„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1853
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/03/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12(19), 06/04/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 130.030.000.05.001.000.505
  • Word
1853
19/03/1999
სსმ, 12(19), 06/04/1999
130.030.000.05.001.000.505
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონში

 ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის ადგენს:

I. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. პრეამბულასა და პირველი მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „საგარეო ურთიერთობის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „დაზვერვის“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, ორგანიზაციებისა და მივლინებაში მყოფ იმ პირთა მიმართ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებულნი არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან.“.

3. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტს სიტყვების „სახელმწიფო უშიშროების და მართლწესრიგის დაცვის სფეროში“ წინ დაემატოს სიტყვა „დაზვერვის“.

4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს ნორმატიული აქტები, გარდა თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტების, რომლებიც აწესრიგებენ მათ შიდა საქმიანობას უშუალოდ სახელმწიფო თავდაცვისა და უშიშროების თვალსაზრისით, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 19 მარტი/

№1853–IIს