საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4419
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 23/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.002.756
  • Word
4419
02/03/2007
სსმ, 8, 23/03/2007
200.000.000.05.001.002.756
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების მიწოდება, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ რელიგიური მიზნით; საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია, პროექტირება და მოხატვა, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულება;“.

2. 275-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე გადასახადი გადაიხდება ყოველწლიურად:

ა) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც არ ექვემდებარება გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას, – არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, ხოლო თუ დაბეგვრის ობიექტის გასხვისება აღნიშნულ ვადამდე ხდება, – მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე. ამ შემთხვევაში ქონების მიმღებს მიმდინარე კალენდარული წლისათვის დაბეგვრის ობიექტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა;

ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ექვემდებარება გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას, – ყოველწლიურად სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის (თუ სატრანსპორტო საშუალების წინა მესაკუთრეს მიმდინარე კალენდარული წლის გადასახადი არ აქვს გადახდილი) ან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების დროს. რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება არ უნდა განხორციელდეს გადასახადის გადახდის გარეშე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 2 მარტი.

№4419–Iს