დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის №01-27/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-14/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016246 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის №01-27/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 24/05/2012; 470230000.22.035.016145) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების: |
ა)
პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების წლიური ფორმების ჩამონათვალი (დანართი №1), ფორმები (დანართი №2) და მათი წარდგენის ვადები და წესი (დანართი №3); ბ) სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური, ყოველთვიური და ოპერატიულ-ელექტრონული ფორმების ჩამონათვალი (დანართი №4), ფორმები (დანართი №5) და მათი წარდგენის ვადები და წესი (დანართი №6).”; |
ბ)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულმა (ქალაქის) ცენტრებმა უზრუნველყონ: ა) დაწესებულებების საქმიანობის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის (შემდგომში - ცენტრი), სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების თანდართული ჩამონათვალის, ფორმებისა და ვადების მიხედვით (დანართები №1 - №6), როგორც ქაღალდის მატარებელზე, ისე ელექტრონულად; ბ) ცენტრში დადგენილ ვადებში უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების ჩასაბარებლად პასუხისმგებელ პირთა მივლინება.“; |
გ)
მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ სტატისტიკური ფორმების შევსებაზე უფლებამოსილი პირის/პირების განსაზღვრა და სტატისტიკური ანგარიშების მაქსიმალური სიზუსტით წარმოებაზე კონტროლის განხორციელება.“; |
დ)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცენტრი უზრუნველყოფს: ა) სამინისტროსა და სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (საქსტატი) ნაერთი ანგარიშების წარდგენას დადგენილი წესის და ვადების მიხედვით; ბ) სამედიცინო დაწესებულებებში სტატისტიკურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთა კონსულტირებას და სათანადო მომზადებას მოთხოვნის შემთხვევაში.“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული №1, №2, №3, №4, №5 და №6 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები