„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 58/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 19/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016139
58/04
19/06/2014
ვებგვერდი, 20/06/2014
220090000.18.011.016139
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №58/04

2014 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 110408016, 12.04.2011) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-11 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. საბანკო ოპერაციების უცხოური ვალუტით განხორციელებასთან დაკავშირებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება:

ა) უცხოური ვალუტით დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტების (მათ შორის, სესხის ან დეპოზიტის) ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, ასევე პროცენტული გამოხატულების მქონე პირგასამტეხლოს ან/და ჯარიმის გადახდის ოპერაციებზე;

ბ) უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არარეზიდენტი პირისათვის თანხის გადარიცხვის შემთხვევებზე”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი