,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 21/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016169
10
31/03/2014
ვებგვერდი, 07/04/2014
010260020.35.116.016169
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2014 წლის 31 მარტი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებით დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 29/01/2013წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016096)შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსიის ,,ო‘‘ ქვეპუნქტი: ,,ო. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გარდა, გამგებელი გამოსცემს ბრძანებას შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიული და წლიური გეგმების შეთანხმების და შიდა აუდიტის/ ინსპექტირების დაწყების ან/და დასრულების შესახებ.‘‘;

2. დადგენილების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ‘‘ ქვეპუნქტი: ,,ლ. შიდა აუდიტის სამსახური.“;

3. დადგენილების მე-14 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,11. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შიდა აუდიტორული შემოწმება; მათი საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა.‘‘;

4. დადგენილების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: ,,12. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი