„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1968-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 170000000.05.001.017332
1968-IIს
05/02/2014
ვებგვერდი, 19/02/2014
170000000.05.001.017332
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 41-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. 431 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 431. უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულებისათვის გადახდევინებული საზღაური

ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირები სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურს ახდევინებენ „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობის გადახდევინების წესის“ შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული განაკვეთების მიხედვით და იგი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.“.

3. 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნოტარიუსებს და პირებს, რომლებიც ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლების თანახმად ასრულებენ სანოტარო მოქმედებებს, უფლება არ აქვთ, შეასრულონ სანოტარო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობენ (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით) თავად ისინი ან მათი მშობლები, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, პაპები, ბებიები, ძმები, დები, მეუღლის მშობლები.“.

4. 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სანოტარო მოქმედება, რომელსაც ასრულებენ ნოტარიუსები და ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები, რეგისტრაციაში ტარდება ელექტრონულ სანოტარო რეესტრში.“.

5. 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნოტარიუსი და ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები უარს ამბობენ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ:            

ა) სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

ბ) სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან შეიცავს პირთა პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, ან ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;

გ) სანოტარო მოქმედების მონაწილე არ არის უფლებამოსილი პირი ან ქმედუნარიანი, ან სანოტარო მოქმედების შესრულების შესახებ თხოვნა შემოსულია იმ ენაზე, რომელსაც ნოტარიუსი არ ფლობს, და არ არის თარჯიმნის გამოყენების შესაძლებლობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 თებერვალი 2014 წ.

N1968-IIს