„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1971-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.017319
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1971-IIს
05/02/2014
ვებგვერდი, 19/02/2014
010320000.05.001.017319
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის პირველი და 1პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე, გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების გამგებლებზე.

11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე, გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების გამგებლებზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე-10, 39-ე, 411, 66-ე და 121-ე მუხლები. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლებისა, ვრცელდება ამ კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტი.“.

2. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის კანონი №2479 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 თებერვალი 2014 წ.

N1971-IIს