,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-47/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016230
01-47/ნ
17/12/2013
ვებგვერდი, 17/12/2013
470230000.22.035.016230
,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება 01-47/ნ

2013 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებით (სსმ, 137, 01/10/2007) დამტკიცებული დანართი N1-ის (დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. საავადმყოფო ფურცლის გაცემა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

1. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო საავადმყოფო ფურცელი გაიცემა მეანგინეკოლოგის მიერ (თუ ასეთი არ არის – მკურნალი ექიმის მიერ) ერთდროულად 183 კალენდარული დღით.

2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო საავადმყოფო ფურცელი შეიძლება გაიცეს ორსულობის 26-ე კვირიდან. ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი შეიძლება გაიცეს ორსულობის 26-ე კვირამდეც.

3. გართულებული მშობიარობისას ან ორი და მეტი ბავშვის შობის შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა 200 კალენდარული დღის ხანგრძლივობით.

4. გართულებული მშობიარობისას ან ორი და მეტი ბავშვის შობის შემთხვევაში, თუ მშობიარობის მომენტისათვის გახსნილია საავადმყოფო ფურცელი, ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც მოხდა მშობიარობა უზრუნველყოფს საავადმყოფო ფურცლის გაგრძელებას 17 კალენდარული დღით.

5. თუ მშობიარობის მომენტისათვის არ არის გახსნილი საავადმყოფო ფურცელი, მას გასცემს ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც მოხდა მშობიარობა ერთდროულად 183 კალენდარული დღით, ხოლო გართულებული მშობიარობისას ან ორი და მეტი ბავშვის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღით.

6. მშობიარობის შემდეგ დედის სიკვდილის შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი მიეცემა მამას ან ბავშვის უშუალოდ სხვა მომვლელს 183 კალენდარული დღით, გამოყენებული დღეების გამოკლებით.

7. ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სტაციონარის მიერ მოთავსების დღიდან ორსულობის ფაქტის დადგენამდე.

8. საავადმყოფო ფურცელი გაიცემა საერთო წესით შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე პირველი დღიდან ამ წესის მე-6 მუხლში მოცემული წესების მიხედვით:

ა) თვითნებური აბორტის დროს, რომელიც მოხდა ორსულობის 22 კვირის /154 დღის/ გასვლამდე;

ბ) ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (აბორტის) ოპერაციისას.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო