დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-7/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016239 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანებაში (სსმ III, 18.04.2007, №54, მუხ. 588) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1 (საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
2.
ბრძანების მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებული იქნეს. |
3.
ბრძანების მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 (სპეციალობების ჩამონათვალი, რომლებშიც ზოგადი პროფილის ექიმებს აქვთ გადამზადების უფლება) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
4.
ბრძანების მე-7 პუნქტი ამოღებული იქნეს. |
5.
ბრძანების მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხით გათვალისწინებული ღონისძიებები დარეგულირდეს №3 დანართის შესაბამისად. |
6.
ბრძანებას დაემატოს დანართი №3 (საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის ინსტრუქცია) თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხა
* პალიატიური მედიცინა - სუბსპეციალობის მოწმობის ფლობა სავალდებულოა მხოლოდ სტაციონარული პალიატიური სერვისის მიმწოდებელი სუბიექტებისათვის. ** „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ ასევე განისაზღვროს შემდეგი სპეციალობების მომიჯნავე სპეციალობად: „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“, „ბავშვთა ქირურგია“ და „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“. „ბავშვთა გადაუდებელ მედიცინაში“ გადამზადებისა და შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების უფლება მიეცეთ ასევე სუბიექტებს, რომლებსაც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის ახალი რედაქციით ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში - „კრიტიკული მედიცინა“. *** „გადაუდებელი მედიცინა“ ასევე განისაზღვროს შემდეგი სპეციალობების მომიჯნავე სპეციალობად: „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“, „შინაგანი მედიცინა“, „კარდიოლოგია“, „ნევროლოგია“, „ზოგადი ქირურგია“, „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, „მეანობა-გინეკოლოგია“. „გადაუდებელ მედიცინაში“ გადამზადებისა და შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების უფლება მიეცეთ ასევე სუბიექტებს, რომლებსაც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის ახალი რედაქციით ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში - „კრიტიკული მედიცინა“. **** „თერაპიული სტომატოლოგია“ და „ორთოპედიული სტომატოლოგია“ განისაზღვროს მომიჯნავე სპეციალობებად. |
დანართი №2
საექიმო სპეციალობების ჩამონათვალი, რომლებშიც ზოგადი პროფილის ექიმებს აქვთ გადამზადების უფლება
|
დანართი №3
საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის ინსტრუქცია 1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა ნებადართულია მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში/სპეციალობებში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 2. ამ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის ახალი რედაქციით ამოქმედებამდე გაცემული სახელმწიფო სერტიფიკატები და სუბსპეციალობების მოწმობები ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. 3. სუბსპეციალობის მოწმობა პირს აძლევს უფლებას, განახორციელოს საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობის ფარგლებში. 4. სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელ პირს უფლება აქვს, მოიპოვოს სახელმწიფო სერტიფიკატი იმ საექიმო სპეციალობით (მომიჯნავე საექიმო სპეციალობით), რომელშიც გავლილი აქვს: ა) სარეზიდენტო პროგრამა; ბ) კლინიკური ასპირანტურა – „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დოქტორანტურის პროგრამით სწავლებაზე სრულად გადასვლის ვადამდე; კლინიკური ორდინატურა – 1999 წლამდე, ინტერნატურის ან სპეციალიზაციის (1999 წლამდე) კურსი და გააჩნია შესაბამისი საექიმო სპეციალობით მუშაობის არანაკლებ რეზიდენტურის ხანგრძლივობის სამუშაო გამოცდილება. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვება მოხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომში საბჭო) მიერ დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. 5. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა მომიჯნავე საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად უნდა გაიაროს შესაბამისი მომიჯნავე სპეციალობის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის მხოლოდ ის ნაწილი (მოდულები), რომელიც არ შედის იმ საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამაში, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც მას უკვე აქვს, გარდა ამ დანართის მე-6 პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა. 6. საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 5 წლის სტაჟის მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად უნდა გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი, რომლის მოცულობასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს საბჭო შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის და/ან სარეზიდენტო პროგრამის ავტორის (ავტორთა ჯგუფის) რეკომენდაციის გათვალისწინებით. 7. სუბსპეციალობაში შესაბამისი სამუშაო სტაჟის მქონე ექიმ-სპეციალისტებს სუბსპეციალობის მოწმობა მიენიჭებათ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაცია. 8. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულს, რომელსაც ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცებამდე მინიჭებული აქვს „ექიმი ფსიქოთერაპევტის“ კვალიფიკაცია, უფლება აქვს, გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დადგენილი კურსი საექიმო სპეციალობაში „ფსიქიატრია“ და მოიპოვოს სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში. 9. საექიმო სპეციალობა „საოჯახო მედიცინა“ განისაზღვროს ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართით განსაზღვრული საექიმო სპეციალობების მომიჯნავე სპეციალობად, გარდა შემდეგი სპეციალობებისა: ფსიქიატრია, ნარკოლოგია, ლაბორატორიული მედიცინა, პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია, სასამართლო მედიცინა, რადიოლოგია, რადიაციული თერაპია, სამედიცინო გენეტიკა, თერაპიული სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია, ორთოდონტია, ყბა-სახის ქირურგია. საექიმო სპეციალობები, რომელთა მომიჯნავედ განსაზღვრულია „საოჯახო მედიცინა“, თავის მხრივ, არ წარმოადგენენ საოჯახო მედიცინის მომიჯნავე სპეციალობებს, გარდა ამ დანართის მე-10 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა. „საოჯახო მედიცინაში“ სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირების ამ სპეციალობებში მზადება უნდა განხორციელდეს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/ სარეზიდენტო პროგრამის გავლის გზით. 10. საექიმო სპეციალობის - „საოჯახო მედიცინის“ მომიჯნავე სპეციალობებად განისაზღვროს „შინაგანი მედიცინა“ და „პედიატრია“. სერტიფიცირებულმა სუბიექტმა, რომელსაც დასრულებული აქვს რეზიდენტურის სრული კურსი „საოჯახო მედიცინაში“ და გააჩნია სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება, ზემოაღნიშნულ საექიმო სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად უნდა გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი, რომლის მოცულობასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს საბჭო შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის და/ან სარეზიდენტო პროგრამის ავტორის (ავტორთა ჯგუფის) რეკომენდაციის გათვალისწინებით. 11. ექიმებს, რომელთაც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის ახალი რედაქციით ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ სუბსპეციალობის მოწმობა - „გადაუდებელი მედიცინა“, მიეცეთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორცილების უფლება (სახელმწიფო სერტიფიკატი) საექიმო სპეციალობაში - „გადაუდებელი მედიცინა“, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მიმართულებით არანაკლებ 1 წლის სამუშაო სტაჟის და შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის (რომელსაც ხელს აწერს დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის გამგეობის სულ მცირე 3 წევრი) არსებობის შემთხვევაში. 12. ექიმებს, რომელთაც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის ახალი რედაქციით ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატები საექიმო სპეციალობებში - „ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია“ და „კრიტიკული მედიცინა“ და გააჩნიათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მიმართულებით არანაკლებ 1 წლის სამუშაო სტაჟი, მიეცეთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორცილების უფლება (სახელმწიფო სერტიფიკატი) საექიმო სპეციალობაში - „გადაუდებელი მედიცინა“ შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის (რომელსაც ხელს აწერს დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის გამგეობის სულ მცირე 3 წევრი) არსებობის შემთხვევაში. 13. საექიმო სპეციალობის მაძიებლები/რეზიდენტები, რომელთაც დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) დაიწყეს 2013 წლის 20 დეკემბრამდე, მზადებას აგრძელებენ იგივე სარეზიდენტო პროგრამების ფარგლებში, რომლითაც დაიწყეს მზადება. 14. საექიმო სპეციალობის მაძიებლები, რომლებიც დაასრულებენ (მ.შ. უცხო ქვეყნებში) დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას) სპეციალობით, რომელიც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართით განსაზღვრულია სუბსპეციალობად და/ან გაერთიანდა სხვა სპეციალობასთან, დაშვებულნი იქნენ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე ამ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართით განსაზღვრულ შესაბამის საექიმო სპეციალობაში, ამ სპეციალობის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელის და/ან შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, სახელმწიფო სერტიფიკატთან ერთად მათ მიენიჭებათ სუბსპეციალობის სათანადო მოწმობა. 15. ექიმებს, რომელთაც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის ახალი რედაქციით ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ბავშვთა ჰემატოლოგია“, მიეცეთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორცილების უფლება სპეციალობით „ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია“. 16. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული საექიმო სპეციალობის ფარგლებში უფლება აქვს, გამოიყენოს არაინვაზიური სამკურნალო მეთოდი, რომელიც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართით არ არის გათვალისწინებული სუბსპეციალობად და სცილდება შესაბამისი საექიმო სპეციალობის/სუბსპეციალობის კომპეტენციის საზღვრებს, თუ მას გააჩნია სათანადო დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაცია. 17. „ალერგოლოგია-იმუნოლოგიაში“, „სპორტის მედიცინასა“ და „ინფექციურ სნეულებებში“ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტებს უფლება აქვთ, განახორციელონ როგორც მოზრდილი, ასევე, ბავშვთა კონტინგენტის სამედიცინო მომსახურება. 18. ყველა ის საკითხი, რაც განსაზღვრული არ არის წინამდებარე ბრძანებით, დარეგულირდეს საბჭოს მიერ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები