„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-33/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016263
01-33/ნ
05/06/2014
ვებგვერდი, 05/06/2014
470230000.22.035.016263
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-33/ნ

2014 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში (სსმ III, 10.04.2009  №45 მუხ. 509) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ის (იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა):
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „1. დაწესებულებამ/უმაღლესმა სასწავლებელმა აკრედიტაციის მიზნით საბჭოს სამდივნოში უნდა წარადგინოს განაცხადი აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ (დაწესებულების დასახელების, იურიდიული მისამართის მითითებით). განაცხადში, ასევე, უნდა მიეთითოს სარეზიდენტო პროგრამის და/ან მოდულ(ებ)ის დასახელება, რომლის განხორციელების უფლების მიღება სურს დაწესებულებას/სასწავლებელს.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს სამდივნო შემოსულ დოკუმენტაციას განიხილავს 5 დღის ვადაში. არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აკრედიტაციის მაძიებელს ეძლევა 10 დღე დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, რომლის თაობაზეც მაძიებელს ეცნობება საბჭოს სამდივნოს მიერ.“;

გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ვადა შესაძლებელია, გაგრძელდეს 3 თვემდე.“.

2. ბრძანების დანართი 2.2-ის (აკრედიტაციის კრიტერიუმები):
ა) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) თერაპიული სტომატოლოგია - საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 300 ვიზიტზე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ქირურგიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტის/მაძიებლისა; თერაპიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე  არაუმეტეს 2 რეზიდენტის/მაძიებლისა; რადიოლოგიური პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტის/მაძიებლისა; სტომატოლოგიური პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; სამედიცინო გენეტიკის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არა უმეტეს 5 რეზიდენტის /მაძიებლისა; გადაუდებელი მედიცინის პროფილის  მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტისა /მაძიებლისა.“;

გ) მე-15 პუნქტის:
გ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კონკრეტული ლაბორატორიის საერთო დატვირთვა  (გარდა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევებისა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 000 გამოკვლევას წელიწადში.“;

გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ლაბორატორიული გამოკვლვების რაოდენობა (გარდა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევებისა) ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით პროგრამის ფარგლებში, პროფილის შესაბამისად, უნდა შეადგენდეს 800  გამოკვლევას წელიწადში.“;

გ.გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ლაბორატორიის საერთო დატვირთვა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევების (ციტოგენეტიკური გამოკვლევები,   მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდები) მიხედვით უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 გამოკვლევას წელიწადში. ამასთან,  მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევების (ციტოგენეტიკური გამოკვლევები,   მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდები) რაოდენობა ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით, პროგრამის ფარგლებში, უნდა შეადგენდეს:

1.ა) ციტოგენეტიკური გამოკვლევები (ციტოგენეტიკური გამოკვლევებისათვის სისხლის აღება და შენახვა, პერიფერიული სისხლის ლიმფოციტებისა და ძვლის ტვინის უჯრედების დამუშავება) – 10 გამოკვლევას წელიწადში;

1.ბ) მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდები (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ჩატარება გენური მუტაციების შესასწავლად, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ჩატარება ინფექციური აგენტების თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრისათვის) - 20 გამოკვლევას წელიწადში.“.

დ) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 და მე-20 პუნქტები:   

„19. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „სამედიცინო გენეტიკა“:

ა) სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი პროფილის პაციენტების მკურნალობას;

ბ) მონოგენური დაავადებები - 300 შესაბამისი პროფილის ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;

გ) მულტიფაქტორული და პოლიგენური დამემკვიდრება - 30  შესაბამისი პროფილის ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;

დ) განვითარების თანდაყოლილი ანომალიები - 20  შესაბამისი პროფილის ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;

ე) გენეტიკა (გენეტიკური დაავადებების მართვის და მკურნალობის პრინციპები, სამედიცინო-გენეტიკური კონსულტირება) - 200  ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;

ვ) დედის და ნაყოფის მედიცინა, რეპროდუქციული გენეტიკა   - 300 შესაბამისი პროფილის ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;

ზ) მოდულები: ონკოგენეტიკა - გენეტიკურად განპირობებული სიმსივნური დაავადებები, ქირურგია - თანდაყოლილი და გენეტიკურად განპირობებული დარღვევების ქირურგიული კორექცია, უროლოგია - თანდაყოლილი და გენეტიკურად განპირობებული უროლოგიური დარღვევები,  კარდიოგენეტიკა - თანდაყოლილი და გენეტიკურად განპირობებული გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები,  გრძნობათა ორგანოების მოშლილობები, ნეიროგენეტიკა - გენეტიკურად განპირობებული ნევროლოგიური დარღვევები, ფსიქიატრია - გენეტიკურად განპირობებული ფსიქიატრიული დარღვევები,  ოფთალმოლოგია - გენეტიკურად განპირობებული ოფთამოლოგიური დარღვევები, დერმატოლოგია - თანდაყოლილი დერმატოლოგიური დარღვევები,  ჰემატოლოგია - გენეტიკურად განპირობებული ჰემატოლოგიური დარღვევები -   შეფასდეს თეორიული მოდულებისათვის გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით.

20. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „გადაუდებელი მედიცინა“:

ა) „გადაუდებელი მედიცინის“ სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი პროფილის პაციენტების მკურნალობას. მისი დატვირთვა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5000 ვიზიტს წელიწადში;

ბ) პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელებაში მონაწილე თითოეული დაწესებულების მინიმალური დატვირთვა 1 რეზიდენტზე/მაძიებელზე გადაანგარიშებით უნდა შეადგენდეს საშუალოდ 500  შემთხვევას წელიწადში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო