„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 16/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 100090000.22.038.016373
118
16/06/2014
ვებგვერდი, 16/06/2014
100090000.22.038.016373
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №118

2014 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №169 ბრძანებაში (სსმ, 100090000.22.038.016193, 08/07/2013) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შიმშილობის დაწყების შემთხვევაში, მოშიმშილე ბრალდებულის/მსჯავრდებულის (შემდგომში – მოშიმშილე), დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის წერილობითი ან ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე, სოციალური მუშაკი ადგენს შესაბამის ოქმს ექიმის და მოშიმშილის თანდასწრებით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება დაწესებულების დირექტორს (შემდგომში – დირექტორი), ხოლო არასამუშაო საათებში ოქმს ადგენს დაწესებულების ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) პასუხისმგებელი წარმომადგენელი, სამედიცინო პერსონალის და მოშიმშილის თანდასწრებით, სადაც მიეთითება შიმშილობის დაწყების თარიღი და მოშიმშილის მოთხოვნები. ოქმის შედგენამდე, ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება მისთვის ინსტრუქციით დადგენილი მოშიმშილის მიმართ მოპყრობის წესი და უფლება-მოვალეობები, ოქმის შედგენის შემდგომ დირექტორი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) თავმჯდომარეს (შემდგომში – თავმჯდომარე), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს (შემდგომში – სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი) და შიმშილობის მიზეზის გათვალისწინებით, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;

ბ) მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი დატოვება დაწესებულებაში, ექიმის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, „საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად ხდება მისი გადაყვანა დეპარტამენტის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება მოშიმშილის ახლო ნათესავს, ან კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო ბრალდებულის შემთხვევაში, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელ პროკურორს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე