერთდროულად ივსება. ჩანაწერის პირველი ეგზემპლარი ინახება რეგისტრაციის მწარმოებელ ორგანოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება სამოქალაქო აქტების ცენტრალურ არქივს.“.

 

6. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დასადასტურებლად გაიცემა შესაბამისი მოწმობა. ამ კანონის VII და VIII თავებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი მოწმობა გაიცემა განმცხადებლის სურვილისამებრ.“.

 

7. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესები არ ვრცელდება ელექტრონული საშუალებით შესრულებული აქტის ჩანაწერზე.“.

 

8. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაბადების რეგისტრაცია წარმოებს ბავშვის დაბადების ადგილის მიხედვით ან ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“;

 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ბავშვი მგზავრობისას დაიბადა, მისი დაბადების რეგისტრაცია წარმოებს ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“.

 

9. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაბადების აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) ბავშვის სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი, ცოცხლად შობილია თუ არა, რიგით მერამდენე ეყოლა დედას, პირადი ნომერი და მოქალაქეობა;

ბ) ბავშვის დაბადების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი;

გ) მშობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი, მოქალაქეობა;

დ) ბავშვის მამის შესახებ მონაცემების მითითების საფუძველი;

ე) განმცხადებლის სახელი, გვარი და მისამართი, მის მიერ განცხადების საფუძველი;

ვ) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი.“.

 

10. 27-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. თუ დაბადების რეგისტრაციისას ხდება პირის მამად აღიარება, მამობის დადგენის აქტი არ რეგისტრირდება.“;

 

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მშობლების შემთხვევაში ბავშვის დაბადების რეგისტრაცია შეიძლება ასევე განხორციელდეს ერთ-ერთი მშობლის განცხადებით. ასეთ შემთხვევაში მშობლების შესახებ მონაცემები მიეთითება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმ მშობელს, რომლის გარეშეც მოხდა დაბადების რეგისტრაცია, უფლება აქვს, იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ან ცნობილი უნდა ყოფილიყო რეგისტრაციის შესახებ, ერთი წლის განმავლობაში სადავო გახადოს დაბადების რეგისტრაციის აქტის ჩანაწერში მითითებული თავისი მონაცემები, ბავშვის სახელი ან გვარი.“.

 

11. 28-ე და 29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. პირადი ნომრის მინიჭება

1. პირს პირადი ნომერი მიენიჭება დაბადების რეგისტრაციისას ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი პირველი ოფიციალური დოკუმენტის (პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, პასპორტის) გაცემისას და ეს ნომერი, ძირითადი რეკვიზიტის სახით, შეტანილი უნდა იქნეს ამ პირზე გაცემულ ყველა დოკუმენტში.

2. პირს პირად ნომერს ანიჭებს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური, ხოლო საზღვარგარეთ – საკონსულო დაწესებულება.

3. პირადი ნომრის სტრუქტურა და მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

4. ამ კანონის შესაბამისად მინიჭებულ პირად ნომერთან გათანაბრებულია „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს მოქალაქეებისათვის მინიჭებული პირადი ნომრები.

5. დაუშვებელია ერთი პირისათვის ორი ან ორზე მეტი პირადი ნომრის მინიჭება ან კანონიერ საფუძველზე ერთხელ მინიჭებული პირადი ნომრის შეცვლა, გაუქმება ან სხვა პირისათვის მინიჭება. პირის გარდაცვალება ამ წესს არ ცვლის. რეგისტრაციიდან მოხსნისა და მონაცემთა ბაზაში (სააღრიცხვო ბარათში) სათანადო აღნიშვნების შეტანის შემდეგ გარდაცვლილის პირადი ნომერი განმეორებით არ გამოიყენება.

6. თუ ერთ პირს მინიჭებული აქვს ორი ან ორზე მეტი პირადი ნომერი ან ერთი პირადი ნომერი მინიჭებული აქვს ორ ან ორზე მეტ პირს, პირადი ნომრების შეცვლისა და გაუქმების საკითხი უნდა გადაწყდეს პირთა ინტერესების თანაბრად დაცვისა და იმ სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, რომლებსაც გამოიწვევს პირადი ნომრის შეცვლა და გაუქმება პირებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირად ნომერთან დაკავშირებული ცდომილება (გაორება) გამოწვეულია პირის უკანონო ქმედებით.

 

    მუხლი 29. ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების გარეთ დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაცია

ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების გარეთ დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციის საფუძველია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება ბავშვის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, ხოლო საკონსულო დაწესებულებისათვის – შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.“.

 

12. 35-ე მუხლის:

ა) „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე ან სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;“;

 

ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე ან სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;“;

 

გ) „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე ან სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;“;

 

დ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

დ.ა) ქორწინების რეგისტრაციის მოწმობა;

დ.ბ) განმცხადებელი მშობლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

დ.გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე ან სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

დ.დ) ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;

ე) საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში დაბადების რეგისტრაციის შემთხვევაში სამედიცინო ცნობის ან სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ნაცვლად შეიძლება ასევე წარდგენილ იქნეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.“.

 

 

13. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36. დაბადების მოწმობის ფორმა

დაბადების მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) ბავშვის სახელი, გვარი, სქესი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი;

ბ) მშობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა;

გ) დაბადების აქტის ჩანაწერის ნომერი;

დ) დაბადების აქტის ჩანაწერის შესრულების თარიღი;

ე) დაბადების რეგისტრაციის ადგილი;

ვ) მოწმობის გაცემის თარიღი;

ზ) მოწმობის გამცემი ორგანო.“.

 

14. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) უცხოელთა ქორწინებისას – მათი ქვეყნის სათანადო ორგანოს ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ. თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ასეთი ცნობის გაცემას, წარმოდგენილი უნდა იქნეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

 

15. 44-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს დასაქორწინებელ პირთა და ორი ან ორზე მეტი სრულწლოვანი მოწმის თანდასწრებით. ქორწინების რეგისტრაცია მინდობილობით ან წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია.“;

 

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კანონით დადგენილი წესით.“.

 

 

16. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 45. ქორწინების აქტის ჩაწერის ფორმა

ქორწინების აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) დასაქორწინებელ პირთა სახელი, გვარი ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, რეგისტრაციის ადგილი, ოჯახური მდგომარეობა (დაქორწინებული არ ყოფილა, ქვრივია, განქორწინებულია);

ბ) საერთო შვილების სახელი, დაბადების წელი;

გ) დაქორწინების თარიღი და ადგილი;

დ) დასაქორწინებელ პირთა წარსულში არსებულ ქორწინებათა რაოდენობა;

ე) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი.“.

 

17. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 47. ქორწინების მოწმობის ფორმა

ქორწინების მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) დასაქორწინებელ პირთა სახელი, გვარი ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ) ქორწინების თარიღი;

გ) ქორწინების აქტის ჩანაწერის ნომერი;

დ) ქორწინების აქტის ჩანაწერის შესრულების თარიღი;

ე) ქორწინების რეგისტრაციის ადგილი;

ვ) მოწმობის გაცემის თარიღი;

ზ) მოწმობის გამცემი ორგანო.“.

 

18. 48-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმ მეუღლეთა ერთობლივი განცხადება განქორწინების თაობაზე, რომელთა შორის დავა არ არსებობს;“.

 

19. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 49. განქორწინების რეგისტრაციის ადგილი

განქორწინების რეგისტრაცია წარმოებს ერთ-ერთი მეუღლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, აგრეთვე განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.“.

 

20. 50-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთობლივი განცხადებით იმ მეუღლეთა განქორწინების რეგისტრაცია, რომელთა შორის დავა არ არსებობს, წარმოებს მეუღლეთა მიერ განქორწინების თაობაზე ერთობლივი განცხადების წარდგენის დღიდან 1 თვის შემდეგ. განცხადება ძალაშია ერთთვიანი ვადის გასვლიდან 2 თვის განმავლობაში.“;

 

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მეუღლეები ვალდებული არიან, განქორწინების თაობაზე განცხადებაში დაადასტურონ ურთიერთთანხმობა.“.

 

21. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 53. განქორწინების აქტის ჩაწერის ფორმა

განქორწინების აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) განსაქორწინებელ პირთა სახელი, გვარი განქორწინებამდე და განქორწინების შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, რეგისტრაციის ადგილი, რიგით მერამდენე ქორწინებაა, საერთო არასრულწლოვანი შვილების რაოდენობა;

ბ) ქორწინების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი, ქორწინების რეგისტრაციის ადგილი;

გ) განქორწინების რეგისტრაციის საფუძველი;

დ) განქორწინების რეგისტრაციის თარიღი და ადგილი;

ე) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი.“.

 

22. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 56. განქორწინების მოწმობის ფორმა

განქორწინების მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) განსაქორწინებელ პირთა სახელი, გვარი განქორწინებამდე და განქორწინების შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა;

ბ) განქორწინების თარიღი;

გ) განქორწინების აქტის ჩანაწერის ნომერი;

დ) განქორწინების აქტის ჩანაწერის შესრულების თარიღი;

ე) განქორწინების რეგისტრაციის ადგილი;

ვ) იმ პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რომელზედაც გაიცემა მოწმობა;

ზ) მოწმობის გაცემის თარიღი;

თ) მოწმობის გამცემი ორგანო.“.

 

23. 58-ე და 59-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 58. შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილი

შვილად აყვანის რეგისტრაცია წარმოებს მშვილებლის ან შვილად ასაყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ან ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

    მუხლი 59. შვილად აყვანის აქტის ჩაწერის ფორმა

შვილად აყვანის აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) ბავშვის სახელი შვილად აყვანამდე და შვილად აყვანის შემდეგ, გვარი შვილად აყვანამდე და შვილად აყვანის შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი შვილად აყვანამდე და შვილად აყვანის შემდეგ, დაბადების ადგილი შვილად აყვანამდე და შვილად აყვანის შემდეგ;

ბ) მშობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა;

გ) შვილად აყვანილის დაბადების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი, დაბადების რეგისტრაციის ადგილი;

დ) მშვილებლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, მოქალაქეობა;

ე) ეწერებიან თუ არა მშვილებლები ბავშვის მშობლებად;

ვ) შვილად აყვანის რეგისტრაციის საფუძველი;

ზ) შვილად აყვანის რეგისტრაციის თარიღი და ადგილი.“.

 

24. 63-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

25. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 66. მამობის დადგენის რეგისტრაციის ადგილი

მამობის დადგენის რეგისტრაცია წარმოებს ორივე ან ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, აგრეთვე ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ან მამობის დადგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.“.

 

26. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 691 მუხლი:

     „მუხლი 691. მამობის დადგენის რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები

მამობის დადგენის რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:

ა) ბავშვის მშობლების ერთობლივი განცხადების შემთხვევაში:

ა.ა) ბავშვის მშობლების პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

ა.ბ) მშობლების ერთობლივი წერილობითი განცხადება;

ა.გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

ბ) ბავშვის მამის განცხადების შემთხვევაში:

ბ.ა) ბავშვის მამის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

ბ.ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

ბ.გ) ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ბავშვის დედის გარდაცვალების მოწმობა; ბავშვის დედის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება; ბავშვის დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება; ბავშვის დედის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან დედის ადგილსამყოფლის დაუდგენლობის დამადასტურებელი ცნობა;

ბ.დ) ბავშვის მამის წერილობითი განცხადება;

გ) თუ მამობის დადგენა ხორციელდება მამის სურვილის საწინააღმდეგოდ:

გ.ა) მშობლის წერილობითი განცხადება;

გ.ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

გ.გ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

გ.დ) სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ;

დ) თუ მამა გარდაცვლილია ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად:

დ.ა) მშობლის წერილობითი განცხადება;

დ.ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

დ.გ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

დ.დ) მამის გარდაცვალების მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების თაობაზე;

დ.ე) სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ.“.

 

27. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 70. მამობის დადგენის აქტის ჩაწერის ფორმა

მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) ბავშვის სახელი მამობის დადგენამდე და მამობის დადგენის შემდეგ, გვარი მამობის დადგენამდე და მამობის დადგენის შემდეგ, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, მოქალაქეობა;

ბ) ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი, დაბადების რეგისტრაციის ადგილი;

გ) მშობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი;

დ) მამობის დადგენის რეგისტრაციის საფუძველი;

ე) მამობის დადგენის რეგისტრაციის თარიღი და ადგილი.“.

 

28. 72-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

29. 73-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანი პირის მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა შეიძლება მშობლების (მშობლის) ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.“;

 

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. თექვსმეტ წლამდე არასრულწლოვანი პირის სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა შეიძლება მშობლების (მშობლის) ან კანონიერი წარმომადგენლის სურვილით, ხოლო თუ პირს შეუსრულდა 10 წელი, საჭიროა მისი თანხმობაც.

4. თექვსმეტ წლამდე არასრულწლოვანი პირის სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის საკითხი წყდება მშობელთა შეთანხმებით, ხოლო მათი შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს მიერ, არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით.“.

 

30. 74-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 74. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის საფუძვლები

1. სახელის შეცვლა შესაძლებელია პირის სურვილისამებრ.

2. მამის სახელის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მამამ შეიცვალა სახელი.

3. გვარის შეცვლა შეიძლება, თუ:

ა) განმცხადებელს სურს მიიღოს ან თავის გვარს შეუერთოს მეუღლის გვარი;

ბ) განმცხადებელს სურს დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი;

გ) განმცხადებელს სურს მიიღოს თავისი ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;

დ) განმცხადებელს სურს მიიღოს თავისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი;

ე) განმცხადებელს სურს მიიღოს მშობელთა შეერთებული გვარი.“.

 

31. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 741 მუხლი:

     „მუხლი 741. შვილისათვის მამის სახელისა და გვარის შეცვლა მამის მიერ სახელის და მშობლების (მშობლის) მიერ გვარის შეცვლისას

1. მამის მიერ სახელის და მშობლების (მშობლის) მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის მამის სახელი და გვარი შეიძლება შეიცვალოს მშობლის სახელთან და გვართან ერთად.

2. მამის მიერ სახელის და მშობლების (მშობლის) მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში სრულწლოვანი შვილის მამის სახელისა და გვარის შეცვლა ხორციელდება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლისათვის დადგენილი წესით.“.

 

32. 76-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განცხადება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე წარედგინება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილ ორგანოს განმცხადებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის საფუძველი.“.

 

33. 77-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

34. 78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 78. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადების განხილვა

განცხადებას სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე ამოწმებს და დასკვნას გასცემს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი 45 დღის ვადაში.“.

 

35. მე-80 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განმცხადებლის სახელი, მამის სახელი, გვარი შეცვლამდე, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, რეგისტრაციის ადგილი;

ბ) განმცხადებლის სახელი, მამის სახელი, გვარი შეცვლის შემდეგ;“.

 

36. 81-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მოწმობის გამცემი ორგანო.“.

 

37. 82-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მშობლის (მშობლების) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა იწვევს მათი არასრულწლოვანი შვილის დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების შეცვლას.“.

 

38. 83-ე და 84-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

 

39. 86-ე–88-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 86. გარდაცვალების რეგისტრაციის საფუძველი

გარდაცვალების რეგისტრაციის საფუძველია გარდაცვალების განცხადებაზე უფლებამოსილი პირის განცხადება და კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები.

    მუხლი 87. გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილი

გარდაცვალების რეგისტრაცია წარმოებს გარდაცვლილის უკანასკნელი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ან გარდაცვალების შესახებ საბუთის გამცემი დაწესებულების ადგილის მიხედვით.

    მუხლი 88. გარდაცვალების განცხადების ვალდებულება

1. პირის გარდაცვალების განცხადების ვალდებულება ეკისრებათ:

ა) გარდაცვლილის მეუღლეს;

ბ) გარდაცვალების შესახებ საბუთის გამცემი დაწესებულების ხელმძღვანელს;

გ) გარდაცვლილის ოჯახის სხვა წევრებს;

დ) გარდაცვლილის ბინის ან სახლის მესაკუთრეს;

ე) გარდაცვალების დამსწრე პირს, გარდაცვლილის ოჯახის ახლო ნათესავს ან სხვა დაინტერესებულ პირს;

ვ) შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციის წარმომადგენელს, თუ პირი გარდაიცვალა სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, პანსიონატში, თავშესაფარში, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილ თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს.

2. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილ თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს არ გააჩნია საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია, სააგენტოს აცნობოს მხოლოდ ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ შესაბამისი ოქმის შედგენის გარეშე.“.

 

40. 881 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 881. გარდაცვალების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები

1. გარდაცვალების რეგისტრაციისათვის გარდაცვალების მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

ბ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

გ) გარდაცვალების დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი საბუთი:

გ.ა) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა;

გ.ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე;

გ.გ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურის მიერ შედგენილი ოქმი, რომლის ფორმა დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით;

გ.დ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;

გ.ე) ადმინისტრაციული (საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები) და სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებებით რეპრესირებულ პირთა გარდაცვალების შესახებ ცნობა;

გ.ვ) საკონსულო დაწესებულებაში – შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

დ) წერილობითი განცხადება.

2. თუ პირის გარდაცვალების რეგისტრაციისათვის განცხადება წარდგენილია გარდაცვალების შესახებ საბუთის გამცემი დაწესებულების მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთების წარდგენა არ ხდება.“.

 

41. 90-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 90. გარდაცვალების აქტის ჩაწერის ფორმა

1. გარდაცვალების აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) გარდაცვლილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, გარდაცვალების თარიღი, გარდაცვალების ადგილი;

ბ) გარდაცვალების მიზეზი;

გ) გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი;

დ) განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი;

ე) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი.

2. გარდაცვალების მოწმობა უნდა გაიცეს გარდაცვალების რეგისტრაციისათვის ამ კანონის 881 მუხლით გათვალისწინებული საბუთების წარდგენის დღესვე, ხოლო თუ გარდაცვალების რეგისტრაცია განხორციელდა გარდაცვალების შესახებ საბუთის გამცემი დაწესებულების განცხადების საფუძველზე, გარდაცვალების მოწმობა გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მისი მოთხოვნის დღესვე.“.

 

42. 91-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გარდაცვლილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, გარდაცვალების თარიღი და ადგილი;“;

 

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მოწმობის გამცემი ორგანო.“.

 

43. 104-ე მუხლის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა;“;

 

ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:

„მ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;

ნ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გადაწყვეტილება გვარის დადგენის შესახებ.“.

 

44. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1051 მუხლი:

     „მუხლი 1051. გვარის დადგენა

1. გვარი შეიძლება დაუდგინდეს პირს, რომლის დაბადების აქტშიც არ არის გვარი მითითებული.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს შეიძლება დაუდგინდეს მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი.

3. თუ შეუძლებელია პირისათვის პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარის დადგენა ასეთი გვარის არარსებობის გამო ან სხვა მიზეზით, პირს შეიძლება დაუდგინდეს მისი ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის სახელიდან ნაწარმოები გვარი, მისთვის სასურველი დაბოლოებით ან დაბოლოების გარეშე.“.

 

45. 107-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 104-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში განცხადება სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილ ორგანოში რეგისტრაციის ადგილის ან შესაცვლელი ჩანაწერის არსებობის ადგილის მიხედვით წარედგინება იმ პირის სურვილის შესაბამისად, რომლის მიმართაც შესრულებული იყო ეს ჩანაწერი. სქესის შეცვლასთან დაკავშირებით სახელის, მამის სახელის, გვარის შესწორების შემთხვევაში განცხადება აგრეთვე შეიძლება წარდგენილი იქნეს სქესის შეცვლის თაობაზე დასკვნის გამცემი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

2. სამოქალაქო აქტები არასრულწლოვან პირთა მიმართ შესწორდება და შეიცვლება მათი მშობლების, მშვილებლების, მეურვეებისა და მზრუნველების განცხადებების შესაბამისად, გარდა ამ კანონის 82-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

 

46. 109-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასრულოს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. საკონსულო დაწესებულებაში აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირით, თუ ეს აუცილებელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად.“.

 

47. 113-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 113. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენა

1. ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლის შესახებ ჩანაწერების აღდგენას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილი ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, განმცხადებლის სურვილისამებრ, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის ან სამოქალაქო აქტის დაკარგული ჩანაწერის შესრულების ადგილის მიხედვით.

2. დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ჩანაწერების აღდგენას აწარმოებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“.

 

48. 115-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო აქტის აღსადგენი ჩანაწერი შედგება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ან სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ასლის შემოსვლის ან დაინტერესებული პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში.“.

 

49. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIII1 თავი:

„თავი XIII1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი ფაქტის დადგენა

    მუხლი 1161. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დასადგენი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები

1. სააგენტო ადგენს შემდეგ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს:

ა) პირის გარკვეულ დროსა და გარკვეულ ვითარებაში დაბადების ფაქტს;

ბ) პირის გარკვეულ დროსა და გარკვეულ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს;

გ) პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტს;

დ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტს.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შეუძლებელია.

3. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენენ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები განმცხადებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. თუ განმცხადებელს არ გააჩნია რეგისტრაციის ადგილი ან რეგისტრირებულია მისამართის გარეშე, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი შეიძლება დადგინდეს განმცხადებლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გარდაცვალებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტები ასევე შეიძლება დაადგინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საამისოდ უფლებამოსილმა ორგანომ გარდაცვლილის უკანასკნელი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

4. საკონსულო დაწესებულებები აწარმოებენ მხოლოდ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენას.

 

    მუხლი 1162. განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ

1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, ასევე უნდა შეიცავდეს:

ა) ინფორმაციას იმ გარემოებების შესახებ, რომელთა გამოც შეუძლებელია განმცხადებლის მიერ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა;

ბ) დეტალურ ინფორმაციას იმ მტკიცებულებების შესახებ, რომლებითაც განმცხადებელი ასაბუთებს დასადგენ ფაქტს;

გ) ინფორმაციას მოწმეთა ვინაობის შესახებ, თუ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები დადგენილი უნდა იქნეს მოწმეთა ჩვენებით.

2. ამ კანონის 1161 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების დადგენასთან დაკავშირებულ განცხადებას უნდა დაერთოს იმ პირთა ფოტოსურათები, რომელთა შესახებაც უნდა დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირები გარდაცვლილები არიან.

 

    მუხლი 1163. მტკიცებულებები იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ წარმოებაში

იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას, გარდა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებისა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს და დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებებსაც.

    მუხლი 1164. პასუხისმგებლობა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დამდგენი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეცდომაში შეყვანისათვის

1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის ცრუ ახსნა-განმარტების ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის ან მისი შეცდომაში შეყვანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. მოწმედ მოწვეული პირი ვალდებულია მისცეს ჩვენება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

    მუხლი 1165. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების განხილვის წესი

1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული წარმოებისას შესაბამისი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია გამართოს ზეპირი მოსმენა, რომელზედაც მოწვეული უნდა იყვნენ განმცხადებელი, სხვა დაინტერესებული პირები და მოწმეები, მათი არსებობის შემთხვევაში. განმცხადებელს, დაინტერესებულ პირებსა და მოწმეებს ზეპირი მოსმენის შესახებ უნდა ეცნობოთ მის გამართვამდე 5 დღით ადრე მაინც და მოწვეული უნდა იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.

2. გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის ან მასზე უარის თქმის შესახებ გამოცემული უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ამ კანონით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების შესახებ.

3. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

4. თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო არასაკმარისად ან არასარწმუნოდ მიიჩნევს წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და მოწმეთა ჩვენებებს, მას შეუძლია უარი თქვას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე.

5. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული წარმოებისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI და VIII თავებით განსაზღვრული წესები, ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით.

 

    მუხლი 1166. გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ

გადაწყვეტილება დაბადების და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტებისა, ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც საჭიროა შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესადგენად, მათ შორის, პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, დაბადების ადგილს, გარდაცვალების თარიღს, გარდაცვალების ადგილს, მშობლების სახელსა და გვარს, ხოლო გადაწყვეტილება დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ ასევე უნდა შეიცავდეს რეგისტრაციის თარიღს, ადგილს და რეგისტრაციის ორგანოს დასახელებას.“.

 

50. 122-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არასრულწლოვან პირთა დაბადების განმეორებითი მოწმობები გაიცემა აგრეთვე მშობლებზე, მშვილებლებზე, მეურვეებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებზე.“;

 

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. განმეორებით მოწმობებში სავალდებულოა პირადი ნომრის მითითება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, სააქტო ჩანაწერში მითითებულია თუ არა იგი.“;

 

გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები გაიცემა სათანადო მოწმობის გაცემისათვის საჭირო საბუთების წარდგენიდან მე-5 დღეს.

10. წერილობითი მოთხოვნით განმეორებითი მოწმობა გაიგზავნება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილ ორგანოში განმცხადებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რის თაობაზედაც მას ეცნობება. სამხედრო მოსამსახურეთა განმეორებითი მოწმობები გადაეგზავნება შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაურს. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფ პირთა განმეორებითი მოწმობები გადაეგზავნება შესაბამისი დაწესებულების უფროსს.“.

 

51. 123-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. 2008 წლის 1 მაისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ ამ კანონის 88-ე და 881 მუხლებით გათვალისწინებული ფუნქციების/მოვალეობების ასახვა მათი საქმიანობის მარეგულირებელ შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში.

5. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების სრულ ერთიან ელექტრონულ ქსელში ჩართვისა და სამოქალაქო აქტების ელექტრონული საშუალებით რეგისტრაციის დაწყების შემდეგ დარჩენილი მკაცრი აღრიცხვის ბლანკები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.“.

 

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 21 მარტი.

№5972–რს