საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4256
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 31/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.002.667
  • Word
4256
29/12/2006
სსმ, 51, 31/12/2006
230.000.000.05.001.002.667
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

��� მუხლი 1.

საქართველოს საბაჟო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს საბაჟო ორგანოების მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. საბაჟო ორგანოები საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის აღსრულები-სას ხელმძღვანელობენ ამ აქტებით.�.

2. მე-7 მუხლის:

ა) 24-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�24. საბაჟო ორგანო � საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მისი სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული ორგანო, ტერი-ტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეული ან სხვა ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციაა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული პროცედურების, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელება. ამასთანავე, აღნიშნული ორგანოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში საბაჟო ორგანოდ აგრეთვე ჩაითვლება რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, ამ დაწესებულების ტერიტორიული ორგანო ან სხვა ქვედანაყოფი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, შეასრულოს საბაჟო ორგანოს ფუნქციები.�;

ბ) 24-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 ნაწილი:

�241. შემოსავლების სამსახური � საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ან შემოსავლების სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში ამის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, რომელსაც მიენიჭება უფლებამოსილება, შეასრულოს შემოსავლების სამსახურის ამ კოდექსით გათვალისწინებული ფუნქციები.�.

3. 22-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. საბაჟო ორგანოების ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა შედგება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და მასში შემავალი საბაჟო ორგანოებისაგან.�;

ბ) მე-2 და მე-3 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

4. 24-ე და 25-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

5. 59-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. დროებითი დასაწყობების მიზნით საქონლის მფლობელის შუამდგომლობის საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონელი შეინახოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში მის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე.�.

6. 63-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�5. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანაზე ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების გაცემის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დელეგირებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურზე.�.

7. 84-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 84. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი

საქართველოს საზღვრებზე, საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს:

ა) სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს �სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ� და �მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ� საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ბ) სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს �სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ� და �ვეტერინარიის შესახებ� საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;

გ) სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს საქართველოს სანიტარიული კოდექსისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.�.

8. 90-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�5. მგზავრის წერილობითი განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საქონელი შეინახოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში 20 კალენდარული დღის განმავლობაში. მგზავრის დასაბუთებული წერილობითი განცხადების შესაბამისად საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, აღნიშნული ვადა გააგრძელოს 10 კალენდარულ დღემდე.�.

9. 103-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. საბაჟო საწყობის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს საწარმო ან მეწარმე ფიზიკური პირი ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.�.

10. 104-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვას გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. თუ შემოსავლების სამსახური თვითონ არის საბაჟო საწყობის მფლობელი, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა საჭირო არ არის.�;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. �ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვას 3 წლის ვადით გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, �ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, საჭიროა:

ა) საბაჟო საწყობი აკმაყოფილებდეს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

ბ) ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში ან არანაკლებ 3 წლის ვადით დადებული საიჯარო ხელშეკრულებით მის მფლობელობაში არსებობდეს საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა;

გ) წარდგენილ იქნეს საბაჟო გარანტია, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით;

დ) ნებართვის მაძიებელს არ ჰქონდეს საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანება.�.

11. 107-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 107. საქონლის შენახვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობი ღია სახისაა.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვისას საბაჟო ორგანოსა და მომთავსებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობები, მათი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კოდექსით.�.

12. 114-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�4. �ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვას 3 წლის ვადით გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. ეს ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ საქართველოს საწარმოზე ან მეწარმე ფიზიკურ პირზე.�.

13. 128-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით შესაძლებელია საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოექცეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი შემოტანისათვის განკუთვნილი ქვემოთ ჩამოთვლილი უცხოური საქონელი (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ საქონელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე უგრძელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის ვადა):

ა) ნებისმიერი სახის ცოცხალი ცხოველები (მათ შორის, თევზები), რომელთა შემოყვანის მიზანია:

ა.ა) წვრთნა, ვარჯიში, მოშენება, აწონვა, ვეტერინარული დამუშავება ან შემოწმება (შესყიდვის მიზნით და სხვა);

ა.ბ) წარმოდგენაში, გამოფენაში, კონკურსში, შეჯიბრებაში ან ჩვენებაში მონაწილეობა;

ა.გ) გართობა (ცირკის ცხოველები და სხვა), მოგზაურობა (მოგზაურთა შინაური ცხოველების ჩათვლით);

ა.დ) სპეციალური სამუშაოების შესრულება (პოლიციისათვის და სხვა მიზნებისათვის);

ა.ე) სამაშველო ოპერაციების ჩატარება;

ა.ვ) ძოვება;

ა.ზ) სამუშაოების შესრულება ან ტრანსპორტირება;

ა.თ) სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება (გველის შხამის მიღება და სხვა);

ბ) ბაზრობისათვის, გამოფენისათვის, სხვადასხვა სახის შეხვედრისა და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონელი, გარდა ღონისძიებაზე წარმოდგენილი დასახარჯი (მოსახმარი, გასანადგურებელი) უცხოური საქონლის ნიმუშებისა (კვების პროდუქტები, ელექტროშედუღებისათვის განკუთვნილი ელექტროდები, საღებავი, ლაქი, შპალერი, ნაბეჭდი მასალები, კატალოგები, სარეკლამო პლაკატები, ფასების მაჩვენებლები და სხვა). ეს საქონელია:

ბ.ა) საქონელი, რომელიც განკუთვნილია უცხოური დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;

ბ.ბ) სამშენებლო და დეკორატიული მასალა (ელექტრომოწყობილობების ჩათვლით), რომელიც აუცილებელია უცხოური დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;

ბ.გ) სარეკლამო-საჩვენებელი მასალა, რომელიც განკუთვნილია უცხოური საქონლის საჯარო დემონსტრირებისათვის (ხმისა და გამოსახულების ჩამწერი საშუალებები, ფილმები და სლაიდები, ასევე სხვა შესაბამისი მოწყობილობა);

გ) კინემატოგრაფიისათვის, პრესისათვის, ტელევიზიისა და რადიოს გადაცემებისათვის საჭირო პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც ეკუთვნის უცხოურ საწარმოს/ორგანიზაციას ან არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, საქართველოში შემოტანილია და გამოიყენება ამავე პირის მიერ მხოლოდ პრესის, ხმოვანი და სატელევიზიო მოწყობილობებისათვის, რომლებიც საჭიროა უცხოური კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი პრესის, მაუწყებლობის ან სატელევიზიო ორგანიზაციის იმ წარმომადგენლობისათვის, რომელიც ამზადებს ან გადასცემს რეპორტაჟებს ან იწერს სპეციალურ პროგრამებს; კინემატოგრაფიული მიზნებისათვის განკუთვნილი პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა იმ უცხოური საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ახორციელებს ფილმის (ფილმების) გადაღებას. ეს მოწყობილობებია:

გ.ა) პრესისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: პერსონალური კომპიუტერი, ტელეფაქსი, საბეჭდი მანქანა, ყველა ტიპის ფოტოაპარატი (ფირიანი და ელექტრონული), ხმის გადამცემი ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე, საზომსაკონტროლო ხელსაწყოები და აპარატები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), დამხმარე საკუთვნოები (კასეტა, ფოტომეტრი, ობიექტივი, სამფეხა, აკუმულატორი, ამძრავი ღვედი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, მონიტორი);

გ.ბ) რადიომაუწყებლობისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: კავშირგაბმულობის მოწყობილობები (რადიოგადამცემი, რადიომიმღები ან გადამცემები, ტერმინალები, ქსელთან ან კაბელთან მისაერთებელი, კავშირგაბმულობის თანამგზავრული ხაზები), მოწყობილობები ბგერითი სიხშირეების გენერირებისათვის (ხმის ჩამწერი, რეგისტრაციის ან აღმწარმოებელი აპარატები), საზომსაკონტროლო აპარატები და ხელსაწყოები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტი, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), ხმის ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე;

გ.გ) ტელევიზიისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: ტელეკამერა, ტელეკინოპროექციის დანადგარი, საზომსაკონტროლო აპარატები და ხელსაწყოები, გადამცემი და რეტრანსლაციის აპარატები, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), აპარატურა ვიდეომონტაჟისათვის, დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, ობიექტივი, ფოტომეტრი, სამფეხა, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, კასეტა, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე (გადაცემის სათაური, სადგურის პირობითი მოსახმობი სიგნალი, მუსიკალური ჩანართი და ა.შ.), მიმდინარე გადასაღები მასალა (კინოფირი და ა.შ.), მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, დეკორაციები და სხვა თეატრალური და სასცენო აქსესუარები, გრიმი, თმის საშრობი;

გ.დ) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია ან სპეციალურად მომარჯვებულია ზემოთ მითითებული მიზნებისათვის, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებები ტელეგადამცემი აპარატურისათვის, სატელევიზიო დამხმარე მოწყობილობებისა და საკუთვნოებისათვის, ხმის ჩამწერი ან აღმწარმოებელი აპარატებისათვის, შენელებული აღწარმოების აპარატურისათვის, გამანათებელი მოწყობილობებისათვის;

გ.ე) კინემატოგრაფიისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: ყველა ტიპის კამერა (კინოკამერა და ვიდეოკამერა), საზომ-საკონტროლო მოწყობილობები და აპარატები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), ამწეურიკა ოპერატორისათვის და შტატივი მიკროფონისათვის, გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), აპარატურა ვიდეომონტაჟისათვის, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), მიმდინარე გადასაღები მასალა, დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტი, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, დეკორაციები და სხვა თეატრალური და სასცენო აქსესუარები, გრიმი, თმის საშრობი;

გ.ვ) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია ან სპეციალურად მომარჯვებულია ზემოთ მითითებული მიზნებისათვის;

დ) სხვა მოწყობილობები:

დ.ა) მოწყობილობები მანქანის, დანადგარის, სატრანსპორტო მოწყობილობების მონტაჟის, გამოცდის, გაშვების, კონტროლის, შემოწმების, ტექნიკური მომსახურების ან შეკეთებისათვის: ხელსაწყოები, მოწყობილობები და ხელსაწყოები გაზომვისათვის, შემოწმებისა და კონტროლისათვის (ტემპერატურის, წნევის, მანძილის, სიმაღლის, ზედაპირის, სიჩქარის და ა.შ.), მათ შორის, ელექტრონული ხელსაწყოები (ვოლტმეტრი, ამპერმეტრი, საზომი სადენი, კომპარატორი, ტრანსფორმატორი, სარეგისტრაციო მოწყობილობა და ა.შ.) და მოსაჭერი მოწყობილობები, აპარატები და მოწყობილობები მანქანებისა და დანადგარების ფოტოგრაფირებისათვის მონტაჟის დროს და მის შემდეგ, ხელსაწყო გემის ტექნიკური კონტროლისათვის;

დ.ბ) ექსპერტის, ბუღალტრისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებისათვის აუცილებელი მოწყობილობები: პერსონალური კომპიუტერი, საბეჭდი მანქანა, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი ან გადამცემი აპარატები, საანგარიშო ხელსაწყო და აპარატი;

დ.გ) მოწყობილობა, რომელიც საჭიროა ექსპერტისათვის, რომელსაც ევალება ტოპოგრაფიული გადაღება ან გეოფიზიკური დაზვერვა: საკონტროლო-საზომი ხელსაწყოები და აპარატები, საბურღი მოწყობილობა, გადამცემი მოწყობილობა და კავშირგაბმულობის მოწ-ყობილობა;

დ.დ) მოწყობილობა, რომელსაც იყენებს ექსპერტი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით;

დ.ე) ხელსაწყოები და აპარატები, რომლებიც აუცილებელია ექიმის, ქირურგის, ვეტერინარის, სანიტრისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებისათვის;

დ.ვ) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია არქეოლოგიის, პალეონტოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიისა და სხვა სპეციალისტებისათვის;

დ.ზ) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მსახიობისათვის, თეატრალური დასისა და ორკესტრისათვის; საგნები, რომლებიც გამოიყენება წარმოდგენის მსვლელობის დროს, მუსიკალური ინსტრუმენტები, დეკორაციები, კოსტიუმები და ა.შ.;

დ.თ) მოწყობილობა, რომელიც აუცილებელია მომხსენებლისათვის თავისი მოხსენების განმარტებისათვის;

დ.ი) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მოგზაურობის დროს ფოტოსურათების გადასაღებად (ნებისმიერი სახის ფოტოაპარატი, კასეტა, ექსპონომეტრი, ობიექტივი, სამფეხა, აკუმულატორი, ამძრავი ქამარი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, მონიტორი, გამანათებელი, მოდური ტანსაცმელი და მანეკენის ტუალეტის საგნები და ა.შ.);

დ.კ) ზემოაღნიშნული მიზნებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები, როგორებიცაა: მოძრავი საკონტროლო დანადგარი, მოძრავი სახელოსნო, მოძრავი ლაბორატორია და ა.შ.;

ე) საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისათვის შემოტანილი საქონელი (თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს ეს საქონელი რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში):

ე.ა) ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები: ეპიდიასკოპი, კინოპროექტორი, რირპროექტორი და ეპისკოპი, მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი და კინოსკოპი, დახშული სატელევიზიო სისტემა;

ე.ბ) ხმისა და გამოსახულების მატარებლები: დიაპოზიტივი, დიაფილმი და მიკროფილმი, კინოფილმი, ხმოვანი ჩანაწერი (მაგნიტური ლენტი, დისკი), ვიდეოლენტი;

ე.გ) სპეციალური მოწყობილობები: ბიბლიოგრაფიული მოწყობილობა და აუდიოვიზუალური საშუალებები ბიბლიოთეკისათვის, მოძრავი ბიბლიოთეკა, უცხოურ ენათა შემსწავლელი ლაბორატორია, სინქრონული თარგმნის მოწყობილობა, მექანიკური ან ელექტრონული პროგრამული სასწავლო მანქანა, სპეციალურად შექმნილი მოწყობილობა ინვალიდების სწავლებისათვის ან მათი პროფესიული მომზადებისათვის;

ე.დ) სხვა მოწყობილობები: კედლის დიაგრამა, მაკეტი, გრაფიკა, რუკა, გეგმა, ფოტოსურათი და ნახატი, საჩვენებლად შექმნილი ხელსაწყო, აპარატები და მოდელები, ხმოვანი ან ვიზუალური პედაგოგიური ინფორმაციის მატარებელი საგნების კოლექცია, რომელიც შექმნილია ამა თუ იმ საგნის (სასწავლო კომპლექტების) სასწავლებლად, ხელობის შესასწავლი ხელსაწყო, აპარატი, ინსტრუმენტი და ჩარხი, მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია სამაშველო პერსონალის მოსამზადებლად, იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით, რომლებიც შექმნილია ან სპეციალურად გამოიყენება სამაშველო ოპერაციის დროს;

ე.ე) წიგნები და ბეჭდვითი პროდუქცია: ყველა ჟანრის წიგნი, დაუსწრებელი სწავლების სახელმძღვანელო, გაზეთი და პერიოდული გამოცემა, ბროშურა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ნავსადგურში მეზღვაურების დასვენებისათვის ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ;

ე.ვ) აუდიოვიზუალური დანადგარები: ხმის ან გამოსახულების აღმწარმოებელი აპარატები, მაგნიტოფონი, რადიომიმღები და ტელევიზორი, საპროექციო აპარატი, ჩანაწერი დისკზე ან მაგნიტურ ლენტზე (ენების შემსწავლელი კურსები, რადიოგადაცემები, მუსიკალური ჩანაწერები და გასართობი ხასიათის ჩანაწერები), გადაღებული ან გამჟღავნებული კინო და ფოტოფირები, დიაპოზიტივი, ვიდეოლენტი;

ე.ზ) სპორტული ნაწარმი: სპორტული ტანსაცმელი, დიდი და პატარა ბურთები, ჩოგანი და ბადე, გემბანის თამაშები (შესაბამისი მოწყობილობა), ინვენტარი მძლეოსნობისათვის, სატანვარჯიშო მოწყობილობა;

ე.თ) მოწყობილობები თამაშისა და დასვენებისათვის: ოთახის თამაშები, მუსიკალური ინსტრუმენტები, მოწყობილობები და აქსესუარები მოყვარულთა თეატრისათვის, მოწყობილობები ფერწერისათვის, სკულპტურისათვის, ხესა და ლითონზე მუშაობისათვის, ხალიჩის დასამზადებლად და ა.შ.;

ე.ი) რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად საჭირო ნივთები;

ე.კ) დასვენებისათვის აუცილებელი მოწყობილობის ნაწილები, დეტალები და საკუთვნოები;

ე.ლ) თეატრალური კოსტიუმები და აქსესუარები, რომლებიც გამოგზავნილია თეატრალური საზოგადოებისა და თეატრისათვის დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის;

ე.მ) პარტიტურა და ნოტები, რომლებიც გამოგზავნილია საკონცერტო დარბაზებისათვის ან ორკესტრისათვის დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის;

ვ) საქონელი, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს ან/და დაწესებულებებს დროებით, უსასყიდლოდ გადაეცათ სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფისა და ეპიდემიის შედეგების სალიკვიდაციოდ;

ზ) სასწავლო დამხმარე საშუალებები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები და სამეცნიერო მოწყობილობები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ დამხმარე საშუალებათა შენახვის, შემოწმების, შეკეთების ან დაყალიბებისათვის, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ზ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;

ზ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ზ.გ) საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;

თ) სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ მოწყობილობათა შენახვის, შემოწმების, შეკეთების ან დაყალიბებისათვის, სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

თ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;

თ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

თ.გ) საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;

ი) სატრანსპორტო საშუალებები (მათ შორის, გემი და საფრენი საშუალება), თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ი.ა) რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;

ი.ბ) რეგისტრირებულია პირზე, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, და გამოიყენება მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადასაადგილებლად;

კ) საქონელი დიპლომატიური და ტურისტული მიზნებისათვის, თუ საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;

ლ) კომერციულ ოპერაციასთან დაკავშირებით შემოტანილი კონტეინერი, ქვესადგამი, შეფუთვა, ნიმუში, სარეკლამო ფილმი და სხვა საქონელი:

ლ.ა) კონტეინერი (�კონტეინერების შესახებ� ჟენევის 1972 წლის კონვენციის მიხედვით);

ლ.ბ) ქვესადგამი;

ლ.გ) შეფუთვა (ნებისმიერი ნაკეთობა და მასალა, რომლებიც განკუთვნილია იმ სახით, რა სახითაც ისინი შემოტანილია საქონლის შეფუთვის, დაცვის, განთავსების, დამაგრების ან დანაწევრების მიზნით, გარდა შესაფუთი მასალისა, როგორიცაა: ჩალანამჯა, ქაღალდი, შუშაბამბა, ბურბუშელა და სხვა);

ლ.დ) ნიმუში (ნაკეთობა, რომელიც არის გარკვეული კატეგორიის მზა საქონელი ან წარმოებისათვის გათვალისწინებული საქონლის ნიმუში, გარდა იდენტური ნაკეთობისა, რომელიც მიეწოდა იმავე პირის მიერ ან გაეგზავნა იმავე მიმღებს იმ რაოდენობით, რომელიც ერთად აღებული, საყოველთაოდ მიღებული ვაჭრობის წესების თანახმად, აღარ არის ნიმუში);

ლ.ე) სარეკლამო ფილმი (გამოსახულების გადაღებული მატარებლები (ფონოგრამით ან ფონოგრამის გარეშე), რომელიც აჩვენებს უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გასაყიდად ან გასაქირავებლად შემოთავაზებული ნაკეთობის ან მოწყობილობის არსს, იმ პირობით, რომ ის გამოსადეგია პოტენციური კლიენტისათვის საჩვენებლად, მაგრამ არა საჯარო დათვალიერების დარბაზში, შემოტანილია ყოველი ფილმის თითო ასლის შემცველ საფუთავში და არ არის ფილმის უფრო დიდი ამანათი);

ლ.ვ) საქონელი, რომელიც შემოტანილია გამოცდის, შემოწმების, ცდებისა და ჩვენების ჩატარების მიზნით;

ლ.ზ) საქონელი, რომელიც გამოიყენება გამოცდის, შემოწმების, ცდებისა და ჩვენების ჩატარების პროცესში;

ლ.თ) გადაღებული და გამჟღავნებული კინემატოგრაფიული ფირები, აგრეთვე პოზიტიური და გამოსახულების მატარებელი ფირები, რომლებიც განკუთვნილია მათ კომერციულ გამოყენებამდე საჩვენებლად;

ლ.ი) ფირი, მაგნიტური ლენტი, მაგნიტური ფირი და ხმის ან გამოსახულების მატარებელი სხვა ფირი ან ლენტი, რომლებიც განკუთვნილია გახმოვანებისათვის, დუბლირებისა და ხმის ან გამოსახულების აღწარმოებისათვის;

ლ.კ) ჩაწერილი ინფორმაციის მატარებლები, რომლებიც განკუთვნილია უფასოდ გაგზავნილ და განკუთვნილ მონაცემთა ავტომატური გადამუშავებისათვის;

ლ.ლ) ნაწარმი (სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით), რომელიც თავისი მახასიათებლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარკვეული სახის ნაწარმის რეკლამირებისათვის ან გარკვეული მიზნით პროპაგანდისათვის.�.

14. 155-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებში თავისუფალ ზონასა და თავისუფალ საწყობში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება ან მომსახურების გაწევა, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ასეთი საქმიანობის განხორციელების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.�.

15. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ ვალდებული პირის დასაბუთებული წერილობითი განცხადების მიღების შემდეგ საბაჟო ვალდებულებების დაფარვის გადავადების უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს/მის მოადგილეს.�.

16. 215-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე ჩასარიცხი თანხის პროცენტი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს პროცენტი იმდენი უნდა იყოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ზედმეტად გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება ამ კოდექსით განსაზღვრულ ვადაში.�.

17. 217-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას და საბაჟო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილების წარდგენის უზრუნველყოფის შემთხვევაში საბაჟო პროცედურების განმახორციელებელ პირს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს სადავო საკითხი გაასაჩივროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით.�.

18. 218-ე�222-ე მუხლები და XXXII თავი ამოღებულ იქნეს.

19. 235-ე მუხლის მე-2 ნაწილის:

ა) �ა� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამდებობის პირები;�;

ბ) �ბ� ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

20. 240-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. საბაჟო დეკლარაციაში საქონლის სახეობის, რაოდენობის, წარმოშობის ქვეყნის ან/და საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების შეტანა, რაც იწვევს საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირებას ან არასატარიფო ღონისძიებებისათვის თავის არიდებას, თუ ეს ქმედება არ შეიცავს ამ კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ნიშნებს, �

იწვევს დეკლარანტის დაჯარიმებას გადასახდელი საბაჟო გადასახდელების თანხის 50 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, �

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე გადასახდელი საბაჟო გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 000 ლარისა, ან/და საბაჟო სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.�.

21. 242-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 242. საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონოდ გადატანა ან გადმოტანა

1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან/და დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებით გამოყენებით ან/და საბაჟო დეკლარაციაში ან სხვა საბაჟო დოკუმენტში ყალბი მონაცემების შეტანით, �

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას ამ მოძრავი ნივთის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 000 ლარისა, ან/და საბაჟო სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, �

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე ამ მოძრავი ნივთის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 4 000 ლარისა, და საბაჟო სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.�.

��� მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 და მე-18 ნაწილების ამოქმედებამდე საბაჟო ორგანოებში შეტანილ შესაგებელს განიხილავენ საბაჟო გადაწყვეტილების გამომცემი საბაჟო ორგანოები ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 და მე-18 ნაწილების ამოქმედებამდე მოქმედი დებულებების შესაბამისად, ხოლო საბაჟო ორგანოს მიერ შესაგებელზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება იმავე წესით, რომელიც დადგენილია ამ კანონით საბაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 და მე-18 ნაწილების ამოქმედებამდე 15 კალენდარული დღის ვადაში გაგზავნილ საბაჟო გადაწყვეტილებაზე საჩივარი ან სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნეს საბაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 და მე-18 ნაწილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საბაჟო გადაწყვეტილებაზე საჩივრის ნაცვლად შესაგებლის შეტანა არ შეიძლება ჩაითვალოს ხარვეზად.

4. თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2007 წლის 1 იანვრამდე მოქმედი 214-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირს შეუმცირდება ან გაუუქმდება სასჯელი (მათ შორის, სამართალდარღვევის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ აღმოჩენის შემთხვევაში), ასეთ პირს (მათ შორის, იმ იურიდიულ პირს, რომელსაც წარმოადგენდა სამართალდამრღვევი) შემცირებული ან გაუქმებული სასჯელის სანაცვლოდ ფინანსურმა პოლიციამ ან შემოსავლების სამსახურმა უნდა დააკისროს ამ კანონის პირველი მუხლის მე-20 და 21-ე ნაწილებით დადგენილი სანქციები ჩადენილი ქმედების შინაარსისა და სიმძიმის ხასიათისა და მოხდილი ან მოსახდელი სასჯელის ოდენობის გათვალისწინებით.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გაერთიანებამდე, ამ კანონით განსაზღვრული შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილებები განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტმა.

��� მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-17 და მე-18 ნაწილებისა, ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 და მე-18 ნაწილები ამოქმედდეს შემოსავლების სამსახურის შექმნისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 2007 წლის 1 აპრილისა.

საქართველოს პრეზიდენტი��� ��� ��� ��� მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4256�რს