დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ – სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 167 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 31/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №16 7
2012 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ – სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „ აისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ა(ა)იპ – სარეაბი ლი ტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „ აისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №204430106) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 10 წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ჩიქვანაიას ქ. №21-ში მდებარე 9 202 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართობით – 700.21 კვ.მ (მათ შორის, სარდაფი – 122.71 კვ.მ, I სართული – 206.37 კვ.მ, II სართული – 217.88 კვ.მ, სხვენი – 153.25 კვ.მ), №2, საერთო ფართობით – 243.23 კვ.მ, №3, საერთო ფართობით – 10.32 კვ.მ, №4, საერთო ფართობით – 122.02 კვ.მ, №5, საერთო ფართობით – 161.74 კვ.მ, №6, საერთო ფართობით – 56.26 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.11.04.005.041).
2. უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:
ა) ა(ა)იპ – სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „ აისის“ მიერ 2012 წელს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დღის ცენტრის ახალი მომსახურების შექმნისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფა;
ბ) ა(ა)იპ – სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „ აისის“ მიერ დღის ცენტრის შენობის რეაბილიტაციისათვის 380 000 (სამას ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის თანხის გამოყოფა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მი ნის ტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ – სარეაბი ლი ტა ციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „ აისისათვის“ სახელმწიფო სა კუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ხელ შეკრულების გაფორმების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები