დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „112“ ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 184 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.017803 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „112“ ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ „112“-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N489 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 29/12/2011, 040030000.10.003.016649) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ ორ ან მეტ ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტზე მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში ყოველთვიური მომსახურების კორპორაციული საფასური (დღგ-ის ჩათვლით) განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) 1 მ2-იდან 100 მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ყოველი ობიექტი - 25 ლარი; ბ) 100 მ2-იდან 200 მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ყოველი ობიექტი - 30 ლარი; გ) 200 მ2-იდან 300 მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ყოველი ობიექტი - 35 ლარი; დ) 300 მ2-იდან 500 მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ყოველი ობიექტი - 50 ლარი; ე) 500 მ2-იდან 1000 მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ყოველი ობიექტი - 70 ლარი; ვ) 1000 მ2-იდან 3000 მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ყოველი ობიექტი - 100 ლარი; ზ) 3000 მ2-იდან 5000 მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ყოველი ობიექტი - 150 ლარი. 3. 5000მ2-ზე მეტი საერთო ფართის მქონე ტერიტორიულად განცალკევებული ობიექტისთვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტით დადგენილი სტანდარტული საფასურით.“. 2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-36 პუნქტები: „31. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სამართალდარღვევების შემთხვევებში, ჩამორთმევას დაქვემდებარებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა 112-ის სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მიზნით, 112-ის მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენს: ა) ევაკუატორის ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადამყვანი პირის გამოძახების საფასური - 30 ლარი; ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით (გარდა ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორისა) გადაადგილების საფასური: თვითმმართველი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში - 3 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე - 1 ლარი ყოველ კილომეტრზე; გ) ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საფასური: თვითმმართველი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში - 4 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე - 3 ლარი ყოველ კილომეტრზე; დ) თვითმმართველი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების საფასური - 2 ლარი ყოველ კილომეტრზე. 32. დაინტერესებული პირის მიერ კერძო გამოძახების საფუძველზე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების მიზნით, 112-ის მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენს: ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორის ან თავისი სვლით გადამყვანი პირის გამოძახების საფასური - 30 ლარი; ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით (გარდა ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორისა) გადაადგილების საფასური: თვითმმართველი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში - 3 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე - 1 ლარი ყოველ კილომეტრზე; გ) ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საფასური: თვითმმართველი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში - 4 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე - 3 ლარი ყოველ კილომეტრზე; დ) თვითმმართველი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების საფასური - 2 ლარი ყოველ კილომეტრზე. 33. 112-ის სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა დგომის (გარდა სატრანსპორტო საშუალების ნივთმტკიცების სახით დგომის შემთხვევებისა) საფასური (დღგ-ის ჩათვლით) განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
34. 112-ის სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნივთმტკიცების სახით დგომის საფასური (დღგ-ის ჩათვლით) განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
35. „112“ უფლებამოსილია, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მომსახურების მომხმარებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან გაფორმებული სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე, ასეთი პირებისთვის ამ მუხლის 32 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური (დღგ-ის ჩათვლით) განსაზღვროს 25 ლარის ოდენობით. 36. ამ მუხლის 31 და 32 პუნქტების მიზნებისთვის, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით გადაადგილების მანძილი განისაზღვრება კონკრეტულ გამოძახებაზე გაგზავნილი ევაკუატორის ტრანსპორტირების საწყისი წერტილიდან ევაკუატორით გადასაადგილებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების საბოლოო წერტილამდე, ხოლო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა თავისი სვლით გადაყვანის შემთხვევაში - გადასაყვანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საწყისი ადგილმდებარეობიდან ტრანსპორტირების საბოლოო წერტილამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები