„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4222
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 04/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 25/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 290.120.000.05.001.002.533
  • Word
4222
29/12/2006
სსმ, 1, 04/01/2007
290.120.000.05.001.002.533
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტესტირების (საგამოცდო) ცენტრი ვალდებულია გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება არ ჩაუტაროს იმ ავტომოტოტრანსპორტს, რომლის მფლობელსაც გაფორმებული არ აქვს შესაბამისი დაზღვევა.“.

2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოთხოვნა რეგრესის წესით წაეყენება აგრეთვე პირებს, რომლებიც არაკანონიერად ფლობდნენ ავტომოტოტრანსპორტს, აგრეთვე გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს, თუ დადასტურდა ავტომოტოტრანსპორტის გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების წესების დარღვევით ჩატარების ფაქტი.“.

3. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პასუხისმგებელი პირის დადგენის შემთხვევაში ბიურო უფლებამოსილია გაცემული თანხის რეგრესული მოთხოვნა წაუყენოს უშუალოდ ზიანის მიმყენებელ, პასუხისმგებელ პირს, ასევე გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს, თუ დადასტურდა ავტომოტოტრანსპორტის გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების წესების დარღვევით ჩატარების ფაქტი.“.

4. 25-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ იმ ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე:

ა) რომლებითაც ხორციელდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გადაყვანა/გადაზიდვა, აგრეთვე ამავე კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვა;

ბ) რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ იმ დაუზღვეველი ავტომოტოტრანსპორტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას. სხვა შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება ხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.“.

5. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი.

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4222–რს