„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 437
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016598
437
30/12/2013
ვებგვერდი, 30/12/2013
200090000.22.033.016598
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №437

2013 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. NV-01 დანართის „ნაწილი III“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
2.

88-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეკლარაციის III ნაწილში განისაზღვრება ქონების გადასახადი დასაბეგრი ობიექტის (გარდა მიწისა) მდებარეობის მიხედვით. მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით:

ა) მე-3 სვეტში: „ქონების დასახელება“ - მიეთითება გადასახადით დაბეგვრის ობიექტები ქონების სახეობათა მიხედვით;

ბ) მე-4 სვეტში: „ტერიტორიული ერთეული“ – მიეთითება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია (ირიცხება) დასაბეგრი ობიექტი;

გ) მე-5 სვეტში: ,,ქონების მიღების წელი (ივსება უძრავ ქონებაზე)“ - მიეთითება უძრავი ქონების მიღების წელი;


დ) მე-6  სვეტში:  „ქონების  საშუალო  წლიური  საბალანსო  ნარჩენი  ღირებულება“– მიეთითება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), ამასთან:

დ.ა) საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის, გარდა სალიზინგო კომპანიისა, ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში;


დ.ბ) სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების მიხედვით (არა უმეტეს 0.6 პროცენტის ოდენობით).

შენიშვნა: 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებზე ქონების გადასახადების მიზნებისათვის ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები.

ე) მე-7 სვეტში: „უძრავი ქონების აფასების კოეფიციენტი“ – მიეთითება ქონების ღირებულების გამადიდებელი კოეფიციენტები საწარმოს/ორგანიზაციის მიერ 2004 წლის ჩათვლით მიღებულ უძრავ ქონებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით;

ვ) მე-8 სვეტში: „თანხა“ - აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის ოდენობა;

ზ) მე-9 სვეტში: „შეღავათის საფუძველი“ – მიეთითება საგადასახადო შეღავათის საფუძველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი;

თ) მე-10 სვეტში: „გადასახადოს განაკვეთი“ – მიეთითება დასაბეგრი ობიექტის მდებარეობის (აღრიცხვის) მიხედვით შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების ტერიტორიაზე შემოღებული გადასახადის პროცენტული განაკვეთი;

ი) მე-11 სვეტში: „გადასახადის თანხა“ – მიეთითება გადასახადის თანხა, რომელიც გამოიანგარიშება ცალკეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით შემოღებული გადასახადის განაკვეთის და ამ ტერიტორიაზე არსებული დასაბეგრი ობიექტის ღირებულების შესაბამისად;

კ) მე-12 სვეტში: „საანგარიშო პერიოდის მიხედვით დარიცხული მიმდინარე გადასახდელი“ –  აისახება ცალკეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით  საანგარიშო წელს დარიცხული მიმდინარე გადასახდელის ოდენობა;

ლ) მე-13 სვეტში:  აისახება ამ დეკლარაციით განსაზღვრული გადასახადის თანხასა და მიმდინარე გადასახდელების ჯამურ თანხას შორის სხვაობა, მათ შორის:

ლ.ა) დადებითი სხვაობა ექვემდებარება დამატებით დარიცხვას;

ლ.ბ) უარყოფითი სხვაობა ექვემდებარება შემცირებას.

მ) მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელის მოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

3. N V-04 დანართის „შენიშვნა“  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

,,შენიშვნა: საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური