დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ივნისის №69/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 10/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016125 |
|
„კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ივნისის №69/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1.
„კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ივნისის №69/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1. მე-2 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) „ლიკვიდური აქტივები“ – ფულადი სახსრები და ისეთი სახის აქტივები, რომლებსაც აქვთ ფულად სახსრებად მყისიერად (სწრაფად) გარდაქმნის შესაძლებლობა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში მონაწილეობს №1003, 1004, 1005, 1006, 1013, 1014, 1015, 1016, 1018, 1051, 1052, 1061, 1062, 141, 1512, 1702, 1703, 1712, 1713, 1722, 1723, 1724, 1732, 1733, 1734 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები; ასევე, ეროვნული ბანკის მონეტარულ ოპერაციებში გირავნობის საგნის სახით გამოყენებადი აქტივები, მათ შორის, რეპო გარიგებების ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ფასიანი ქაღალდები, ამ აქტივების დაგირავების შემთხვევაში ეროვნული ბანკისგან მისაღები სესხის მაქსიმალური თანხის ოდენობით. ლიკვიდურ აქტივებს აკლდება N3502, 3503, 3512, 3513 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები და კომერციული ბანკებიდან მიღებული ერთდღიანი დეპოზიტებისა ან იმ დეპოზიტების ეკვივალენტი თანხები, რომლის მყისიერად და უპირობოდ გამოთხოვა შესაძლებელია ან დეპოზიტის გამცემ ბანკს აქვს უფლება მისი უზრუნველყოფით დაუყოვნებლივ და უპირობოდ აიღოს სესხი. ამასთან, ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში არ ჩაითვლება: გ.ა) №141 და №1512 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისთვის 0% საკრედიტო რისკით არ იწონება; გ.ბ) ყადაღადადებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული თანხები; გ.გ) ნეგატიურად კლასიფიცირებული ბანკთაშორისი დეპოზიტები; გ.დ) ეროვნულ ბანკში განთავსებული მინიმალური რეზერვების თანხა ან მისი ნაწილი, რომლის უზრუნველყოფითაც კომერციულ ბანკს აღებული აქვს კრედიტი; გ.ე) ეროვნული ბანკის მონეტარულ ოპერაციებში გირავნობის საგნის სახით გამოყენებული აქტივები; გ.ვ) პირდაპირ ან არაპირდაპირ გაცვლილი ბანკთაშორისი დეპოზიტები; გ.ზ) კომერციულ ბანკებში განთავსებული ერთ დღეზე მეტი ვადიანობის დეპოზიტები, რომლის მყისიერად და უპირობოდ გამოთხოვა შეუძლებელია ან გამცემ ბანკს მისი უზრუნველყოფით დაუყოვნებლივ და უპირობოდ სესხის აღების უფლება არ აქვს. გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს არარეზიდენტ კომერციულ ბანკებში განთავსებული 2-7 დღემდე ვადიანობის დეპოზიტები, არაუმეტეს ასეთ არარეზიდენტ კომერციულ ბანკებში განთავსებული მთლიანი ლიკვიდური აქტივების 1/3-ის ოდენობით.“. 2. მე-2 მუხლის ,,ნ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ნ.ა) ბანკის მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატები, მიღებული სესხები, მიღებული საბანკო დეპოზიტები, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №176 განკარგულებით გათვალისწინებული კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები, სუბორდინირებული ვალები და გარესაბალანსო ვალდებულებები და/ან მათი ნაწილი, რომელთა გადახდამდე/შესრულებამდე დარჩენილია ექვს თვეზე მეტი და ვადაზე ადრე გამოთხოვა შეუძლებელია;“ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები