დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4355 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/02/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 26/02/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 450.000.000.05.001.002.744 |
საქართველოს კანონი
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენცია
1. კულტურის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) თავიანთ ტერიტორიებზე კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) ადგილობრივი ბიუჯეტისა და ფონდების ფორმირება კულტურის განვითარებისათვის;
გ) ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელმწიფო კულტურული პროგრამების შესასრულებლად გამოყოფილი იმ თანხის რაოდენობის დადგენა, რომელიც ნაწილდება კულტურული პროგრამების მიხედვით, სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით;
დ) კულტურის ადგილობრივი (მუნიციპალური) ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამთავრობო დაწესებულებასთან შეთანხმებით;
ე) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა;
ვ) კულტურის სფეროში მუნიციპალური ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და ნაგებობების მშენებლობა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოწყობა;
ზ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
თ) ნაგებობებზე, შენობებსა და სახელმწიფო საკუთრების სხვა ობიექტებზე კონტროლის დაწესება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
2. გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.
2. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2007 წლის 1 მარტამდე გამოსცეს ბრძანება „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის შესახებ“.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 14 თებერვალი.
№4355_Iს
დოკუმენტის კომენტარები