„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1638-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 30/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 080090020.05.001.017224
1638-Iს
27/11/2013
ვებგვერდი, 10/12/2013
080090020.05.001.017224
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი:

  „ც) ადვოკატი – „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული პირი.“.

   2. მე-3 მუხლის:

   ა) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

   ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

   „ნ) ადვოკატები.“.

   3. მე-4 მუხლის:

   ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) საქართველოს ეროვნული ბანკი – კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის; ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის; საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის;“;

   ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

  „ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია − ადვოკატებისათვის.“.

   4. მე-5 მუხლის:

   ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ამ კანონის მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა (გარდა კომერციული ბანკების, საბროკერო და სადაზღვევო კომპანიების, ადვოკატებისა და საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების საშუალებით შესრულებული გარიგებებისა), თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:

   ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში;

   ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;

   ბ) 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „23. ადვოკატისა და საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგება, როდესაც ადვოკატი ან საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი კლიენტის დავალებით ან კლიენტის სახელით მონაწილეობს შემდეგი სახის საქმიანობაში/გარიგებაში:

   ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა;

   ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების მართვა;

   გ) საბანკო, შემნახველი ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მართვა;

   დ) იურიდიული პირის შექმნისთვის, საქმიანობისთვის ან მართვისთვის შენატანების ორგანიზება;

   ე) იურიდიული პირის ან ამხანაგობის შექმნა, საქმიანობა ან მართვა;

   ვ) იურიდიული პირის (წილის) ყიდვა-გაყიდვა.“;

   გ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „51. ადვოკატი და პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმას აგზავნიან იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმის გაგზავნა არ ეწინააღმდეგება მათი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს.“.

   5. მე-6 მუხლის:

   ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ1“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე შემდეგ შემთხვევებში:

   ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);

  ბ) კლიენტს სურს განახორციელოს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვა, რომლის თანხა აღემატება 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);

  გ) ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში;

   დ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;

   ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

  „41. ადვოკატი და პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას, ვალდებული არიან მოახდინონ კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღონ გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, აგრეთვე შეასრულონ ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი კლიენტისთვის ამზადებენ ან/და ასრულებენ ერთ-ერთ შემდეგ საქმიანობასთან დაკავშირებულ გარიგებას (ოპერაციას):

   ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა;

   ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების მართვა;

   გ) საბანკო, შემნახველი ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მართვა;

   დ) იურიდიული პირის შექმნისთვის, საქმიანობისთვის ან მართვისთვის შენატანების ორგანიზება;

   ე) იურიდიული პირის ან ამხანაგობის შექმნა, საქმიანობა ან მართვა;

   ვ) იურიდიული პირის (წილის) ყიდვა-გაყიდვა.“.

   6. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

  „11. თუ ადვოკატს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან, ცდის მიუხედავად, კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, ან თუ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული გარიგება, იგი ვალდებულია ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ამ კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმითა და წესით წარდგენას.“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ნოემბერი 2013 წ.

N1638-Iს