„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 187
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.016294
187
08/03/2014
ვებგვერდი, 11/03/2014
310150000.22.034.016294
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №187

2014 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

 

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით (სარეგისტრაციო კოდი: 310.150.000.22.034.009.916) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის  183 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„183. სპეციალისტი – სააგენტოს საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს საექსპერტო შემოწმების განყოფილების თანამშრომელი. სპეციალისტად აგრეთვე ჩაითვლება პირი, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების უფლებამოსილება დელეგირებული აქვს სააგენტოს დირექტორის მიერ.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე