საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4283
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 15/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.002.693
  • Word
4283
29/12/2006
სსმ, 5, 15/01/2007
020.080.000.05.001.002.693
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-40 და 41-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 40. მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა მოქალაქეს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ან სახელმწიფოს, მაშინ მოსამართლე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას, ვალდებულია იმავდროულად დააკისროს დამრღვევს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

    მუხლი 41. იმ მოვალეობის შესრულება, რომლის შეუსრულებლობისთვისაც შეფარდებული იყო ადმინისტრაციული სახდელი

მოსამართლე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილებით ადასტურებს იმ მოვალეობის შესრულების ვალდებულებას, რომლის შეუსრულებლობისთვისაც პირს შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, და დადგენილებაში განსაზღვრავს დარღვევის გამოსასწორებლად გასატარებელ ღონისძიებებს, რომელთა აღსრულებაც ხდება კანონით დადგენილი წესით.“.

2. 135-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 135. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით

1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.

3. 146-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 1461 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1461. დასუფთავების წესების დარღვევა

1. სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით.

3. იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ნარჩენების გამტან საწარმოებთან, თუ აღნიშნული სუბიექტები არ სარგებლობენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი მომსახურებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“.

5. 1471 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 148-ე–152-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 148. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა

1. ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა, აგრეთვე ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფის წესების დაუცველობა, საწარმოებისათვის, დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის მიმაგრებული ან/და მიმდებარე ტერიტორიის მოუვლელობა, მასზე სამშენებლო ან სხვა ნარჩენების თვითნებური დაყრა, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 5 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 149. წყალსადენის ქსელში თვითნებური ჩართვა და სასმელი წყლით სარგებლობის წესების სხვა დარღვევები

1. წყალსადენის ქსელში საცხოვრებელი სახლების, სადგომების, მიწის ნაკვეთების თვითნებური ჩართვა, აგრეთვე სასმელი წყლით სარგებლობის წესების სხვა დარღვევები, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 150. თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება

1. სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უძრავი ძეგლის დაცვის ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 1501. თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა

1. თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უძრავი ძეგლის დაცვის ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსების, ჯიხურების, დახლების ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟი ან/და განთავსება, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უძრავი ძეგლის დაცვის ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 151. თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება

1. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური მოჭრა, ან გამწვანებისათვის გამოყოფილი ზოლის დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 152. ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას

1. ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრა, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვა, გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უძრავი ძეგლის დაცვის ზონაში, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით.“.

7. 1521 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. 1522 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1522. საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა

1. საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა, –

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში, –

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას – 4 000 ლარის ოდენობით.“.

9. 159-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 159. რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა

1. რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“.

10. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 446, 45-ე–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–86-ე, 88-ე–912, 922, 94-ე–1002, 103-ე–1051, 1251, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 145-ე, 1461, 148-ე–1542, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 17310, 17311, 1741, 1745, 1748–17414, 1778–178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე მუხლებით (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966, 1971 მუხლებით.“.

11. 239-ე მუხლის:

ა) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 553 მუხლებით, 601 მუხლის პირველი ნაწილით, 1191, 145-ე–152-ე, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები.“;

ბ) მე-15 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ამ კოდექსის 153-ე, 1531, 1541, 1542, 1551, 158-ე, 1581, 1592, 1593, 1594, 163-ე, 1653 და 178-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები ან სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოები, საქართველოს კონტროლის პალატის ორგანოების უფლებამოსილი პირები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4283–რს