დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 385 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.017552 |
|
„2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/11/2013, 470230000.10.003.017446) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. №482 დადგენილების ფარგლებში დამდგარი შემთხვევები, რომლებიც დასრულდება 2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ამოქმედების შემდეგ, უნდა დაფინანსდეს №482 დადგენილების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად. ამასთან, №482 დადგენილების „სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების“ სახელმწიფო პროგრამის ,,სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა ამბულატორიული შემოწმების“ კომპონენტის ფარგლებში დამდგარი შემთხვევების (2013 წლის 11-14 ნოემბერი) დაფინანსების მიზნით, რომლებიც ვერ იქნა ანაზღაურებული კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის ლიმიტის ამოწურვის გამო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს დამატებითი კონტრაქტის გაფორმება იმავე მიმწოდებელთან №482 დადგენილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები