„კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.149.016169
2
17/01/2014
ვებგვერდი, 23/01/2014
190020020.35.149.016169
„კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №2

2014 წლის 17 იანვარი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის N31 დადგენილებაში (სსმ. ვებგვერდი, 20/12/2013; 190020020.35.149.016163) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი) სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:

ა) დედ-მამით ობოლი, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია ან  ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი) გადის აკრედიტებულ პროგრამას;

ბ) მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია ან  ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი) გადის აკრედიტებულ პროგრამას;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია ან  ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი) გადის აკრედიტებულ პროგრამას და სარეიტინგო ქულა 0-დან 80 001-მდე“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ცნობა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია ან თუ დახმარების მიმღები ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი)  გადის აკრედიტებულ პროგრამას მათზე სახელმწიფო დაფინანსების არსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

,,3. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით გაეწევათ საქართველოს პირველობის გამარჯვებულს (დიდებში) ასევე, ევროპისა და მსოფლიოს პირველობის გამარჯვებულს ან პრიზიორს (დიდებში)“;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ გოგიაშვილი