დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „CBD Development-ის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 736 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017031 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №736
2014 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
შპს „CBD Development-ის“ საქმიანობისხელშესაწყობადრიგღონისძიებათაგანხორციელებისშესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს:
ა) შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფასა“ და შპს „CBD Development-ს“ შორის 2010 წლის 25 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით (შემდგომში – ხელშეკრულება) გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების (5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) ვადაგადაცილებით შესრულებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისგან შპს „CBD Development-ის“ გათავისუფლების თაობაზე, იმ პირობით, რომ შპს „CBD Development-ი“ შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვალდებულებებს;
ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრული, შესაბამისი ქონების განსავითარებლად გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულება (5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) განისაზღვროს არანაკლებ 31 000 000 (ოცდათერთმეტი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით და განხორციელდეს, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 წლის განმავლობაში, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ბ.ა) პირველი წლის დასასრულს არანაკლებ 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარი;
ბ.ბ) მე-2 წლის დასასრულს არანაკლებ 11 000 000 (თერთმეტი მილიონი) აშშ დოლარი;
ბ.გ) მე-3 წლის დასასრულს არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარი;
ბ.დ) მე-4 წლის დასასრულს არანაკლებ 25 000 000 (ოცდახუთი მილიონი) აშშ დოლარი;
ბ.ე) მე-5 წლის დასასრულს არანაკლებ 31 000 000 (ოცდათერთმეტი მილიონი) აშშ დოლარი;
გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების (5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) შესრულების დადასტურება განხორციელდეს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ყოველი საინვესტიციო წლის დასრულებიდან 45 (ორმოცდახუთი) დღეში.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები