„ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის #1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის #1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 21/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016173
14
30/05/2014
ვებგვერდი, 02/06/2014
010260020.35.116.016173
„ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის #1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2014 წლუს 30 მაისი

ქ. ცაგერი

 

„ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. „ცაგერის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 29/01/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016096) დამტკიცებულ „ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ამ მიზნით:

ლ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს;

ლ.ბ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის დამხმარე მოსამსახურეებთან;

ლ.გ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ.დ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას;

ლ.ე) იწვევს და ხელმძღვანელობს თათბირებს;

ლ.ვ) ხელს აწერს ოფიციალურ დოკუმენტებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვს გამგეობას; ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას;

ლ.ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ბრძანებებს;

მ) ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის თაობაზე;“;

ბ) დებულების მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამგებელი ბრძანებას გამოსცემს გამგებლის მოადგილეების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების, გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“;

გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:

„მუხლი 201. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესი:

1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად,  კერძოდ:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის გადაუდებელი ხარჯების დასაფინანსებლად, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან კანონით დაცულ სხვა სიკეთეს;

ბ) კატასტროფის, გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად;

გ) სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებელი ან/და პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან/და გადაუდებელი შემთხვევების  დასაფინანსებლად;

დ) სხვა გადაუდებელი ხასიათის ღონისძიებების დასაფინანსებლად.

2. სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნობრიობის დასადგენად მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით იქმნება „ცაგერის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნობრიობის შემსწავლელი კომისია“ (შემდგომ - კომისია) გამგებლის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და გამგეობის სხვა თანამშრომლების შემადგენლობით. კომისიის მიერ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება გამგებლის ბრძანებით.

3. კომისიის დასკვნის გათვალისწინებით,  გამგებელი გამოსცემს ბრძანებას ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას განსაკარგი თანხის ოდენობის და მიზნობრიობის თაობაზე.

4. სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ გამგებლის ბრძანების გამოქვეყნებისთანავე საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი