„კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.149.016178
11
12/03/2014
ვებგვერდი, 17/03/2014
190020020.35.149.016178
„კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №11

2014 წლის 12 მარტი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №31 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 25/12/2013; 190020020.35.149.016163) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

,,41. იმ შემთხვევაში, თუ ონკოლოგიური პაციენტი ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მისი თანადაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის  20%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა“.

,,42. ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ამ წესის პირველი მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მისაღებად დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა ჯანდაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან  დაფინანსების მიღების შესახებ“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

,,მუხლი 11. სამედიცინო (ამბულატორიული, სტაციონარული და მათ შორის დღის სტაციონარი)  მომსახურების თანადაფინანსება

1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ბენეფიციარი (მათ შორის, ონკოლოგიური), რომელიც სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ამოწურული აქვს წლიური ლიმიტი.

2. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ)  ცნობა ჯანდაცვის სამინისტროდან,  რომელიც ადასტურებს წლიური ლიმიტის ამოწურვას.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

4. ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა.

5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე  სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია მოსახლეობის იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც დახმარების მიმღებად ითვლებიან სახელმწიფო პროგრამების მიხედვით, გარდა ამ წესის 11 მუხლით გათვალისწინებული თანადაფინანსებისა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ გოგიაშვილი