„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1981
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19(26), 04/06/1999
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.540
  • Word
1981
28/05/1999
სსმ, 19(26), 04/06/1999
020.000.000.05.001.000.540
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 513 მუხლი:

     „მუხლი 513. სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა

სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით,

გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან სამი ათას ხუთას ლარამდე.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 533 მუხლი:

     „მუხლი 533. მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა

მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ექვსასიდან შვიდას ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასიდან ორი ათას ხუთას ლარამდე.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:

     „მუხლი 541. მიწის კანონმდებლობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დადგენილი წესით მიცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა

მიწის კანონმდებლობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დადგენილი წესით მიცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ექვსასიდან შვიდას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასიდან ორი ათას ხუთას ლარამდე.

4. კოდექსის 552 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 552. სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა

სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორი ათას ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით,

გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან სამი ათას ხუთას ლარამდე.

5. კოდექსის 222-ე მუხლის პირველ ნაწილში და 239-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვები 51-ე, 512, 52-ე, 53-ე, 532, 54-ე, 55553 მუხლებით შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით 51-ე, 512, 513, 52-ე, 53-ე, 532, 533, 54-ე, 541, 55553 მუხლებით.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 28 მაისი.

№1981IIს