„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4513
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 16/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.05.001.002.760
  • Word
4513
27/03/2007
სსმ, 13, 16/04/2007
140.030.000.05.001.002.760
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–14 პუნქტები:

„11. პოლიციაში შეიძლება მიღებულ იქნეს წვევამდელი 18 წლის ასაკიდან. აღნიშნულმა პირმა პოლიციაში მიღებამდე ან მიღების შემდეგ უნდა გაიაროს სპეციალური მომზადების პროგრამა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.

12. წვევამდელს პოლიციაში მიღების შემდეგ მიენიჭება პოლიციის რიგითის უმცროსი სპეციალური წოდება.

13. წვევამდელს პოლიციაში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად.

14. წვევამდელის მიერ გაწვევით სავალდებულო სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი და ვადა განისაზღვრება ამ კანონის 211 მუხლით.“.

2. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

        „მუხლი 23. პოლიციის კადრების პროფესიული მომზადება

1. პოლიციის კადრების პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სამინისტროს შესაბამის სპეციალურ პროფესიულ დაწესებულებაში.

2. სამინისტრო ადგენს სპეციალური მომზადების პროგრამას, რომლის გავლის შემდეგაც პოლიციელს მიენიჭება უმცროსი ლეიტენანტის წოდება. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს პოლიციის იმ მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს რიგითის წოდება.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-ე მუხლი:

   „მუხლი 41. გარდამავალი დებულება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2007 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს და გამოსცეს ამ კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტითა და 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური მომზადების პროგრამები.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 27 მარტი.

№4513–Iს