საქართველოს ვეტერან სპორტსმენთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ

საქართველოს ვეტერან სპორტსმენთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 344
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/05/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 10, 29/05/1998
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.05.002.001.
344
21/05/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 10, 29/05/1998
010.330.000.05.002.001.
საქართველოს ვეტერან სპორტსმენთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №344

1998 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ვეტერან სპორტსმენთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ

საქართველოში სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მიღწეული მაღალი სპორტული მაჩვენებლებისა და სპეციალისტთა აღზრდაში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:

ლერი გოგოლაძე  –  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის მრავალგზის პრიზიორი წყალბურთში.

ნადეჟდა დვალიშვილი  –  საქართველოს ფიზიკური კულტურის ტექნიკუმის მასწავლებელი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ექსრეკორდსმენი სიგრძეზე ხტომაში.

ფირუზ მარტყოფლიშვილი  –  საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ევროპისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ჭიდაობა ძიუდოში.

ვიქტორ სანაევი  –  ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი სამმაგ ხტომაში, სპორტის დამსახურებული ოსტატი.

ოთარ ქორქია  –  ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი კალათბურთში, სპორტის დამსახურებული ოსტატი.

რობერტ შავლაყაძე  –  ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სიმაღლეზე ხტომაში, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი.

ე. შევარდნაძე