საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2013 წლის ანგარიში

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2013 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 01-02/93719
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
01-02/93719
10/12/2013
ვებგვერდი, 25/12/2013
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2013 წლის ანგარიში
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის, 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ანგარიში წარადგინა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი:

 

  • საანგარიშო პერიოდში შემოსულია 143 წერილობითი მოთხოვნა.   ამომწურავი პასუხი გაეცა 130 განმცხადებელს. მიმდინარე შესრულების პროცესშია 13 განცხადება.
  • საანგარიშო პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსულია 2  საჩივარი. 

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო  სამსახური:

 

  • საგამოძიებო  სამსახურში შემოსულია 12 წერილობითი  მოთხოვნა. მოთხოვნილ ინფორმაციაზე უარი ეთქვა 4 განმცხადებელს.
  • საგამოძიებო სამსახურში,  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველით   შემოვიდა ერთი საჩივარი. 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო  სამსახური:

 

  • სახაზინო სამსახურში შემოსულია  23  წერილობითი განცხადება.  მოთხოვნილ ინფორმაციაზე უარი ეთქვა 6 განმცხადებელს. საანგარიშო პერიოდში სახაზინო სამსახურში  საჩივარი არ შემოსულა. 

 

სსიპ შემოსავლების სამსახური:

 

  • შემოსავლების სამსახურში შემოსულია  144  წერილობითი მოთხოვნა.  მოთხოვნილ ინფორმაციაზე უარი ეთქვა 45 განმცხადებელს. დაკმაყოფილდა 78 განცხადება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21 განცხადება.
  • საანგარიშო პერიოდში შემოსავლების სამსახურში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით,  შემოსულია  3 საჩივარი.

 

სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  მომსახურების სააგენტო:

 

         სსიპ - მომსახურების სააგენტოში შემოსულია 49 განცხადება. საჯარო ინფორმაცია, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად  გაიცა 49 შემთხვევაში.

         სააგენტოს თანამშრომელთა მიერ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინარული სახდელის დადების შემთხვევა, სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 2013 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა.

 

სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური

 

         2013 წლის 1 იანვრიდან - 2013 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოვიდა 3 (სამი) განცხადება. სამივე შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესახებ. სამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, 3 (სამივე) მოთხოვნაზე სრულად  იქნა გაცემული პასუხები და წარდგენილ იქნა მოთხოვნილი ინფორმაციები. 2013 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნა შემოსული არ ყოფილა.

         სამსახურში ფუნქციონირებს საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (eDocument), შესაბამისად საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნა ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება აღნიშნულ პროგრამაში.

         სამსახურის მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

         სამსახურს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით ხარჯები არ გაუწევია.

ნ. ხადური