წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) და წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის ტექნიკური რეგლამენტისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების №1-01, 1-02, 1-03, 1-04 და 1-05 დამტკიცების თაობაზე

წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) და წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის ტექნიკური რეგლამენტისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების №1-01, 1-02, 1-03, 1-04 და 1-05 დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 421
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 11/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017634
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
421
31/12/2013
ვებგვერდი, 13/01/2014
300160070.10.003.017634
წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) და წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის ტექნიკური რეგლამენტისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების №1-01, 1-02, 1-03, 1-04 და 1-05 დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/01/2014 - 04/04/2014)

წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) და წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის ტექნიკური რეგლამენტისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების №1-01, 1-02, 1-03, 1-04 და 1-05 დამტკიცების თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №421

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) და წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის ტექნიკური რეგლამენტისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების №1-01, 1-02, 1-03, 1-04 და 1-05 დამტკიცების თაობაზე

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორ­მატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე: 

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული:

1. „წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობე­ბის დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) ტექნიკური რეგლამენტი“.

2. „წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექ­ნო­ლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედ­გენის ტექნიკური რეგლამენტი“.

3. სტატისტიკური დაკვირვების ფორმები №1-01, 1-02, 1-03, 1-04 და 1-05.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლიცენზირების უწყება­თა­შორისო ექსპერტთა საბჭოს შემადგენლობის, საქმიანობის წესის და უფ­ლე­ბა­მოსილების შესახებ“; „წიაღით სარგებლობის მდგომარეობაზე ინფორ­მაციის (ანგარიშის), წიაღით სარგებლობის პროექტების, სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმებისა და საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქე­მე­ბის განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და საქმია­ნო­ბის წესის შესახებ“; „წიაღით სარგებლობის მდგომარეობაზე ინფორმა­ციის (ანგარიშის) შედგენის და ლიცენზიის მოქმედების ყოველწლიური აღნიშვნისათვის წარდგენის წესის შესახებ“; „წიაღით სარგებლობის პროექ­ტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუ­შაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესის შესახებ“ დებულებების და უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმების №1-01, 1-02, 1-03, 1-04 და 1-05 დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2003 წლის პირველი მაისის №46 ბრძანება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრი­დან.  

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) ტექნიკური რეგლამენტი

მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების საგანი

ეს ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს წიაღით სარგებლობის მდგომარეობაზე საინფორმაციო ანგარიშის შედგენისა და წარდგენის პროცედურებს.

 

მუხლი 2. ტექნიკური რეგლამენტის  მიზანი და ამოცანები

ტექნიკური რეგლამენტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვროს საინფორმაციო ანგარიშის შემადგენელი კომპონენტები, შედგენილობა, შინაარსი და მოცულობა.

 

მუხლი 3. საერთო დებულებები

1. ლიცენზიის სახეების შესაბამისად წიაღით სარგებლობა ხორციელდება წიაღით სარგებლობის პროექტების ან/და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების ან საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემების შესაბამისად.

2. წიაღით მოსარგებლე სუბიექტები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით განსაზღვრულ ვადებში ლიცენზიის გამცემს წარუდგინონ საინფორმაციო ანგარიში წიაღით სარგებლობის მდგომარეობის შესახებ, შედგენილი ამ ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში ასევე უნდა წარედგინოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამეტს.

 

მუხლი 4. საინფორმაციო ანგარიში

1. საინფორმაციო ანგარიში უნდა მოიცავდეს ტექსტს, თანდართული ანალიტიკური და გრაფიკული მასალების განმარტებითი ბარათის სახით.

ა) ანალიტიკურ მასალებში მოცემული უნდა იყოს წიაღით სარგებლობის ძირითადი პარამეტრები: სამთო/გეოლოგიური მინაკუთვნის პარამეტრები ათვისებამდე და ათვისების პერიოდში; სამთო/გეოლოგიური მონაკუთვნის ფარგლებში მოქცეული მარაგები საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის; გეოლოგიური სამუშაოების მოცულობა: ჭაბურღილების, გვირაბების და თხრილების გაყვანა, საცდელი კარიერები (ფართობი, სამთო მასა), წიაღისეულის გამოვლენილი რაოდენობა (კატეგორიებით); რეალიზებული პროდუქცია მათი სახეობების მიხედვით; დროებით გამოუყენებელი (დასაწყობებული) სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა; დასაწყობებულია თუ არა სამთომინაკუთვნის ფარგლებში; სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების ნარჩენის მოცულობა; წიაღითსარგებლობისათვის გადახდილი გადასახადი; რეგულირების საფასური; სხვა გადასახადები და გადახდილი თანხის ჯამი. ზემოაღნიშნული ინფორმაცია წიღით სარგებლობის სახეების მიხედვით წარმოდგენილი უნდა იყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად შევსებული სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-01;

2. მიწისქვეშა წყლებითა და არასაწვავი აირებით სარგებლობისას ანგარიში უნდა მოიცავდეს:

ა) მიწის მინაკუთვნის ფართობს რუკაზე; საბადოს სანიტარიული ზონების დაცვის მდგომარეობის დახასიათებას; ობიექტის საექსპლუატაციო დებიტს (კატეგორიებით); ლიცენზიის გაცემის მომენტისათვის ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული მარაგების რაოდენობას; საანგარიშო პერიოდში მოპოვებულ მოცულობას; გეოლოგიურ სამუშაოთა მოცულობას: ჭაბურღილის გაყვანა (რაოდენობა, სიღღმე), მოწყობილი საკაპტაჟე ნაგებობების რაოდენობა;  

ბ) მონაცემებს წიაღითსარგებლობის მდგომარეობის, რეჟიმული ჰიდროგეოლოგიური დაკვირვებების შედეგების შესახებ (დებიტი მ3/დღ.ღ; ტემპერატურა 0C; დინამიკური წნევა, ატმ.; პიეზომეტრული დონე, მ);

გ) მონაცემებს მიწისქვეშა წყლებისა და არასაწვავი აირების მოპოვების, მიღებული ეკონომიკური შედეგების, ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად შევსებული სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-02; 1–03; 1–04.

3. წიაღისეულის მოპოვებასთან დაუკავშირებელი მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციისას შედგენილი უნდა იყოს ობიექტის განთავსებისა და მისი პარამეტრების შესახებ ინფორმაციის, მშენებლობის ვადებისა და შესრულებულ სამშენებლო სამუშაოთა და/ან ექსპლუატაციაში მყოფი ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის, მშენებლობისას დარღვეული მიწის ფართის შესახებ, აგრეთვე ობიექტით (მათი) სარგებლობის შედეგების ამსახველი დოკუმენტაცია (სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-05);

 

წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების

ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების

გეგმების შედგენის ტექნიკური რეგლამენტი

 

მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების საგანი

ეს ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას.

 

მუხლი 2. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი და ამოცანები

ტექნიკური რეგლამენტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვროს წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენელი კომპონენტები, შინაარსი და მოცულობა.

 

მუხლი 3. საერთო დებულებები

1. ლიცენზიის სახეების შესაბამისად წიაღით სარგებლობა ხორციელდება წიაღით სარგებლობის პროექტების ან/და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების ან საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემების შესაბამისად.

2. წიაღით მოსარგებლე სუბიექტები ვალდებულნი არიან ლიცენზიით დადგენილ ვადაში შეადგინონ წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაცია ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.

3. იმ შემთხვევაში, თუ წიაღის ერთი ობიექტით სარგებლობს რამდენიმე მეწარმე სუბიექტი, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად შედგენილ უნდა იქნეს წიაღით სარგებლობის ერთიანი პროექტი და/ან სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმა, ან ტექნოლოგიური სქემა, რომელშიც მკაფიოდ ჩამოყალიბდება მომიჯნავე უბნებით სარგებლობის წესი, რათა საპროექტო გადაწყვეტამ, კანონმდებლობის და ლიცენზიის მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოს წიაღით რაციონალური სარგებლობისა და მის დაცვის საფუძვლების ჩამოყალიბება.

 

მუხლი 4. წიაღით სარგებლობის პროექტი

1. წიაღით სარგებლობის პროექტი წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ლიცენზიით გათვალისწინებული წიაღით სარგებლობის კონკრეტული სახის განხორციელების ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ეკნომიკურ და ეკოლოგიურ საშუალებებს, მოცულობებსა და პირობებს. პროექტი შედგენილი უნდა იყოს ტექსტის სახით, შესაბამისი გრაფიკული დანართებით.

2. პროექტი უნდა შეიცავდეს შესავალს, სადაც მოცემული იქნება პროექტის შედგენის განმსაზღვრელი დოკუმენტის – ლიცენზიის მონაცემები და პირობები, პროექტის მიზანი და ამოცანები, რომლებშიც აისახება:

ა) საერთო ცნობები წიაღით სარგებლობის ობიექტის შესახებ (გეოგრაფიული და ადმინისტრაციულ-ტერიორიული მდებარეობა, ფართობი, მოცულობა, ინფრასტრუქტურა, გეოლოგიური აგებულება) და თუ ობიექტი დეტალურადაა შესაწავლილი – ობიექტის საზღვრებში მოქცეული მარაგები;

ბ) წიაღით სარგებლობის განვითარების რეჟიმი, გეგმა და ვადები;

გ) წიაღით სარგებლობის სამუშაოთა შესრულების ტექნოლოიგია და ტექნიკური პარამეტრები;

დ) წიაღისა და გარემოს დაცვის ღონისძიებები, მათ შორის სალიკვიდაციო და სარეკულტივაციო სამუშაოთა შესრულების მეთოდები და პირობები;

ე) უსაფრთხოების ტექნიკის, შრომის დაცვის და სამრეწველო სანიტარიის ძირითადი და ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოთხოვნები;

ვ) ეკონომიკური ნაწილი;

ზ) გარდა ზემოაღნიშნულისა, პროექტი შეიძლება შეიცავდეს სხვა დამატებით მასალას წიაღით მოსარგებლე სუბიექტის ინტერესების შესაბამისად.

3. პროექტის გრაფიკულ მასალებში წარმოდგენილი უნდა იყოს:

ა) მიწის ზედაპირის ტოპოგრაფიული რუკა, წიაღით სარგებლობის ობიექტის საზღვრების (სამთო, გეოლოგიური და მიწის მინაკუთვნების კონტურების) და პროექტის შედგენის მომენტისათვის არსებული მდგომარეობის დატანით;

ბ) თუ ობიექტი შესწავლილია სასარგებლო წიაღისეულის მარაგების გამოთვლის კონტურები გეგმაზე და ჭრილებზე, სასარგებლო წიაღისეულის სახეობებისა და ტიპების ან მათ ნაირსახეობების მიხედვით თუ ასეთი არსებობს. წიაღით სარგებლოლბის, მათ შორის საბადოს გახსნის სქემა. გასაყვანი საძიებო ჭაბურღილების, შურფების, თხრილების და სხვ. ადგილმდებარეობის და პარამეტრების ჩვენებით. წიაღით სარგებლობის განვითარების სქემა წინასწარი შესწავლის გარეშე მოპოვებითი სამუშაოების წარმოებითა და შედეგად გახსნილი წიაღის უბნების შესწავლით.

აღნიშნული დოკუმენტები პროექტებში შეიტანება ლიცენზიით განსაზღვრული წიაღით სარგებლობის სახისა და დანიშნულების შესაბამისად;

გ) მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობების (მისასვლელი და მინაკუთვნის შიდასარგებლობის გზები, ჭაბურღილები, საკაპტაჟე ნაგებობები, თხრილები, შურფები, კარიერები, გვირაბები და სხვ.), აგრეთვე წიაღით სარგებლობისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების და სისტემების განთავსება, მათი კონსტრუქცია და ელემენტები, გადასახსნელი ფუჭი ქანების სანაყაროების, მოპოვებული ძირითადი და დროებით გამოუყენებული სასარგებლო წიაღისეულის საწყობების და სამთო საწარმოთა სხვა ნარჩენების განთავსების ადგილმდებარეობა და კონსტრუქციული ელემენტები. კარიერების, ტრანშეების, გვირაბების და სხვა მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობების მდგომარეობის ამსახველი გრაფიკული დოკუმენტები წიაღით სარგებლობის დაწყების, მიმდინარეობის და დასრულების მომენტისათვის;

დ) საწარმო ნარჩენების სანაყაროების და სასარგებლო წიაღისეულის საწყობების გრაფიკულ დოკუმენტაციაზე უნდა იყოს მათი მოხაზულობა და კონსტრუქცია (იარუსების რაოდენობა, მათი სიმაღლე, დამცავი ბერმების სიგანე, იარუსის საფეხურისა და ნაგებობების ბორტის დახრის კუთხეები);

ე) ბურღვა – აფეთქებითი სამუშაოების ძირითადი პარამეტრები, მუხტების განლაგების და აფეთქების ქსელის მონტაჟის სქემა, მათი კომუტაციის თანმიმდევრობა, მონგრეული ქანის განფენის ზომები, აფეთქების მოქმედების საფრთხე ზონების რადიუსები და საგუშაგოების ადგილმდებარეობა;

ვ) საბადოთა მიწისქვეშა დამუშავებისას ჭერის მართვის ძირითადი პარამეტრები, გვირაბების გამაგრების პასპორტები, ვენტილაციის და წყალამოღვრის სქემები, შესატყვისი დანადგარებისა და აღჭურვილობის ჩვენებით;

ზ) წიაღის შესწავლისას მისი შემდგომი ათვისების მიზნით: სადაზვერვო თხრილების, გვირაბების, ჭაბურღილების, საცდელი კარიერების და სხვ. ადგილმდებარეობა და ძირითადი პარამეტრები (სიგრძე, სიგანე, დიამეტრი, სიღრმე, დახრის კუთხე და სხვ), მინიმალური სამუშაოების მოცულობა, მათი ხარჯთაღრიცხვა, საჭირო ინვესტიციების ოდენობა და სხვა;

თ) წიაღისეულის მოპოვებასთან დაუკავშირებელი მიზნით წიაღით სარგებლობისას: მიწისქვეშა ნაგებობების ადგილმდებარეობის ასახვა, მათი ძირითადი პარამეტრების და კონსტრუქციის ჩვენებით, ნაგებობების ვენტილაციის, წყალამოღვრის სქემები, შესატყვისი დანადგარებისა და აღჭურვილობის ჩვენებით. (სადაც ასეთი საჭიროა), გრაფიკული მასალებიდან უნდა ჩანდეს თუ როგორ არის განთავსებული წიაღში მიწისქვეშა ნაგებობა. უნდა იყოს მოყვანილი მისი გამაგრების პასპორტი და დასაკვირვებელი წერტილების განლაგების ადგილები;

ი) გრაფიკული მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ისეთ მასშტაბში, რომელიც უზრუნველყოფს მისი დანიშნულების შესაბამისი მონაცემების მკვეთრ წარმოჩენას. გრაფიკულ მასალებზე უნდა იყოს მოცემული ყველა საჭირო პირობითი აღნიშვნა და განმარტება.

4. განმარტებით ბარათში მოყვანილი უნდა იქნეს:

ა) ცნობები წიაღით სარგებლობის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ;

ბ) წიაღით სარგებლობის ობიექტის ადგილმდებარეობისა და იქ არსებული კლიმატური პირობების შესახებ, წყალმომრაგების და ელექტრომომარაგების კომუნიკაციების აღწერილობა, ობიექტზე მისასვლელი გზების მდგომარეობის შეფასება;

გ) ობიექტის ჰიდრო და საინჟინრო გეოლოგიური პირობები, ძირითადი მონაცემები გეოლოგიური შესწავლილობის, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესწავლის მდგომარეობის შესახებ მათი სახეობის, ხარისხის და სხვა მახსიათებლების მიხედვით. სხვა ქანების დახასაითება. მონაცემები სასარგებლო წიაღისეულის ქიმიური შედგენილობის შესახებ, სასარგებლო წიაღისეულის და შემცველი ქანების ტექნოლოგიური მახასიათებლები და გამოსაშვებ პროდუქციაზე სახელმწიფო სტანდარტების ჩამონათვალი;

დ) მონაცემები საწარმოს მუშაობის რეჟიმის შესახებ და წიაღით სარგებლობის პარამეტრები: მოცულობა, პერიოდი და სხვ;

ე) მონაცემები წიაღით სარგებლობისათვის გამოყენებული ტექნოლოგიების და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ, წიაღით რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფის მოთხოვნებიდან გამომდინარე;

ვ) წიაღით სარგებლობის ძირითადი პარამეტრების, ობიექტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებების, ვენტილაციის, ტრანსპორტის ელექტროენერგიის, ძირითადი მასალების ხარჯვის, კაპიტალური, მოსამზადებელი და საექსპლუატაციო სამუშაოთა მოცულობის გაანგარიშება;

ზ) ეკონომიკური ნაწილი, რომელშიც აისახება წიაღით სარგებლობით მისაღები შემოსავლების ოდენობა, თვითღირებულება, გადასახადები, მგება, ინვესტიციების მოცულობა და მათი დაფარვის პერიოდი;

თ) ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, წიაღისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებები, დაზიანებული მიწების წიაღით სარგებლობის დასრულებამდე აღდგენის (რეკულტივაციის) შესაძლებლობა, ტექნოლოგია და კალენდარული გეგმა, გამწმენდ ნაგებობათა ნუსხა და მათი ეფექტურობის მაჩვენებლები;

ი) საბადოს უსაფრთხოდ ათვისებისა და სანიტარული ნორმების უზრუნველმყოფი ღონისძიებები;

კ) წიაღით სარგებლობის დასრულებისას ჩასატარებელი სალიკვიდაციო და სარეკულტივაციო სამუშაოების ტექნოლოგიები, მოცულობები და სახსრები.

5. იმ შემთხვევაში, თუ წიაღით სარგებლობა მიზნად ისახავს საწარმოო ნარჩენების ჩამარხვას ან მათ შენახვას, პროექტში უნდა იყოს მოყვანილი საწარმოო ნარჩენების ქიმიური შემადგენლობა, ტოქსიკურობის ხარისხი და ადამიანთა ჯანმრთელობაზე, წიაღისა და გარემოს მდგომარეობაზე მათი მავნე მოქმედების აღკვეთის ღონისძიებები.

6. იმ შემთხვევაში, თუ საბადოს ათვისება ხორციელდება ღია წესით, ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარების გარეშე და სამთო-მომპოვებელი საწარმოს წლიური მწარმოებლურობა სამთო მასის მიხედვით არ აღემატება 50000 მ3-ს, დასაშვებია გამარტივებული პროექტის – საბადოს დამუშავების ტექნოლოგიური სქემის შედგენა, რომლის განმარტებითი ბარათი ძირითადად შეიცავს საბადოს ათვისების ტექნიკურ-ეკონომიკურ გაანგარიშებას, წიაღით სარგებლობისას ადამიანთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის, წიაღისა და გარემოს დაცვის, აგრეთვე სანიტარული ნორმების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, ხოლო გრაფიკული მასალა იქნება საკმარისი ობიექტით უსაფრთხო და რაციონალურად სარგებლობის ტექნოლოგიური პარამეტრების განსაზღვრისა და წარმოებისათვის.

 

მუხლი 5. წიაღით სარგებლობის სამუშაოთა განვითარების გეგმა

1. წიაღით მოსარგებლე სუბიექტებმა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადებში და შემთხვევებში უნდა შეადგინონ წიაღით სარგებლობის, მათ შორის სამთო სამუშაოთა განვითარების ყოველწლიური გეგმა.

2. წიაღით სარგებლობის სამუშაოთა განვითარების გეგმა შედგენილი უნდა იყოს ტექსტის სახით, თანდართული ანალიტიკური და გრაფიკული მასალებით.

3. ტექსტში მოთხრობილი უნდა იყოს საანგარიშო პერიოდში განხორციელებული წიაღით სარგებლობის, მისი არსებული მდგომარეობის და განვითარების მიმართულებების, აგრეთვე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, წიაღისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფისათვის გატარებულ და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

4. ანალიტიკურ მასალებში მოცემული უნდა იყოს წიაღით სარგებლობის ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები წიაღით სარგებლობის სახეობის მიხედვით.

5. გრაფიკული მასალა სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების შემთხვევაში შედგენილი უნდა იყოს საანგარიშო პერიოდში შესრულებულ სამთო სამუშაოთა გეგმით, ხოლო შესწავლის შემთხვევაში – ჭაბურღილების, სადაზვერვო გვირაბების, თხრილების და სხვა მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობების მდგომარეობისა და მათი გაყვანის შედეგად მიღებული გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტებით.

6. წიაღისეულის მოპოვებასთან დაუკავშირებელი მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციისას შედგენილი უნდა იყოს შესრულებულ სამშენებლო სამუშაოთა და/ან ექსპლუატაციაში მყოფი ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება-გემოკვლევის ამსახველი დოკუმენტაცია.

 

მუხლი 6. სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შემადგენლობა

1. იმ შემთხვევაში, თუ სამთო საწარმოს წლიური მწარმოებლურობა სამთო მასის მიხედვით აღემატება 50000 მ3-ს და მის მიერ გამოშვებული პროდუქცია მრავალდანიშნულებისა და სხვადასხვა სახეობისაა, წიაღით სარგებლობის პროექტის გარდა ყოველწლიურად წიაღით მოსარგებლემ, ლიცენზიით განსაზღვრულ შემთხვევაში უნდა შეადგინოს სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმა, რომელიც შეიცავს გრაფიკულ მასალას და განმარტებით ბარათს.

2. გრაფიკული მასალა შეიცავს:

ა) საანგარიშო პერიოდში შესრულებულ სამთო სამუშაოთა და მისი შემდგომი განვითარების გეგმას (პროექციები ვერტიკალური და ჰორიზონტალურ სიბრტყეზე) კვარტალების მიხედვით;

ბ) მუშა ჰორიზონტების გეგმებს და ჭრილებს საკმარისი რაოდენობით. ამ ნახაზებზე გამოყოფილი უნდა იქნეს უკვე გაუქმებული და საანგარიშო წლისათვის გასაუქმებლად დანიშნული მარაგები და აგრეთვე დროებით არააქტიური მარაგების კონტური;

გ) გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოთა განვითარების გეგმას.

3. განმარტებით ბარათში მოყვანილი უნდა იქნეს:

ა) გეოლოგიური შესწავლის მიმართულებების დასაბუთება;

გ) გეოლოგიური ბლოკების მიხედვით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების რაოდენობის და ფუჭი ქანის მონგრევის მოცულობის ამსახველი ცხრილები, სასარგელო წიაღისეულის მოპოვებადობის ხარისხისა და მასში სასარგებლო კომპონეტების შემცველობის და რაოდენობის ჩვენებით;

გ) გამოსაშვებ კონცენტრატებში სასარგებლო კომპონენტების მოცულობის, მათი გამოსავლიანობის და რაოდენობის ამსახველი ცხრილები;

დ) მონაცემები წლის დასაწყისში საწარმოს მარაგებით უზრუნველყოფის შესახებ, ამ მარაგების მზადობის სტადიების ჩვენებით (გახსნილი და ამოღებისათვის მომზადებული მარაგების საპროექტო და დაგეგეგმილი რაოდენობა);

ე) მონაცემები დროებით არააქტიური მარაგების შესახებ, მათი წარმოქმნის მიზეზების ჩვენებით;

ვ) დასაწყობებული სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობის ამსახველი მონაცემები მასში სასარგებლო კომპონენტების შემცველობის და რაოდენობის ჩვენებით;

ზ) მონაცემები დამუშავების სისტემის და მისი პარამეტრების შესახებ, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის დანაკარგების და გაღარიბების საპროექტო და დაგეგმილი დონის შესახებ;

თ) მოსამზადებელი გვირაბების ჩამონათვალი და მათი გაყვანის კალენდარული გეგმა;

ი) შრომისა და გარემოს დაცვის, აგრეთვე ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

მუხლი 7. სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის თავისებურებანი

1. სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენისას განსკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ საკითხებს:

ა) საბადოს ათვისებისას  სამთო სამუშაოთა განვითარების შესაბამისობის „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის, ლიცენზიის პირობების მოთხოვნებთან და საპროექტო მონაცემებთან;

ბ) საბადოს ან მისი ნაწილის ათვისების გეგმაზომიერებას, რომელიც გამორიცხავს სასარგებლო წიაღისეულის ისეთ შერჩევით მოპოვებას, რომლის შედეგად შეუძლებელი გახდება დარჩენილი წიაღისეულის ხელსაყრელი მოპოვება, გარემოს დაცვასა და შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფით;

გ) საექსპლუატაციო გეოლოგიურ-სადაზვერვო სამუშაოების დაგეგმარებას საწარმოს მინერალური ბაზის განვითარების მიზნით;

დ) სამთო-მოსამზადებელი და გადახსნითი სამუშაოების გეგმიური მოცულობების შესაბამისობას საპროექტო მონაცემებთან;

ე) ყოველი ამოსაღები ერთეულის მიხედვით სასარგებო წიაღისეულის ეკონომიკურად დასაბუთებული დანაკარგებისა და გაღარიბების მაჩვენებლებს;

ვ) თანმხლები სასარგებლო წიაღისეულის და სხვა, მომავალში გამოსადეგი, ქანების შენახვა-დასაწყობების ტექნოგენური საბადოების ფორმირების თვალსაზრისით;

ზ) წიაღის რაციონალურად გამოყენების და გარემოს დაცვითი ღონისძიებების ეფექტურობას;

თ) სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებისა და ნაგებობების შენახვას და დაცვას სამთო სამუშაოების დაზიანებული ზეგავლენისაგან.

 


დანართი 1

სტატიტიკური დაკვირვება ფორმა №1-01

 

(თქვენ მიერ წარმოდგენილი მონაცემები კონფიდენციალურია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად)

                                                                                          ფორმა №1-01

წლიური

 

               მონაცემები ბუნებრივი და ტექნოგენური საბადოებით (მყარი სასარგებლო

წიაღისეული) სარგებლობის და საქმიანობის შედეგების შესახებ

 

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

წიაღით მოსარგებლე სუბიექტის სახელწოდება

 

მისამართი, ტელეფონი

 

ლიცენზიის ნომერი

 

წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება

 

წიაღით სარგებლობის სახე

 

წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი

 

საანგარიშო პერიოდი

 

 

 

მაჩვენებლების დასახელება

განზომილების ერთეული

მაჩვენებლები

1

2

3

4

1

ლიცენზიით მინიჭებული სამთო (გეოლოგიური) მინაკუთვნის პარამეტრები:

1.1

ფართობი:

ჰა

 

1.2

მოცულობა (კატეგორიებით)

ტ ან მ3

 

1.2.1

A

 

 

1.2.2

B

 

 

1.2.3

C1

 

 

1.2.4

A+B+C1

 

 

1.2.5

C2

 

 

1.2.6

P

 

 

2

ლიცენზიის გაცემიდან ათვისებული:

2.1

ფართობი:

ჰა

 

2.2

მოცულობა (კატეგორიებით)

ტ ან მ3

 

2.2.1

A

 

 

2.2.2

B

 

 

2.2.3

C1

 

 

2.2.4

A+B+C1

 

 

2.2.5

C2

 

 

2.2.6

P

 

 

3

სამთო (გეოლოგიურ) მინაკუთვნში მოქცეული მარაგები:

3.1

საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის (კატეგორიებით)

ტ ან მ3

 

3.1.1

A

 

 

3.1.2

B

 

 

3.1.3

C1

 

 

3.1.4

A+B+C1

 

 

3.1.5

C2

 

 

3.1.6

P

 

 

3.2

საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის (კატეგორიებით)

ტ ან მ3

 

3.2.1

A

 

 

3.2.2

B

 

 

3.2.3

C1

 

 

3.2.4

A+B+C1

 

 

3.2.5

C2

 

 

3.2.6

P

 

 

4

შესწავლა-მოპოვების ლიცენზიით ჩატარებული გეოლოგიური სამუშაოების მოცულობა:

4.1

ჭაბურღილის გაყვანა: რაოდენობა; სიგრძე

ცალი; მ

 

4.2

გვირაბების  გაყვანა: რაოდენობა; სიგრძე

ცალი მ

 

4.3

თხრილები; რაოდენობა; სიგრძე

ცალი მ

 

4.4

საცდელი კარიერები: რაოდენობა; ფართობი

ცალი; ჰა

 

4.5

სამთო მასა

ტ ან მ3

 

4.6

წიაღისეულის გამოვლენილი რაოდენობა (კატეგორიებით)

ტ ან მ3

 

4.6.1

A

 

 

4.6.2

B

 

 

4.6.3

C1

 

 

4.6.4

A+B+C1

 

 

4.6.5

C2

 

 

4.6.6

P

 

 

5

 ეკონომიკური მაჩვენებლები

5.1

საანგარიშო პერიოდში მოპოვებული მოცულობა

ტ ან მ3

 

5.2

რეალიზებული პროდუქცია მისი სახეობების მიხედვით

ტ ან მ3

 

5.3

დროებით გამოუყენებელი (დასაწყობებული) სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა

ტ ან მ3

 

5.4

დასაწყობებულია თუ არა სამთომინაკუთვნის ფარგლებში

კი ან არა

 

5.5

სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების ნარჩენის მოცულობა

ტ ან მ3

 

5.6

წიაღით სარგებლობისათვისათვის გადახდილი გადასახადი

ლარი

 

5.7

რეგულირების საფასური

ლარი

 

5.8

სხვა გადასახადები

ლარი

 

5.9

გადახდილი თანხის ჯამი

ლარი

 

 

…………………………………..                                  ……………….……………….

წიაღით მოსარგებლე სუბიექტის                                           ხელმოწერა

დირექტორის სახელი, გვარი                                                      ბ.ა.

 

სტატისტიკური დაკვირვების ფ. №1-01 „მონაცემები ბუნებრივი და ტექნოგენური საბადოებით (მყარი სასარგებლო წიაღისეული) სარგებლობის და ამ საქმიანობის შედეგების შესახებ“ შევსების მითითებები

1. საერთო მიითითებები:

ა)  ფორმა №1-01-ს ადგენენ სათანადო სახის წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი სუბიექტები და/ან ამ ლიცენზიაში დაფიქსირებული პარტნიორები, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ წიაღთსარგებლობას;

ბ)  ფორმა №1-01 ივსება ლიცენზიით განსაზღვრული და შესაბამისი წიაღით სარგებლობის განვითარების შედეგად მიღებული და სპეციალური სამთო ტექნიკური, გეოლოგიურ-სამარკშეიდერო მომსახურების, აგრეთვე საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა და გაანგარიშებების შესაბამისად;

გ)  ფორმაში მონაცემები აისახება სათანადო მუხლების სტრიქონებში მაჩვენებლების დასახელების შესაბამისად. ზომის ერთეული სათანადო სტრიქონში შეირჩევა წიაღისეულის სახეობის მიხედვით, მარაგების გამოთვლისათვის მიღებული შესაბამისად ტ ან  მ3;

 

დანართი 2

 

სტატიტიკური დაკვირვება ფორმა №1-02

(თქვენ მიერ წარმოდგენილი მონაცემები კონფიდენციალურია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად)

                                                                                                     ფორმა №1-02  წლიური

 

მონაცემები  წიაღით სარგებლობის მდგომარეობის, მიწისქვეშა წყლების და არასაწვავი აირების საბადოთა დამუშავებისა და შესწავლის შესახებ

 

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

წიაღით მოსარგებლე სუბიექტის სახელწოდება

 

მისამართი, ტელეფონი

 

ლიცენზიის ნომერი

 

წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება

 

წიაღით სარგებლობის სახე

 

წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი

 

საანგარიშო პერიოდი

 

 

 

1

მიწის მინაკუთვნის ფართობი რუკაზე

ჰა

 

2

სანიტარიული დაცვის  ზონა

ჰა

 

3

ობიექტის საექსპლუატაციო დებიტი (კატეგორიებით)

3/დღ.ღ ან

ტ/დღ.ღ

 

3.1

A

 

 

3.2

B

 

 

3.3

C1

 

 

3.4

A+B+C1

 

 

3.5

C2

 

 

3.6

P

 

 

4

ლიცენზიის გაცემის მომენტისათვის ლიცენზიის

პირობებით განსაზღვრული მარაგების რაოდენობა

3/დღ.ღ ან

ტ/დღ.ღ

 

5

საანგარიშო პერიოდში მოპოვებული მოცულობა

3/დღ.ღ ან

ტ/დღ.ღ

 

6

გეოლოგიურ სამუშაოთა მოცულობა

 

 

6.1

ჭაბურღილის გაყვანა

 

 

6.1.1.

რაოდენობა

ცალი

 

6.1.2.

სიღრმე

 

6.2.

მოწყობილი საკაპტაჟე ნაგებობის რაოდენობა

ცალი

 

 

 

 

 

რიგ.

თვე

ჭაბურღილი (წყარო)

მოპოვებული პროდუქციის რაოდენობა      

სახელწიფო ბიუჯეტში შეტანილი

 გადასახადი

ლარი

დებიტი

მიწისქვეშა წყლის

3/დღ.ღ

ან ტ/დღ.ღ

ტემპერატურა

 0C

დინამიური წნევა

ატმ

პიეზომეტრიული დონე

3/დღ.ღ

ან ტ/დღ.ღ

წიაღითსარგებლობის გადასახადი

რეგულირების საფასური

სულ გადახდილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

I

 

 

 

 

 

 

 

 

2

II

 

 

 

 

 

 

 

 

3

III

 

 

 

 

 

 

 

 

4

IV

 

 

 

 

 

 

 

 

5

V

 

 

 

 

 

 

 

 

6

VI

 

 

 

 

 

 

 

 

7

VII

 

 

 

 

 

 

 

 

8

VIII

 

 

 

 

 

 

 

 

9

IX

 

 

 

 

 

 

 

 

10

X

 

 

 

 

 

 

 

 

11

XI

 

 

 

 

 

 

 

 

12

XII

 

 

 

 

 

 

 

 

 

   საშუალო

 

ჯამი

 

 

 

 

 

 

…………………………………….                            …………………………………..

წიაღით მოსარგებლე სუბიექტის                                         ხელმოწერა

ხელმძღვანელის სახელი, გვარი                                               ბ.ა

 

სტატისტიკური დაკვირვების ფ №1-02 „მონაცემები წიაღით სარგებლობის მდგომარეობის, მიწისქვეშა წყლების და არასაწვავი აირების საბადოთა დამუშავებისა და შესწავლის შესახებ“ შევსების მითითებები

 

1. საერთო მითითებები:

ა)  ფორმას №1-02-ს ადგენენ სათანადო სახის წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი სუბიექტები და/ან ამ ლიცენზიაში დაფიქსირებული პარტნიორები, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ წიაღითსარგებლობას;

გ)  ფორმა №1-02 ივსება ლიცენზიით განსაზღვრული და შესაბამისი წიაღით სარგებლობის განვითარების შედეგად მიღებული და სპეციალური სარეჟიმო ჰიდროგეოლოგიური მონაცემებისა და გაანგარიშებების შესაბამისად;

დ) ფორმაში მონაცემები აისახება სათანადო მუხლების სტრიქონებში მაჩვენებლების დასახელების შესაბამისად. ზომის ერთეული შეირჩევა წიაღისეულის სახეობის მიხედვით, მარაგების გამოთვლისათვის მიღებულის მ3/დღ.ღ ან ტ/დღ.ღ

 

დანართი 3

სტატიტიკური დაკვირვება ფორმა №1-03

 

(თქვენ მიერ წარმოდგენილი მონაცემები კონფიდენციალურია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად)

                                                                                                                           ფორმა №1-03

                                                                                                                                                                                                 

           მონაცემები  წიაღით სარგებლობის მდგომარეობის, რეჟიმული

ჰიდროგეოლოგიური დაკვირვებების შედეგების შესახებ

 

წარუდგენენ: წიაღით მოსარგებლე სუბიექტები (მიწისქვეშა წყლებით    და არასაწვავი აირებით სარგებლობისათვის)  ა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გარემოს ეროვნულ სააგენტოს

ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს

 

ესრ-ის საიდენტიფიკაციო ნომერი    __ __ __ __ __ __ __ __  (რვანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი)

რესპოდენტის (წიაღით მოსარგებლე

სუბიექტი) სახელწოდება   ______________________________________________________

                                                  ______________________________________________________

მისამართი                       _________________________________________________________

ლიცენზიის ნომერი           _______________________________________________________

წიაღით სარგებლობის

ობიექტის დასახელება    ________________________________________________________

წიაღით სარგებლობის

სახე                                 _________________________________________________________

წიაღით სარგებლობის

დაწყების თარიღი             ________________________________________________________

ტელეფონი                       __ __ __ __ __ __ __ __ __

დაკვირვების პერიოდი     20… წელი

 

სტრ.

თვე

ჭაბურღლის (წყარო) №

მომხმარებლის დასახელება

მომხმარებ ლებზე გაცემული წყლის რაოდენობა მ3

 

 

დებიტი, მ3/დღ.ღ

 

ტემპერატურა 0C

დინამიური წნევა, ატმ.

პიოზემეტრიული დონე, მ

 

 

1

2

3

4

5

6

7

01

02

03

04

05

06

07

08

09

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

                 

 

სტატიტიკური დაკვირვების ფ №1-03 „მონაცემები წიაღით სარგებლობის მდგომარეობის, რეჟიმული ჰიდროგეოლოგიური დაკვირვებების შედეგების შესახებ“ შევსების მითითებები

1. საერთო მითითებები:

ა) ფორმას №1-03 ადგენენ მიწისქვეშა წყლების საბადოთა დამუშავების წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი სუბიექტები და/ან ამ ლიცენზიაში დაფიქსირებული პარტინიორები, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ წიაღით სარგებლობას;

ბ) ფორმა №1-03 ივსება ლიცენზიით განსაზღვრული და წიაღით სარგებლობის განვითარების შედეგად მიღებული და სპეციალური სარეჟიმო მონაცემებისა და გაანგარიშებების შესაბამისად;

გ)  სტრიქონებში 01-12 მოიყვანება საანგარიშო წლის თვეები მათი რიგითობით;

დ) თითოეულ ბუნებრივ წყაროზე, ჭაბურღილზე ან სხვა საკაპატაჟე ნაგებობებზე შეივსება ცალკე ფურცელი ნუმერაციით და ბოლო ფურცელზე კეთდება წიაღით მოსარგებლე სუბიექტის ხელმძღვანელის ბეჭედდასმული ხელმოწერა.

…………………………………….                            …………………………………..

წიაღით მოსარგებლე სუბიექტის                                         ხელმოწერა

ხელმძღვანელი სახელი, გვარი                                                 ბ.ა

დანართი 4

 

სტატიტიკური დაკვირვება

 

(თქვენ მიერ წარმოდგენილი მონაცემები კონფიდენციალურია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად)

                                                                                          ფორმა №1-04

                                                                                                                                        წლიური

 

მონაცემები  მიწისქვეშა წყლების და არსაწვავი აირების მოპოვების, მიღწეული ეკონომიკური შედეგების, ცენტრალური და ადგილობრივ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ

 

წარუდგენენ: წიაღით მოსარგებლე სუბიექტები (მიწისქვეშა წყლებით    და არასაწვავი აირებით სარგებლობისათვის)  ა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გარემოს ეროვნულ სააგენტოს

ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს

 

ესრ-ის საიდენტიფიკაციო ნომერი    __ __ __ __ __ __ __ __  (რვანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი)

რესპოდენტის (წიაღით მოსარგებლე

სუბიექტი) სახელწოდება   _________________________________________________________

                                                  _________________________________________________________

მისამართი                       _________________________________________________________

ლიცენზიის ნომერი           _________________________________________________________

წიაღით სარგებლობის

ობიექტის დასახელება    _________________________________________________________

წიაღით სარგებლობის

სახე                                 _________________________________________________________

წიაღით სარგებლობის

დაწყების თარიღი             _________________________________________________________

ტელეფონი                       __ __ __ __ __ __ __ __ __

დაკვირვების პერიოდი     20… წელი

 

 

რიგ.№

თვე

მიღებული წყლის (აირის) რაოდე-

ნობა მ3

 

გამოშვებული და რეალიზებული პროდუქცია

მიღებული შემოსავალი დ.ღ.გ.-ის გარეშე

სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი გადასახადი, ათასი ლარი

 

 

 

 

 

დ.ღ.გ

წიაღით სარგებლობის გადასახადი

სხვა გადასახადები

სულ

1

2

3

4

5

6

7

8

01

02

03

04

05

06

07

08

09

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

                     

 

სტატიტიკური დაკვირვების ფ №1-04 „მონაცემები მიწისქვეშა წყლების და არასაწვავი აირების მოპოვების, მიღწეული ეკონომიკური შედეგების, ცენტრალური და ადგილობრივ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ“ შევსების მითითებები

 

1. საერთო მითითებები:

ა)  ფორმას №1-04 ადგენენ მიწისქვეშა წყლების და არასაწვავი აირების მოპოვების წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი სუბიექტები და/ან ამ ლიცენზიაში დაფიქსირებული პარტნიორები, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ წიაღითსარგებლობას;

ბ)  ფორმა ;1-04 ივსება ლიცენზიით განსაზღვრული და წიაღით სარგებლობის განვითარებისას მოპოვებული წიაღისეულის რაოდენობის და მისი რეალზაციით  მიღებული შემოსავლების საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა, გადასახადების გაანგარიშებების და გადახდის მდგომარეობის შესაბამისად;

გ)  სტრიქონებში 01-12 მოიყვანება საანგარიშო წლის თვეები მათი რიგითობით;

 

…………………………………….                            …………………………………..

წიაღით მოსარგებლე სუბიექტის                                         ხელმოწერა

ხელმძღვანელი სახელი, გვარი                                                 ბ.ა

 

 

დანართი 5

 

სტატიტიკური დაკვირვება  ფორმა №1-05

 

(თქვენ მიერ წარმოდგენილი მონაცემები კონფიდენციალურია „სტატიტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად)

                                                                                   

      ფორმა №1-05

                                                        

            მონაცემები  მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაუკავშირებელი მიწისქვეშა ნაგებობების და სიცარიელეების მდგომარეობის, მიღწეული ეკონომიკური შედეგების, ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ

 

წარუდგენენ: წიაღით მოსარგებლე სუბიექტები (მიწისქვეშა წყლებით    და არასაწვავი აირებით სარგებლობისათვის)  ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გარემოს ეროვნულ სააგენტოს

ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს

 

ესრ-ის საიდენტიფიკაციო ნომერი    __ __ __ __ __ __ __ __  (რვანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი)

რესპოდენტის (წიაღით მოსარგებლე

სუბიექტი) სახელწოდება   ______________________________________________________

                                                  ______________________________________________________

მისამართი                       _________________________________________________________

ლიცენზიის ნომერი           _______________________________________________________

წიაღით სარგებლობის

ობიექტის დასახელება    ________________________________________________________

წიაღით სარგებლობის

სახე                                 _________________________________________________________

წიაღით სარგებლობის

დაწყების თარიღი             _______________________________________________________

ტელეფონი                       __ __ __ __ __ __ __ __ __

დაკვირვების პერიოდი     20… წელი

 

მაჩვენებლების დასახელება

ზომის ერთეული

მაჩვენებელი

1

2

3

4

 

01

02

სამთო მინაკუთვნი

ფართობი

მოცულობა

ჰა

ათ მ3

 

 

03

04

მიწის მინაკუთვნი

ლიცენზიით გაცემული

ფაქტობრივად დაკავებული მიწის ფართობი

ეა

 

 

05

06

ობიექტის მშენებლობის ვადები

დაწყება

დამთავრება

წელი, თვე, რიცხვი

 

 

07

08

09

 

10

10.1

10.2

11

ობიექტების ძირითადი პარამეტრები:

სიგრძე

სიგანე

სიმაღლე

კვეთი:

წიაღში შექმნილი სიცარიელის

სინათლეში

დახრის კუთხე

3

2 

2

გრადუსი

 

 

12

13

14

შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა:

წიაღიდან ამოღებული სამთო მასა

წიაღში განთავსებული ნაგებობა

მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეები(მშენებლობით ათვისებული სივრცე)

 

3

 

15

15.1

15.1.2

15.1.3

15.1.3

მშენებლობისას დარღვეული მიწის ფართობი

მიწის ნაყოფიერი ფენის მოცულობა

მოხსნილი

დასაწყობებული

მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული (გაცემული)

ეა

 

3

 

16

მშენებლობის პროცესში რეკულტივირებული მიწის ფართობი

ჰა

 

 

 

17

17.1

17.2

17.3

17.4

17.5

ამოღებული სამთო მასის განთავსება

სანაყაროს პარამეტრები:

სიგრძე

სიგანე

სიმაღლე

მოცულობა

დაკავებული ფართობი

 

 

3

2

 

18

18.1

18.2

ობიექტის ექსპლუატაციის ვადები

დასაწყისის

დასასრულის

წელი, თვე, რიცხვი

 

19

ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის ჩატარების ვადები მათი სახეობების მიხედვით. საპროექტო/ფაქტობრივი.

წელი, თვე, რიცხვი

 

 

20

20.1

20.2

ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის შედეგები:

შემოწმებული მოცულობა

სიგრძე

ფართობი

ათ. მ3

3

 

21

21.1

ტექნიკურად მდგრადი უბნები

ფარდობა მთლიანად მოცულობასთან

ათ. მ3

%

 

22

22.1

მცირედ დაზიანებული უბნები

ფარდობა მთლიან მოცულობასთან

ათ. მ3

%

 

23

23.1

ავარიული უბნები

ფარდობა მთლიან მოცულობასთან

ათ. მ3

%

 

 

ჩატარებული სარემონტო სამუშაოები

ათ. მ3

 

24

24.1

მცირედ დაზიანებული უბნები

ფარდობა მთლიან მოცულობასთან

ათ. მ3

%

 

25

25.1

ავარიული უბნები

ფარდობა მთლიან მოცულობასთან

ათ. მ3

%

 

26

ობიექტის ექსპლუატაციით მიღებული შემოსავლები

ათ.ლარი

 

27

27.1

27.2

27.3

27.4

სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, სულ

სახეობების მიხედვით

ათ.ლარი

 

 

…………………………………….                            …………………………………..

წიაღით მოსარგებლე სუბიექტის                                         ხელმოწერა

ხელმძღვანელი სახელი, გვარი                                                 ბ.ა

 

 

სტატიტიკური დაკვირვების ფ №1-05 „მონაცემები მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაუკავშირებელი მიწისქვეშა ნაგებობების და სიცარიელეების მდგომარეობის, მიღწეული ეკონომიკური შედეგების, ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ“ შევსების მითითებები

 

საერთო მითითებები:

ა)  ფორმას №1-05 ადგენენ მიწისქვეშა სათანადო სახის წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი სუბიექტები და/ან ამ ლიცენზიაში დაფიქსირებული პარტინიორები, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ წიაღითსარგებლობას;

ბ)  ფორმა №1-05 ივსება ლიცენზიით განსაზღვრული და შესაბამისი წიაღით სარგებლობის განვითარების შედეგად მიღებული და სპეციალური სამთო-ტექნიკური, გეოლოგიურ-სამარკშეიდერო მომსახურების, აგრეთვე საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა და გაანგარიშებების შესაბამისად.