საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4247
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 30/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.002.658
  • Word
4247
29/12/2006
სსმ, 50, 30/12/2006
230.000.000.05.001.002.658
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს საბაჟო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის:

ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სატარიფო ღონისძიებები – განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო გადასახადით.“;

ბ) მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმპორტის გადასახდელი – საბაჟო მოსაკრებელი, საბაჟო გადასახადი, აქციზი ან/და დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან დაკავშირებით;“.

2. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საბაჟო ტარიფები და საქონლის კლასიფიკაცია“.

3. 26-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს საბაჟო ტარიფი არის მონაცემთა სისტემატიზებული ერთობლიობა, რომელიც შედგება:

ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურისაგან (შემდგომში – სესესნ);

ბ) საბაჟო გადასახადის განაკვეთებისაგან ან შეღავათებისაგან, რომლებიც გამოიყენება სესესნში მოცემული საქონლის მიმართ;

გ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი შეღავათებისაგან (პრეფერენციებისაგან);

დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით ცალკეული ქვეყნებისათვის, ქვეყნების ჯგუფებისათვის ან ტერიტორიებისათვის ცალმხრივად დადგენილი საბაჟო გადასახადის შეღავათებისაგან.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შეღავათები გამოიყენება საბაჟო გადასახადის ჩვეულებრივი განაკვეთების ნაცვლად, თუ საქონელი აკმაყოფილებს ამ შეღავათებით სარგებლობისათვის დადგენილ პირობებს.“.

4. 27-ე და 28-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27. საქონლის კლასიფიკაცია

1. საქონლის კლასიფიკაციისას დეკლარანტი საქონლის კოდს განსაზღვრავს სესესნის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. თუ საბაჟო ორგანო არ ეთანხმება დეკლარირებული საქონლის კოდს, იგი ამის შესახებ აცნობებს დეკლარანტს და საქონლის კოდი განისაზღვრება სესესნის საქონლის კლასიფიკაციის ზოგადი წესებით.

3. საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი ღონისძიებები, რომლებიც მოქმედებს სხვა სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით, გამოყენებული უნდა იქნეს საქონლის კლასიფიკაციის შესაბამისად.

4. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა და მისი გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

    მუხლი 28. საბაჟო მოსაკრებლებისა და საბაჟო გადასახადის განაკვეთები

საბაჟო მოსაკრებლების განაკვეთები, მათი შემოღებისა და ადმინისტრირების წესები რეგულირდება „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო საბაჟო გადასახადის განაკვეთები, მათი შემოღებისა და ადმინისტრირების წესები – საქართველოს საგადასახადო კოდექსით.“.

5. 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო გადასახადის გამოყენებისათვის, გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შეღავათებით სარგებლობისათვის;“.

6. 31-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ითვალისწინებს დეკლარირების დღისათვის საქონლის შეფასებას საბაჟო გადასახადისა და სხვა სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სატარიფო ღონისძიებების გამოყენების მიზნებისათვის.“.

7. 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას მგზავრი, რომელსაც აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი, ვალდებულია წარადგინოს მგზავრის საბაჟო დეკლარაცია, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დანიშნულების საბაჟო ორგანოში დაგვიანებით წარდგენილი პირადი ნივთები (ბარგი) საქართველოში შემოტანისას განიხილება, როგორც მგზავრთან ერთად გადაადგილებული პირადი ნივთები (ბარგი).

2. პირადი ნივთები არ ექვემდებარება დეკლარირებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შემოტანა-გატანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია ან/და მათი რაოდენობა და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას.“.

8. 91-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ უცხო ქვეყნიდან მიღებულ საფოსტო გზავნილში საქონლის რაოდენობა და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, გზავნილის მიმღები, საფოსტო გზავნილის დეკლარაციასთან ერთად, წარადგენს საბაჟო დეკლარაციას.“.

9. 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მისი გატანა გამოიწვევს მასზე გადახდილი საბაჟო გადასახადის დაბრუნებას ან ჩათვლას;“.

10. 170-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო გადასახდელებისაგან საქონლის გათავისუფლების შემთხვევებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

11. 174-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სხვა ქვეყნის დიპლომატიურ და საკონსულო კურიერებს უფლება აქვთ საქართველოში შემოიტანონ და საქართველოდან გაიტანონ პირადი სარგებლობისათვის გათვალისწინებული საქონელი ნაცვალგების პრინციპით, ორ ქვეყანას შორის არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე, საბაჟო კონტროლის გარეშე, საბაჟო გადასახადისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლებით.“.

12. 254-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ გამოიყენება ამ კოდექსის მე-7 მუხლის 30-ე ნაწილის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბაჟო რეჟიმები და საქონლის გადატანა თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში. ამასთანავე, ამ საქონლის რეექსპორტი დასაშვებია მხოლოდ 1 თვით, ხოლო საბაჟო საწყობის რეჟიმში მოქცევისას საქონელი უნდა განთავსდეს მხოლოდ დახურული ტიპის საბაჟო საწყობში არა უმეტეს 3 თვისა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4247–რს