„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2464-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 30/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 080090020.05.001.017458
2464-IIს
29/05/2014
ვებგვერდი, 02/06/2014
080090020.05.001.017458
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – ამ კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს და რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა;“.

2. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–1პუნქტები:

„11. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

12. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, საბჭოებსა და ორგანიზაციებში.

13. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით.

14. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განხორციელებული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

15. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.“.

 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 მუხლები:

„მუხლი 101. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, რომელსაც 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენისას;

გ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავისი მოვალეობის შეუსრულებლობისას ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;

დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას;

ე) სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას.

3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას.

მუხლი 102. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მართვა და ბიუჯეტი

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფუნქციები, მის მართვასთან, სტრუქტურასთან, ანგარიშვალდებულებასთან, წარმომადგენლობასა და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებით, რომელსაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოხელის შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს. სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით, ყოველწლიურად ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმდინარე ხარჯები არ შეიძლება იყოს წინა წელს დამტკიცებულ დაფინანსებაზე ნაკლები. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის დაფინანსებასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. თუ საქართველოს მთავრობა არ დაამტკიცებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტს, სამსახური დაფინანსდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წინა წელს დამტკიცებული დაფინანსების ოდენობით.“.

 

მუხლი 2

1. საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 თვისა რეორგანიზებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურად.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამონაცვლე.

3. საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მისი რეორგანიზაციის დასრულებამდე ფუნქციონირებას აგრძელებს ამ კანონის ამოქმედებამდე მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

4. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დასაფინანსებლად საჭირო ღონისძიებები.

 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ  ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 თვისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

6. ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და სხვა სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ორგანიზებასთან და თანამშრომელთა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ინარჩუნებს ძალას მათ გაუქმებამდე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ისინი ამ კანონის დებულებებს. შესაბამისმა ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყონ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

7. საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მის რეორგანიზაციამდე მომუშავე პირები რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ინიშნებიან შესაბამის თანამდებობებზე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში.

8. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 თვისა უზრუნველყონ ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 მაისი 2014 წ.

N2464-IIს