საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4246
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 30/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.002.657
  • Word
4246
29/12/2006
სსმ, 1, 30/12/2006
200.000.000.05.001.002.657
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

2. მე-9 მუხლის:

ა) მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საბაჟო გადასახადი.“;

ბ) მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-12 მუხლის:

ა) მე-18 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. საქონლის ექსპორტი, საქონლის იმპორტი, საქონლის რეექსპორტი, საქონლის ტრანზიტი, საქონ-ლის დროებით შემოტანა, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება, გადამუშავებული პროდუქტი, გადაუმუშავებელი საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორია და საბაჟო საზღვარი – თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ბ) 22-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. აღიარებული ზედმეტად გადახდილი თანხა – ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც:

ა) გამოვლენილია საგადასახადო ორგანოს მიერ;

ბ) დადასტურებულია საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე;

გ) დადასტურებულია ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით;

დ) წარმოშობილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.“;

გ) 24-ე და 25-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ჯამურ საგადასახადო ვალდებულებასა და მის მიერ ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.

25. აღიარებული საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენ-ტის აღიარებულ ჯამურ საგადასახადო ვალდებულებასა და მის მიერ ცალკეული გადასახადების ან/და სანქციე-ბის მიხედვით აღიარებული ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.“.

4. მე-13 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა, კერძოდ, ისეთი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სავაჭრო გარიგებების ან სხვა სამეურნეო ოპერაციების სახით, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების შეძენასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) ასეთი საქმიანობა ხორციელდება სისტემატურად და აღნიშნული ოპერაციების განმახორციელებელი პირის პროფესიული საქმიანობაა;

ბ) ხდება გამყიდველის მიერ წარმოებული საქონლის/გაწეული მომსახურების რეალიზაცია;

გ) ასეთი ოპერაციები ხორციელდება სავაჭრო, სავაჭრო-საშუამავლო (დილერის საქმიანობის ჩათვლით) ან საშუამავლო საქმიანობის ფარგლებში.“.

5. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 44. მიმოწერა გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო ორგანოს შორის

1. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ფორმით ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში – ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით მიმოწერის შემთხვევებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო ორგანოს შორის წერილობითი ფორმით გასაგზავნი ნებისმიერი დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ (გვარის, სახელისა და თანამდებობის მითითებით) და დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით (თუ აქვს ბეჭედი). ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი.

3. წერილობითი ფორმის „საგადასახადო მოთხოვნა“, შეტყობინება, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, საგადასახადო დეკლარაცია, საჩივარი, სხვა დოკუმენტი ან წერილი გადაცემულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდა ადრესატს უშუალოდ ან დაზღვეული საფოსტო გზავნილით.

4. დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტის/წერილის გადაცემის თარი-ღად ითვლება საფოსტო გზავნილის ჩაბარების თარიღი.“.

6. 57-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო ვალდებულებად ითვლება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული და შემოღებული გადასახადი, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი, ასევე დაკისრებული საგადასახადო სანქცია.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს და სხვა ვალდებულ პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრებათ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის ან/და სანქციის თანხის გადახდას.“;

გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგა-დასახადო ვალდებულება 1 ლარამდე ნულდება.“.

7. 133-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემ-დეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მიზნებისათვის, შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე გადასახადებით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღრიცხვის წესის დარღვევად ითვლება პირველადი დოკუმენტების, სასაქონლო ზედნადებების (დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების), საბუღალტრო აღრიცხვის რეგისტრების უქონლობა, ან დადგენილი წესის დარღვევით მათი წარმოება, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის ან/და დალუქვის გარეშე შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის არსებობა, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშებზე და ანგარიშგებაში გადასახადის გადამხდელის სამეურნეო ოპერაციების, ფულადი სახსრების, მატერიალური ფასეულობების, არამატერიალური აქტივებისა და ფინანსური დაბანდებების სისტემატურად (კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ და მეტჯერ) არადროულად ან არასწორად ასახვა.“.

8. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) 2008 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ ფიზიკური პირის მიერ ამ მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს;“.

9. 172-ე მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) 2008 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ პირის მიერ ამ მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს;

ზ) 2008 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხდება ამ საქმიანობის ფარგლებში;“.

10. 230-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;“;

ბ) „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საქონლის ტრანზიტი და დროებით შემოტანა. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანისას (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის, გემების, საჰაერო საფრენი საშუალებების დროებით შემოტანისა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრული საქონლის დროებით შემოტანისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენების მშენებლობის, შეს-რულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებით შემოტანისა), აგრეთვე საქართველოს საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრული იმ საქონლის დროებით შემოტანისას, რომელსაც გაუგრძელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით ყოფნის ვადა, გადაიხდევინება დღგ ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია, ხოლო საქართველოდან აღნიშნული საქონლის გატანისას საქართველოს საბაჟო კოდექსის 130-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით ბრუნდება დღგ-ის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია ფაქტობრივად გატანილი საქონლის ღირებულების მიხედვით;

მ) რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გადაიხდევინება დღგ ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია, ხოლო საქართველოდან აღნიშნული საქონლის გატანისას ბრუნდება დღგ-ის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია ფაქტობრივად გატანილი საქონლის ღირებულების მიხედვით;

ნ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის იმპორტი, რომელზედაც გადაიხდევინება დღგ ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია, ხოლო საქართველოს ტერიტორიიდან ამ საქონლის გატანისას ბრუნდება დღგ-ის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია ფაქტობრივად გატანილი საქონლის ღირე-ბულების მიხედვით. გადამუშავების პროდუქტების იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევისას გარანტიის შესაბამისი თანხები წარიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში;“;

გ) „ჰ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ ქვეპუნქტი:

„ჰ1) თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში საქონლის გადატანის, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ საქონლის განადგურების ან სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის საბაჟო დამუშავების ოპერაციისთვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა; საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული დაბრუნებული საქონლის, საზღვაო თევზჭერის ან ზღვის სხვა პროდუქტების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა.“.

11. 231-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საბაჟო დეკლარაციას საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაშვების შესახებ.“.

12. 233-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე საავიაციო საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების მიწოდება იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით. საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად განკუთვნილი საავიაციო საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას გადაიხდევინება დღგ ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია. იმპორტიორს უბრუნდება დღგ-ის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული ამ საქონლის მოცულობის მიხედვით.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე საწვავისა და საპოხი საშუალებების მიწოდება იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით. საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად განკუთვნილი საწვავისა და საპოხი საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას გადაიხდევინება დღგ ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია. იმპორტიორს უბრუნდება დღგ-ის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული ამ საქონლის მოცულობის მიხედვით. საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

13. 236-ე და 237-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 236. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის (გადამუშავების პროდუქტის ან გადაუმუშავებელი საქონლის) საქართველოს ტერიტორიიდან გატანის დაბეგვრა

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის (გადამუშავების პროდუქტის ან გადაუმუშავებელი საქონლის) საქართველოს ტერიტორიიდან გატანა იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით.

    მუხლი 237. ელექტროენერგიის მიწოდების, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების დაბეგვრა

2008 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის მიწოდებისა (მათ შორის, სხვა მომხმარებლებისათვის შემდგომი მიწოდების მიზნით), აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით.“.

14. 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საბაჟო დეკლარაციას საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაშვების შესახებ.“.

15. 265-ე მუხლის:

ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აქციზური საქონლის ტრანზიტი და დროებით შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური საქონლის დროებით შემოტანისას (გარდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრული აქციზური საქონლის დროებით შემოტანისა, აგრეთვე იმ მსუბუქი ავტომობილების დროებით შემოტანისა, რომლებიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომად-გენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, და მსუბუქი ავტომობილების დროებით შემოტანისა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოების და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდე-ბულებების, კერძოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენების მშენებლობის, შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის), აგრეთვე საქართველოს საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრული იმ აქციზური საქონლის დროებით შემოტანისას, რომელსაც გაუგრძელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით ყოფნის ვადა, გადაიხდევინება აქციზი ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია, ხოლო საქართველოდან აღნიშნული საქონლის გატანისას საქართველოს საბაჟო კოდექსის 130-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით ბრუნდება აქციზის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია ფაქტობრივად გატანილი საქონლის ღირებულების მიხედვით;

ე) საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საავიაციო საწ-ვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი, რისთვისაც გადაიხდევინება აქციზი ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია. იმპორტიორს უბრუნდება აქციზის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული ამ საქონლის მოცულობის მიხედვით;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავისა და საპოხი საშუალებების იმპორტი, რისთვისაც გადაიხდევინება აქციზი ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია. იმპორტიორს უბრუნდება აქციზის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული ამ საქონლის მოცულობის მიხედვით.“.

16. 270-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) 2008 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული და საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით დაკავებული პირის მიერ აღნიშნულ საქმიანობაში დაქირავებულისათვის გადახდილი ანაზღაურება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში დამქირავებლის მიერ ამ მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს.“.

17. კანონს XII კარის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XII1 კარი:

 

„კარი XII1

საბაჟო გადასახადი

 

თავი XXXIX1

საბაჟო გადასახადი

    მუხლი 2701. გადასახადის გადამხდელი

საბაჟო გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს საქონელს.

    მუხლი 2702. დაბეგვრის ობიექტი

საბაჟო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია იმ საქონლის საბაჟო ღირებულება, რომელიც გადაკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 2703. გადასახადის განაკვეთები

1. საბაჟო გადასახადის 12%-იანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:

კოდი

დასახელება

1

0105

შინაური ფრინველი ცოცხალი (შინაური ქათამი Gallus domesticus), იხვი, ბატი, ინდაური და ციცარი

2

0201

ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, ახალი ან გაცივებული

3

0202

ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, გაყინული

4

0203 11

– – დაუფეშხოებელი ნაკლავი და დაფეშხოებული ნაკლავი

5

0203 12

– – ბარკლები, ბეჭები და მათი გადანაჭრები, ძვლებგამოუცლელი

6

0203 19

– – დანარჩენი

7

0203 21

– – დაუფეშხოებელი ნაკლავი და დაფეშხოებული ნაკლავი

8

0203 29

– – დანარჩენი

9

0204

ხორცი ცხვრისა ან თხისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული

10

0205 00

ხორცი ცხენის, ვირის, ჯორისა ან ჯორცხენის, ახალი, გაცივებული ან გაყინული

11

0206

საკვები სუბპროდუქტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ცხენის, ვირის, ჯორისა ან ჯორცხენის, ახალი, გაცივებული ან გაყინული

12

0207

ხორცი და საკვები სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული

13

0208

სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, გაცივებული ან გაყინული

14

0209 00

ღორის ქონი, მჭლე ხორცისაგან გამოცალკევებული და შინაური ფრინველის ქონი, გადაუდნობელი ან რაიმე სხვა ხერხით ამოუღებელი, ახალი, გაცივებული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი

15

0210

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცისაგან ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან

16

0401 10 100 00

– – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

17

0401 20 110 00

– – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

18

0401 20 910 00

– – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

19

0401 30 110 00

– – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

20

0401 30 310 00

– – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

21

0401 30 910 00

– – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

22

0402 10 110 00

– – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

23

0402 10 910 00

– – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

24

0402 21 110 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

25

0402 21 910 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

26

0402 29 150 00

– – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

27

0402 29 910 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

28

0402 91 110 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

29

0402 91 310 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

30

0402 91 510 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

31

0402 91 910 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

32

0402 99 110 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

33

0402 99 310 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

34

0402 99 910 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

35

0403

დო, აჭრილი რძე და ნაღები, იოგურტი, კეფირი და სხვა ფერმენტირებული ან შედედებული რძე და ნაღები, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე, ხილის, კაკლის ან კაკაოს დამატებით ან მათ გარეშე

36

0406 10

– ახალი ყველი (მოუმწიფებელი ან დაუვარგებელი), შრატ-ალბუმინური ყველის ჩათვლით, და ხაჭო

37

0406 40

– ცისფერი ყველი

38

0407 00

ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული

39

0408

ფრინველის კვერცხი უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, დაყალიბებული, გაყინული ან სხვა ხერხით დაკონსერვებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე:

40

0409 00 000 00

ნატურალური თაფლი

41

0410 00 000 00

ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი

42

0702 00 000 00

პომიდორი, ახალი ან გაცივებული

43

0703

ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული:

44

0704

თავხვეული კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, კეჟერა კომბოსტო და Brassica გვარის საკვები ანალოგიური ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული

45

0705

სალათა – ღორის ქადა (Lactuca Sativa) და ვარდკაჭაჭა (Cichorium spp.), ახალი ან გაცივებული

46

0706

სტაფილო, თალგამი, სუფრის ჭარხალი, თხისწვერა, ფესვურა ნიახური, ბოლოკი და სხვა ანალოგიური საკვები ძირნაყოფები, ახალი ან გაცივებული

47

0707 00

კიტრი და კორნიშონები, ახალი ან გაცივებული

48

0708

პარკოსანი ბოსტნეული, დაჩურჩული ან დაუჩურჩავი, ახალი ან გაცივებული

49

0709

ბოსტნეული დანარჩენი, ახალი ან გაცივებული

50

0710

ბოსტნეული (ახალი ან წყალში ან ორთქლზე მოხარშული), გაყინული

51

0711

ბოსტნეული, დაკონსერვებული, ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში, გოგირდოვან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი

52

0712 20 000 00

– თავიანი ხახვი

53

0712 30 000 00

– – გარიცუს გვარის სოკოები

54

0712 32 000 00

– – ხის სოკო, ან აურიკულარიები (Auricularia spp.)

55

0712 33 000 00

– – საფუარი სოკოები (Tremella spp.)

56

0712 39 000 00

– – დანარჩენი

57

0713

პარკოსანი ბოსტნეული ხმელი, დაჩურჩული, სათესლე ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი

58

0714

მანიოკი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი ანუ ბატატი და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად ან გრანულების სახით; საგოს პალმის ნაყოფის გული

59

0801

ქოქოსის კაკალი, ბრაზილიური და კეშიუ, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე

60

0802

კაკალი დანარჩენი, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე

61

0803 00

ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან ხმელი

62

0804 10 000 00

ფინიკი

63

0804 20

ლეღვი

64

0804 30 000 00

ანანასი

65

0805

ციტრუსები, ახალი ან ხმელი

66

0806

ყურძენი, ახალი ან ხმელი

67

0807

ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი

68

0808

ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი

69

0809

გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი (ნექტარინების ჩათვლით), ქლიავი და ღოღნოშო, ახალი

70

0810

ხილი დანარჩენი, ახალი

71

0811

ხილი და კაკალი, წყალში ან ორთქლზე თბურად დამუშავებული ან დაუმუშავებელი, გაყინული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე

72

0812

ხილი და კაკალი, დაკონსერვებული ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში, გოგირდოვან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი

73

0813

ხილი ხმელი, 0801–0806 სასაქონლო პოზიციებს ნაყოფების გარდა; მოცემული ჯგუფის კაკლის ან ხმელი ნაყოფების ნარევები

74

0814 00 000 00

ციტრუსების ნაყოფების კანი ან ნესვების ქერქი (საზამთროს ქერქის ჩათვლით), ახალი, გაყინული, ხმელი ან ხანმოკლე შენახვისათვის დაკონსერვებული მარილწყალში, გოგირდოვან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში

75

0902 10 000 00

– ჩაი მწვანე (არაფერმენტირებული), პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 3 კგ-ისა

76

0902 30 000 00

– ჩაი შავი (ფერმენტირებული) ან ნაწილობრივ ფერმენტირებული, პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 3 კგ-ისა

77

1005

სიმინდი

78

1101 00

ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი

79

1102

დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარდა ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა

80

1103

ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები

81

1104

მარცვლოვანების მარცვალი, დამუშავებული სხვა ხერხით (მაგალითად, დაჩურჩული, გაბრტყელებული, გადამუშავებული ფანტელებად, დატეხილი, დაროშილი ან დამსხვრეული), გარდა 1006 სასაქონლო პოზიციის ბრინჯისა; მარცვლოვანების მარცვლის ჩანასახები, მთლიანი, გაბრტყელებული, ფანტელების სახით ან დაფქული

82

1105

კარტოფილის წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი, ფხვნილი, ფანტელები, გრანულები:

83

1106

წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის, საგოს პალმის ნაყოფის გულის, 0714 სასაქონლო პოზიციის ძირნაყოფების ან ბოლქვნაყოფების ან 08 ჯგუფის პროდუქტებისაგან

84

1108

სახამებელი; ინულინი

85

1109 00 000 00

ხორბლის წებოვანა, მშრალი ან ტენიანი

86

1601 00

ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; მზა საკვები პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე

87

1602 10 00

– ჰომოგენიზებული მზა პროდუქტები

88

1602 20

– ნებისმიერი ცხოველის ღვიძლისაგან

89

1602 31

– – ინდაურის

90

1602 32

– – შინაური ქათმის (Gallus domesticus):

91

1602 39

– – დანარჩენი:

92

1602 41

– – ბარკლები და მათი გადანაჭრები

93

1602 42

– – ბეჭის ნაწილი და მისი გადანაჭრები

94

1602 49

– – დანარჩენი, ნარევების ჩათვლით

95

1602 50

– მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცისაგან

96

1701 12

– – ჭარხლის შაქარი

97

1701 91 000 00

– – საგემოვნო-არომატული ან საღებარი დანამატებით

98

1701 99

– – დანარჩენი

99

1702 19 000 00

– – დანარჩენი

100

1702 20

– შაქარი და ნეკერჩხლის სიროფი

101

1702 30

– გლუკოზა და გლუკოზის სიროფი, ფრუქტოზის შემცველობის გარეშე ან ფრუქტოზის შემცველობით 20 მას.%-ზე ნაკლები, მშრალ მდგომარეობაში

102

1702 40

– გლუკოზა და გლუკოზის სიროფი, მშრალ მდგომარეობაში ფრუქტოზის შემცველობით არანაკლებ 20 მას.%-ისა, მაგრამ 50 მას.%-ზე ნაკლები, ინვერტული შაქრის გარდა

103

1702 50 000 00

– ქიმიურად სუფთა ფრუქტოზა

104

1702 60

– ფრუქტოზა დანარჩენი და ფრუქტოზის სიროფი, მშრალ მდგომარეობაში ფრუქტოზის შემცველობით 50 მას.%-ზე მეტი, ინვერტული შაქრის გარდა

105

1702 90

– დანარჩენი, ინვერტული შაქრისა და სხვა შაქრისა და შაქრის სიროფების ჩათვლით, მშრალ მდგომარეობაში ფრუქტოზის შემცველობით 50 მას.%

106

1703

მელასა, შაქრის ამორებით ან რაფინირების შედეგად მიღებული:

107

1704

შაქრის საკონდიტრო ნაწარმი (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომელიც არ შეიცავს კაკაოს

108

19

მზა პროდუქტები მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლის ან რძისაგან; ცომეული საკონდიტრო ნაწარმი

109

2001

ბოსტნეული, ხილი, კაკალი და მცენარეთა საკვებად ვარგისი სხვა ნაწილები, ძმრის ან ძმარმჟავას დამატებით დამზადებული ან დაკონსერვებული

110

2002

პომიდორი, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული

111

2003

სოკო და ტრიუფელი, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული

112

2004

სხვა ბოსტნეული, ძმრისა ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაყინული, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა

113

2005

სხვა ბოსტნეული, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა

114

2006 00

ბოსტნეული, ხილი, კაკალი, ნაყოფების ქერქი ან მცენარეთა სხვა ნაწილები, შაქრით დაკონსერვებული (შაქრის სიროფით გაჟღენთილი, მოსარკლული ან დაშაქრული)

115

2007

ჯემი, ხილის ჟელე, მარმელადები, ხილის ან კაკლის პიურე, ხილის ან კაკლის პასტა, თბური დამუშავებით მიღებული, მათ შორის, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით

116

2008 19

– – დანარჩენი, ნარევების ჩათვლით

117

2008 20

– ანანასი

118

2008 30

– ციტრუსები

119

2008 40

– მსხალი

120

2008 50

– გარგარი

121

2008 60

– ალუბალი და ბალი

122

2008 70

– ატამი, ნექტარინების ჩათვლით

123

2008 80

– მარწყვი და ხენდრო

124

2008 91 000 00

– – პალმის გული

125

2008 92

– – ნარევები

126

2008 99

– – დანარჩენი

127

2009

ხილის წვენები (ყურძნის ბადაგის ჩათვლით) და ბოსტნეულის წვენები, დაუდუღებელი და სპირტის დანამატების გარეშე, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე

128

2201 10 190 09

– – – – დანარჩენი

129

2201 10 900 00

– – დანარჩენი

130

2201 90 000 09

– – – დანარჩენი

131

2201 90 000 99

– – დანარჩენი

132

2202

წყლები, მინერალურისა და გაზიანის ჩათვლით, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ან საგემოვნო-არომატული ნივთიერებების დანამატების შემცველობით, და სხვა უალკოჰოლო სასმელები, 2009 სასაქონლო პოზიციის ხილისა და ბოსტნეულის წვენების გარდა

133

2203 00

ალაოს ლუდი

134

24

თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები

135

25

მარილი; გოგირდი; მიწები და ქვა; საბათქაშე მასალები, კირქვა და ცემენტი

136

6801 00 000 00

ძელურა, ბორდიურის ქვები და დასაგები ფილები ბუნებრივი ქვისაგან (გარდა ფიქალისა)

137

6802

ქვა დამუშავებული (გარდა ფიქალისა) ძეგლებისათვის ან მშენებლობისათვის და მისი ნაწარმი, გარდა 6801 სასაქონლო პოზიციის საქონლისა; მოზაიკის კუბურები და ბუნებრივი ქვის (ფიქალის ჩათვლით) ანალოგიური ნაწარმი ფუძეზე ან ფუძის გარეშე; ბუნებრივი ქვის (ფიქალის ჩათვლით) გრანულები, ნაფხვენი და ფხვნილი, ხელოვნურად შეღებილი

138

6803 00

ფიქალი დამუშავებული და ფიქალის ან აგლომერირებული ფიქალის ნაწარმი

139

6804

დოლაბები, სალესი ქვები, სახეხი რგოლები და ანალოგიური უკარკასო ნაწარმი, განკუთვნილი სახეხად, სალესად, საპრიალებლად, მოსარგებად ან მოსაჩუქურთმებლად, ქვები ხელით სალესად ან საპრიალებლად და მათი ნაწილები ბუნებრივი ქვის, აგლომერირებული ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზივების ან კერამიკისაგან, სხვა მასალების დეტალებთან აწყობილი ან ამ დეტალების გარეშე

140

6805

ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზიული ფხვნილი ან მარცვალი, გაჭრილ ან გაკერილ, ან განსაზღვრული ფორმის მისაღებად სხვა მეთოდით დამუშავებულ, ან დაუმუშავებელ ქსოვილის, ქაღალდის, მუყაოს ან სხვა ფუძეზე

141

6806

წიდის ბამბა, მინერალური სილიკატური ბამბა და ანალოგიური მინერალური ბამბები; განშრევებული ვერმიკულიტი, აფუებული თიხები, აქაფებული წიდა და ანალოგიური აფუებული მინერალური პროდუქტები; თბოსაიზოლაციო, ბგერათსაიზოლაციო ან ბგერათშთამნთქმელი მინერალური მასალების ნარევები და ნაწარმი, გარდა 6811 ან 6812 სასაქონლო პოზიციის ან 69 ჯგუფის ნაწარმისა

142

6807

ნაწარმი ასფალტის ან ანალოგიური მასალებისაგან (მაგალითად, ნავთობის ბიტუმის ან ქვანახშირის სქელფისისაგან)

143

6808 00 000 00

პანელები, ფილები, ბლოკები და ანალოგიური ნაწარმი ცემენტით, თაბაშირით ან სხვა მინერალური შემკვრელი ნივთიერებებით აგლომერირებული მცენარეული ბოჭკოების, ჩალის, ბურბუშელას, ნაფოტის, ნაწილაკების, ნახერხის ან ხე-ტყის სხვა ნარჩენებისაგან

144

6809

ნაწარმი თაბაშირისა ან მის ფუძეზე დამზადებული ნარევებისაგან

145

6810

ცემენტის, ბეტონის ან ხელოვნური ქვის ნაწარმი, დაარმატურებული ან დაუარმატურებელი

146

6811

ნაწარმი აზბესტცემენტის, ცელულოზისბოჭკოებიანი ცემენტის ან ანალოგიური მასალებისაგან

147

6812 50 000 00

– ტანსაცმელი, ტანსაცმლის საკუთნოები, ფეხსაცმელი და თავსაბურავები

148

6812 60 000 00

– ქაღალდი, სქელი მუყაო, ქეჩა ან ფეტრი

149

6812 70 000 00

– ფურცლები ან რულონები წნეხილი აზბესტისაგან

150

6814

ქარსი დამუშავებული და მისი ნაწარმი, აგლომერირებული ან რეგენერირებული ქარსის ჩათვლით, ქაღალდის, მუყაოს ან სხვა ფუძეზე ან მის გარეშე

151

6815

ნაწარმი ქვისა ან სხვა მინერალური ნივთიერებებისაგან (ნახშირბადიანი ბოჭკოების, ნახშირბადიანი ბოჭკოების ნაწარმისა და ტორფის ნაწარმის ჩათვლით), სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი

 

2. საბაჟო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:

 

კოდი

დასახელება

1

0203 22

– – ბარკლები, ბეჭები და მათი გადანაჭრები, ძვლებგამოუცლელი

2

0405 10 110 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 1 კგ-ისა

3

0406 20

– ყველი სრესილი ან ფხვნილის სახით, ყველა ხარისხის

4

0406 30

– მდნარი ყველი, არც სრესილი და არც ფხვნილის სახით

5

0406 90

– დანარჩენი ყველი

6

0712 90

– დანარჩენი ბოსტნეული; ბოსტნეულის ნარევები

7

0804 40 000 00

– ავოკადო

8

0804 50 000 00

– გუაიავა, მანგო და მანგოსტანი, ანუ გარცინია

9

1702 11 000 00

– – ლაქტოზის შემცველები 99 მას.% ან მეტი, გამოხატული, როგორც უწყლო ლაქტოზა, მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით

10

2008 11

– – – არაქისის ზეთი

3. ამ ნაწილში აღნიშნული საქონელი იბეგრება შემდეგი საბაჟო გადასახადის განაკვეთით (euro/%vol/HL ნიშნავს, რომ ერთ ჰექტალიტრზე (100 ლიტრზე) გადასახდელი საბაჟო გადასახადის თანხა შეადგენს საბაჟო გადასახადის განაკვეთის ნამრავლს მოცემული საქონლის ალკოჰოლის პროცენტული შემცველობის მაჩვენებელზე):

 

კოდი

დასახელება

საბაჟო გადასახადის განაკვეთი

1

2204 10

– ღვინოები ცქრიალა

1,5 euro/lit

2

2204 21

– – 2 ლ-იან ან 2 ლ-ზე ნაკლები ტევადობის ჭურჭელში:

0,5 euro/lit

3

2204 29

– – დანარჩენი

0,2 euro/lit

4

2204 30

– ყურძნის ტკბილი, დანარჩენი

0,2 euro/lit

5

2205

ვერმუტები და ყურძნის სხვა ნატურალური ღვინოები, მცენარეული ან არომატული ექსტრაქტების დამატებით

0,5 euro/lit

6

2206 00

სხვა დადუღებული სასმელები (მაგალითად, სიდრი, პერი (მსხლის სიდრი), თაფლის სასმელი); ნარევები დადუღებული სასმელებისაგან და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩამოუთვლელი

0,5 euro/lit

7

2207

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან 80 მოც.%-ზე მეტი; ეთილის სპირტი და სხვა დენატურირებული სპირტები ნებისმიერი კონცენტრაცით

3 euro/lit

8

2208 20

– სპირტის ნაყენები, მიღებული ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციის (გამოხდის) შედეგად:

5 euro/lit

9

2208 30

– ვისკი

5 euro/%vol/HL

10

2208 40

– რომი და ტაფია

5 euro/%vol/HL

11

2208 50

– ჯინი და ღვიის ნაყენი

5 euro/%vol/HL

12

2208 60

– არაყი

5 euro/%vol/HL

13

2208 70

– ლიქიორები

5 euro/%vol/HL

14

2208 90

– დანარჩენი

5 euro/%vol/HL

15

2209 00

ძმარი და მისი შემცვლელები, მიღებული ძმარმჟავასაგან

0,4 euro/lit

 

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი საქონელი დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იბეგრება საბაჟო გადასახადის იმ თანხის 3%-ით, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, საანგარიშო თვის 15 რიცხვამდე, ხოლო ბოლო გადახდა – საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული გადახდას დაქვემდებარებული თანხების ჯამური ოდენობა (საურავის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს საბაჟო გადასახადის იმ თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას.

6. 2009 წლის 1 იანვრამდე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტისას საბაჟო გადასახადის განაკვეთია 0,05 ლარი ავტომობილის ძრავის მოცულობის ყოველ კუბურ სანტიმეტრზე პლუს საბაჟო გადასახადის თანხის 5% ავტომობილის ექსპლუატაციაში ყოფნის ყოველი წლისათვის.

    მუხლი 2704. გადასახადის დარიცხვისა და გადახდის წესი

1. საბაჟო გადასახადის დარიცხვა ხდება საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით (გარდა ამ კოდექსის 2703 მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხოლო გადახდა – საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას საბაჟო ორგანოების მიერ საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებამდე სხვა საბაჟო გადასახდელებთან ერთად.

2. საბაჟო გადასახადის გადახდის საფუძველია საბაჟო დეკლარაცია.

    მუხლი 2705. გადასახადისაგან გათავისუფლება

საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) საქონლის ექსპორტი;

ბ) საქონლის რეექსპორტი; საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას გადაიხდევინება საბაჟო გადასახადი ან რეექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია, ხოლო საქართველოს ტერიტორიიდან ამ საქონლის გატანისას გადამხდელს უბრუნდება საბაჟო გადასახადის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია ფაქტობრივად გატანილი საქონ-ლის ღირებულების მიხედვით;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გამავალი საქონელი;

დ) უცხოური საქონელი საბაჟო საწყობებში მოთავსებისას; საბაჟო საწყობებიდან საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას იგი იბეგრება დადგენილი წესით, ხოლო სხვა საბაჟო რეჟიმის პირობებში – სათანადო რეჟიმის შესაბამისად;

ე) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;

ვ) საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად განსაზღვრული წესით;

ზ) საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტებით, რომლებიც არანაკლებ 25%-ის ოდენობით შეიცავს გრანტის ელემენტს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გრანტის ელემენტს გაიანგარიშებს საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად;

თ) საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ქონების იმპორტი, აგრეთვე „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი;

ი) საქონლის დროებით შემოტანა საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრული გათავისუფლებით (გარდა იმ საქონლისა, რომელსაც გაუგრძელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით ყოფნის ვადა); გემების, საჰაერო საფრენი საშუალებებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენების მშენებლობის, შესრულების უზრუნველსაყოფად საქონლის საქართველოში დროებით შემოტანა; იმ საქონლის დროებით შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო; აგრეთვე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დროებით შემოტანა;

კ) თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში საქონლის გადატანის, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ საქონლის განადგურების ან სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა; საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ამ რეჟიმის შესაბამისად; საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული დაბრუნებული საქონლის, საზღვაო თევზჭერის ან ზღვის სხვა პროდუქტების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა; საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვ-ნილი საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, რომელზედაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი იტოვებს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ გარანტიას და რომლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას უქმდება გარანტია ფაქტობრივად გატანილი საქონლის ღირებულების მიხედვით;

ლ) გზავნილების შემთხვევაში, იურიდიული (გარდა ამ ნაწილის „ლ.გ“, „ლ.დ“ და „ლ.ე“ ქვეპუნქტებისა) ან ფიზიკური პირის მიერ ერთი დღე-ღამის განმავლობაში:

ლ.ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 06, 07, 08, 19 ჯგუფებისა და 0401–0406, 1601, 1702–1704, 2101-2102 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 200 ლარამდე ღირებულების, მაგრამ საერთო წონით არა უმეტეს 5 კგ-ისა, კვების პროდუქტების იმპორტი;

ლ.ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–96 ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე (ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანისას – 1500 ლარამდე) ღირებულების, 50 კგ-მდე საერთო წონის, არაერთგვაროვანი, პირადი სარგებლობისათვის (ფიზიკური პირის შემთხვევაში) განკუთვნილი საქონლის იმპორტი;

ლ.გ) 2 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლური სასმელისა და 200 ღერი სიგარეტის იმპორტი (გარდა 18 წლამდე ასაკის პირის მიერ იმპორტირებულისა);

ლ.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–96 ჯგუფების შესაბამისი 7500 ლარამდე ღირებულების, არაერთგვაროვანი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი, ხოლო უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომა-ტიური თანამდებობის პირისათვის დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი;

ლ.ე) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას ფიზიკური პირის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი;

მ) ბავშვთა კვების პროდუქტებისა და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისათვის; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი;

ნ) საერთაშორისო საჰაერო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საავიაციო საწვავი, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებები, აგრეთვე საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საწვავი და საპოხი საშუალებები. საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული საქონლის შემოტანისას გადაიხდევინება საბაჟო გადასახადი ან საბაჟო ორგანოების მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია, ხოლო საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული მოცულობის მიხედვით იმპორტიორს უბრუნდება გადახდილი საბაჟო გადასახადის თანხა ან უქმდება გარანტია;

ო) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი;

პ) უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში ან საკუთრებაში;

ჟ) 2008 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნაწარმის ან/და ნედლეულის („ტრაბზონის“ ჯიშის თამბაქოს გარდა) იმპორტი.“.

18. 275-ე მუხლის:

ა) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პირი გადასახადს იხდის არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ნოემბრისა.

6. ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე ქონების გადასახადი გადაიხდევინება საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის სახით და ბიუჯეტში ჩაირიცხება არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა. მიმდინარე გადასახდელის სახით ბიუჯეტში ჩარიცხული თანხა ჩაითვლება საგადასახადო პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებულ გადასახადის თანხად. ამასთანავე, თუ გადასახადის გადამხდელი არსებობს მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში, იგი გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად.“;

ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე გადასახადის თანხის გადახდა ხდება ყოველწლიურად ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც არ ექვემდებარება გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას – არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, ხოლო თუ დაბეგვრის ობიექტის გასხვისება აღნიშნულ ვადამდე ხდება – მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე. ამ შემთხვევაში ქონების მიმღებს მიმდინარე კალენდარული წლისათვის დაბეგვრის ობიექტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა.“;

გ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს დეკლარაცია, თუ:

ა) ამ კოდექსის 276-ე მუხლის გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა;

ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარმოდგენილია ან დარიცხულია საგადასახადო ორგანოს მიერ და მომდევნო საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ ხდება დაბეგვრის ობიექტის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილება. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ გადამხდელს წარუდგინა „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომში განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.“.

19. XLI თავი ამოღებულ იქნეს.

20. 281-ე მუხლის:

ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 2008 წლის 1 იანვრამდე პირებზე, რომლებიც ჟურნალ-გაზეთების გავრცელებას ახორციელებენ სპეციალიზებული ჯიხურებით, რომლებშიც იყიდება მხოლოდ ჟურნალები ან/და გაზეთები, არ ვრცელდება ამ კოდექსის 971 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები.“;

ბ) მე-15 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 ნაწილი:

„16. 2007 წელს ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით:

ა) თუ ფიზიკურმა პირმა არ წარადგინა ამ კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დეკლარაცია, მაშინ საგადასახადო ორგანოები საგადასახადო ვალდებულებებს განსაზღვრავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურების მიერ ამავე კოდექსის 274-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ორგანოებისათვის წარდგენილი მონაცემების საფუძველზე;

ბ) ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის დეკლარაციის წარუდგენლობისათვის ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ ეკისრებათ.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-18 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

    მუხლი 3.

 ამ კანონის პირველი მუხლის მე-18 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4246–რს