დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოს გამარჯვებულად დამტკიცებისა და სესხების გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 374 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 04/06/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №374
2008 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო პროგრამა „ იაფი კრედიტის“ „ ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოს გამარჯვებულად დამტკიცებისა და სესხების გამოყოფის შესახებ
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებისა და „იაფი კრედიტი“ – სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის №203 განკარგულების საფუძველზე:
1. სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამაში გამარჯვებულად დამტკიცებულ იქნეს შპს „კონი მენეჯმენტი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 202 223 717).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი - 26 20 01) სესხი გამოეყოთ:
ა) შპს „კონი მენეჯმენტს“ 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;
ბ) შპს „იმედს“ 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;
3. პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა დაიწყოს 12 თვის გასვლის შემდეგ. ამასთან, საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდეს 13-24 თვეზე განაწილებით.
4. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყოს სესხის გაცემიდან 12 თვის გასვლის შემდეგ.
5. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად.
6. სესხი გაიცეს გამარჯვებული საწარმოების მიერ სესხის უზრუნველყოფის წარმოდგენის შემდეგ. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით) და პირველადი გირავნობით.
7. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულებები, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცემული სესხების დოკუმენტური მონიტორინგი.
8. სესხის მიმღებმა უზრუნველყოს პროექტის თანადაფინანსება (თანამონაწილეობა).
9. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ.
10. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები