დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5 |
დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
მიღების თარიღი | 28/02/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.132.016201 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №45 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (სსმ, 30.12.2013 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილების I თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი I თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ბალანსი 1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
ბ)
დადგენილების II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
მუხლი 12. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები შემდეგი რედაქციით:
|
გ)
დადგენილების III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 13. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 120996.8 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
დ)
დადგენილებას დაემატოს IV თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV მარეგულირებელი ნორმები მუხლი 14. სარეზერვო ფონდი განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 250.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს ქ. ბათუმის მერი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. სარეზერვო ფონდის სახსრების გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც გათვალისწინებული არ არის დამტკიცებულ საბიუჯეტო ასიგნებებში. მუხლი 15. სესხების მომსახურება განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტიდან სესხების მომსახურების ასიგნებები 10922.1 ათასი ლარის ოდენობით, აქედან 801.7 ათასი ლარი მიიმართოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხების, 9041.8 ათასი ლარი - გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მიღებული სესხების, ხოლო 1078.6 ათასი ლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხის მომსახურებისათვის. მუხლი 16. საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსება განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტიდან დონორების დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯები 4744.4 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც მიიმართოს ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის. მუხლი 17. დავალიანებების დაფარვა წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2014 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის საბიუჯეტო ასიგნების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ამ მუხლების მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას. მუხლი 18. პრემიები და დანამატები 2014 წლის განმავლობაში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დანამატების გაცემა განხორციელდეს მათთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 19. პროგრამები თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების დამტკიცება და მათზე კონტროლი ხორციელდება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს შესაბამისი აქტით. მუხლი 20. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 21. ასიგნებების გადანაწილება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის შესაბამისად, ნება დაერთოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით მოახდინოს ცალკეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ის ფარგლებში. მუხლი 22. ასიგნებების დაფინანსება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით. მუხლი 221. ასიგნებების განკარგვა 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი 03 02 08) ფარგლებში 2012 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, დამტკიცებული ქვეპროგრამის გარდამავალ ნაწილში ასახული თანხების განკარგვა განხორციელდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის მიერ. 2. სოციალურად დაუცველი ფენის უფასო კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 01) ფარგლებში 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, ქვეპროგრამაში ასახული თანხების განკარგვა განხორციელდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის მიერ. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები