„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 თებერვლის N 2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 09/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 10/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016077
1
09/01/2014
ვებგვერდი, 13/01/2014
010220020.16.009.016077
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 თებერვლის N 2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №1

2014 წლის 9 იანვარი

ქ. ქუთაისი

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 010220020.16.009.016036, 02/03/2012) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„6. კომისიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქუჩა № 19.
ელ. ფოსტა: mail@gnerc.org, ვებგვერდი: www.gnerc.org.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია შედგება 5 წევრისგან. კომისიის წევრისა და თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის (დანიშვნის), უფლებამოსილების შეწყვეტის ანდა განთავისუფლების, აგრეთვე ვადამდე ადრე განთავისუფლებული კომისიის წევრის ადგილას ახალი წევრის არჩევის წესი განისაზღვრება ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”  საქართველოს კანონით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრისერგო მესხი
კომისიის წევრიგოჩა შონია