„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 336
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017503
336
13/12/2013
ვებგვერდი, 16/12/2013
040030000.10.003.017503
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №336

2013 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1
 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების  საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 111228029, 29/12/2011; 040030000.10.003.016649) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და  მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 4. ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი

1. 112-ის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში, სარგებლობაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ობიექტებიდან მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემის მეშვეობით სახანძრო ან/და აირის უსაფრთხოების შემთხვევების შესახებ ავტომატურ შეტყობინებათა უშუალოდ მიღების ყოველთვიური მომსახურების (შემდგომში – „მომსახურება“) სტანდარტული საფასური (დღგ‑ის  ჩათვლით) განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) არამეწარმე ფიზიკური პირისთვის:

ა.ა) 1მ2-იდან 100მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 10 ლარი;

ა.ბ) 100მ2-იდან 200მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 15 ლარი;

ა.გ) 200მ2-იდან 300მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 20 ლარი;

ა.დ) 300მ2-ზე მეტი საერთო ფართის მქონე ობიექტის შემთხვევაში ამ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 0.1 ლარი 300მ2-ის ზევით ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე;

ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, იურიდიული პირისთვის, მეწარმე ფიზიკური პირისთვის:

ბ.ა) 1მ2-იდან 100მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 40 ლარი;

ბ.ბ) 100მ2-იდან 200მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 50 ლარი;

ბ.გ) 200მ2-იდან 300მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 60 ლარი;

ბ.დ) 300მ2-იდან 500მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 70 ლარი;

ბ.ე) 500მ2-იდან 1000მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 100 ლარი;

ბ.ვ) 1000მ2-იდან 3000მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 150 ლარი;

ბ.ზ) 3000მ2-იდან 5000მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 200 ლარი;

ბ.თ) 5000მ2-ზე მეტი საერთო ფართის მქონე ობიექტის შემთხვევაში ამ პუნქტის „ბ.ზ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 0.02 ლარი 5000მ2-ის ზევით ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ ორ ან მეტ ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტზე მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში ყოველთვიური მომსახურების კორპორაციული საფასური (დღგ-ის ჩათვლით) განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 ტერიტორიულად განცალკევებული ობიექტის ჩათვლით:

ა.ა) 1მ2-იდან 300მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ყოველი ობიექტი - 30 ლარი;

ა.ბ) 300მ2-იდან 500მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ყოველი ობიექტი - 35 ლარი;

ბ) 100 ტერიტორიულად განცალკევებული ობიექტის გადაჭარბებისას:

ბ.ა) 1მ2-იდან 300მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ყოველი ობიექტი - 25 ლარი; 

ბ.ბ) 300მ2-იდან 500მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ყოველი ობიექტი - 30 ლარი.

3. 500მ2-ზე მეტი საერთო ფართის მქონე ტერიტორიულად განცალკევებული ობიექტისთვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი ფართისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი სტანდარტული საფასურით.  

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის დარიცხვა/ამოღება ხორციელდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მასზე არ ვრცელდება ამ წესის პირველი - მე-3 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

5.  112 უფლებამოსილია ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გასწიოს სხვა სახის მომსახურებაც. ასეთი მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი