პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2171-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.017383
2171-IIს
02/04/2014
ვებგვერდი, 14/04/2014
240110000.05.001.017383
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4ნაწილი:

„41. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, მეხუთე კლასისთვის მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებული, ამ კოდექსის 44-ე მუხლითა და 45-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევების ჩადენისას, დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით დაკისრებული ჯარიმისგან პირის გათავისუფლების შესახებ, თუ მას გადახდილი აქვს შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული ჯარიმა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

2 აპრილი 2014 წ.

N2171-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.