„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 07/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 170050000.22.027.016527
20
07/04/2014
ვებგვერდი, 08/04/2014
170050000.22.027.016527
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №20

2014 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის  31 მარტის №68 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., №33, მუხ. 517) დამტკიცებულ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესსა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:    

 

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. ამ დებულების მიზნებისათვის, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება:

ა) პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო (მათ შორის, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკის) უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით „სამართლისმცოდნეობა” ან „საერთაშორისო სამართალი” და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის” კვალიფიკაცია;

ბ) პირი, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობაში, ამასთან, დიპლომის დანართიდან ირკვევა, რომ მას ჩაბარებული აქვს შემდეგი საგნები:

ბ.ა) სამართლის თეორია;

ბ.ბ) საკონსტიტუციო სამართალი;

ბ.გ) სამოქალაქო სამართალი;

ბ.დ) სამოქალაქო სამართლის პროცესი;

ბ.ე) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;

ბ.ვ) სამეწარმეო სამართალი;

გ) პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი, სპეციალობით „სამართლისმცოდნეობა”, ასევე ლიცენზირებული კერძო უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, რომელსაც სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის” კვალიფიკაცია, ამასთან, დიპლომის დანართიდან ირკვევა, რომ მას ჩაბარებული აქვს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნები.

4. პირი, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღიარების შემთხვევაში.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი, ხოლო ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ჩაბარებული საგნების დანართის ასლი;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ პირი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მის მიერ წარმოდგენილი საბუთები შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საბუთების გაგზავნიდან 3 დღის ვადაში იგი მიიღებს ელექტრონულ ფოსტაზე დადასტურებას გამოცდაზე დაშვების შესახებ. თუ პირის მიერ საბუთები წარმოდგენილია არასრული სახით, იგი უფლებამოსილია გამოასწოროს ხარვეზი და სამდივნოში წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთები შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.“.

3. მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამოცდა მოიცავს ორ ეტაპს – ზოგად უნარებს (ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს) და პროფესიულ ნაწილს, რომელიც ტარდება ტესტირების ფორმით. ტესტირება ტარდება კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.

2. ტესტირების დასრულებისას ამობეჭდილი უნდა იქნეს კანდიდატის მიერ დამუშავებული ელექტრონული ტესტების შეფასების ამონაწერის ეგზემპლარი, რომელიც ინახება საგამოცდო კომისიასთან 1 წლის ვადით.“.

4. მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. გამოცდის პირველი ეტაპი - ზოგადი უნარები“.

5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. სავალდებულო ინსტრუქტაჟი გამოცდის დაწყებამდე

საგამოცდო კომისიის წარმომადგენელი გამოცდის დაწყებამდე ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია გამოცდის ჩაბარებისთვის. ინსტრუქტაჟი უნდა მოიცავდეს მითითებას იმის შესახებაც, რომ გამოსაცდელისგან დამოუკიდებელი მიზეზებით კომპიუტერული ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის ან ტესტირების მიმდინარეობისას სხვა სახის დაბრკოლების შექმნისას, გამოცდის შესაბამისი ეტაპისთვის განკუთვნილი დროის დინება შეჩერდება იმ ხანგრძლივობით, რაც საჭიროა შესაბამისი ხარვეზის აღმოსაფხვრელად.“.

6. მე-17 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამოცდის თითოეული ეტაპის შემდეგ მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო კომისიას, მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით. ამ მიზნით, გამოსაცდელს უფლება აქვს, გაეცნოს საკუთარ ნაშრომს და კომისიის სამდივნოს მიერ განსაზღვრულ დროის შუალედში წერილობით ჩამოაყალიბოს საკუთარი არგუმენტაცია განცხადების დასაბუთების მიზნით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. გამოცდის მეორე ეტაპის - პროფესიული ნაწილის შედეგად მიღებული შეფასების გასაჩივრების შემთხვევაში, გამოსაცდელს უფლება აქვს, გამოიყენოს ამ ბრძანებით დამტკიცებულ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამაში შემავალი ნორმატიული მასალა. კომისიის სამდივნო ვალდებულია შეუქმნას გამოსაცდელს ამ უფლების შეუფერხებლად განხორციელებისათვის სათანადო პირობები და ნორმატიული მასალის ხელმისაწვდომობის მიზნით უზრუნველყოს გამოსაცდელის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე წვდომა.“.

7. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამოცდის საბოლოო შედეგებს, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამტკიცებს კომისია.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.