„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4574
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 10/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 03/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 330.090.010.05.001.002.780
  • Word
4574
30/03/2007
სსმ, 11, 10/04/2007
330.090.010.05.001.002.780
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 24.06.2005, მუხ. 186) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“–„ჟ3“ ქვეპუნქტები:

„ჟ1) სარეკრეაციო ტერიტორია – საქართველოს დასახლებული ან/და დაუსახლებელი ტერიტორია, რომლის განვითარების ძირითადი პოტენციალია ტურიზმი და რეკრეაცია და რომელიც მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ბუნებრივ და კულტურულ კომპლექსებს, ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანთა დასვენებისათვის, მათი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;

2) სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები – საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებს სარეკრეაციო ტერიტორიებზე უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესებს;

3) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა – ამ კანონის მიზნებისათვის, „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დედაქალაქის და ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქების ტერიტორიებზე განსაზღვრული განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა;“.

2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მთავრობის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიის ნაწილებს (გეგმარებით რეგიონებს) ან ცალკეულ დასახლებებს (მათ ტერიტორიულ ნაწილებს) შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული სივრცით-ტერიტორიული რეგულირების სტატუსი. განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონები და სარეკრეაციო ტერიტორიები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

3. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი.“.

4. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

5. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმას საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

6. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს:

ა) სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები – 2007 წლის 1 სექტემბრამდე;

ბ) სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – 2008 წლის 1 იანვრამდე;

გ) სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმა – 2008 წლის 1 მარტამდე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 30 მარტი.

№4574–Iს