„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1903-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 130030000.05.001.017297
1903-რს
27/12/2013
ვებგვერდი, 30/12/2013
130030000.05.001.017297
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 53) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის კონტროლისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში იქმნება საქართველოს ერთიანი კოორდინირებული რეგისტრების სისტემა, რომელიც შედგება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს საერთო სასამართლოებში, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა დაწესებულებებში/ორგანოებში მოქმედი ქვერეგისტრებისაგან. ქვერეგისტრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იქმნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში – საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით. სხვა დაწესებულებებში/ორგანოებში, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ პუნქტით, ქვერეგისტრებს ქმნის საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით.“.

   2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი:

   „მუხლი 361. კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული ღონისძიებები

  1. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის კრიპტოგრაფიული ტექნიკური საშუალებებით დაცვისათვის, კრიპტოგრაფიული სისტემის ეფექტიანი და რაციონალური შერჩევისა და მომსახურებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც:

   ა) შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურისთვის შეარჩევს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებს, განსაზღვრავს ინფორმაციის დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და სისტემების გამოყენების მიზანშეწონილობას, გასცემს სათანადო რეკომენდაციებს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად და აკონტროლებს მათ შესრულებას;

  ბ) უზრუნველყოფს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კრიპტოგრაფიული მასალის დისტრიბუციას, ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული კრიპტოგრაფიული საშუალებების მართვას, სრულ აღრიცხვას, უსაფრთხო მოხმარებას, შენახვას, დისტრიბუციისა და განადგურებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელებას;

  გ) ახორციელებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული სისტემების აკრედიტაციას, კერძოდ, იმ ეროვნული საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების სანქციონირებასა და კონტროლს, რომლებიც ინახავენ, ამუშავებენ ან გადასცემენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციას.

   2. ყველა შესაბამისი ორგანო, ორგანიზაცია და დაწესებულება, რომლებიც ფლობენ ან რომლებსაც შეხება აქვთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან, ვალდებული არიან, ინფორმაციის დასაცავად გამოიყენონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული, ატესტირებული და ნებადართული ტექნიკური საშუალებები.

  3. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის ამ მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“. 

 

  მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 აგვისტოს №709 ბრძანებულება „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებით დაცვისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“.

 

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 დეკემბერი 2013 წ.

N1903-რს